https://sputnik-georgia.com/20210812/zugdidis-hospitlis-direqtori-politikaSi-wavida-252567819.html
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი პოლიტიკაში წავიდა
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი პოლიტიკაში წავიდა
Sputnik საქართველო
ნიკა ჭეჟიამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ დაარსებული ახალი პარტიის რიგების შევსება გადაწყვიტა. 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T18:08+0400
2021-08-12T18:08+0400
2021-10-19T18:03+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
პოლიტიკა საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1d/251871566_0:31:1281:754_1920x0_80_0_0_c472d730ad70f65abea28c141ab0243c.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ნიკა ჭეჟია თანამდებობიდან გადადგა, ის საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდება. ამის შესახებ მან თავის Facebook-გვერდზე დაწერა.საქართველოს ყოფილი ელჩი ბრიუსელში გახარიას მრჩეველი გახდა>>ჭეჟიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მან ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო.„დავტოვე ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის თანამდებობა. ჩემი ეს ნაბიჯი დიდი ხნის ფიქრის შედეგია, დროა ჩვენი ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდეს“, – დაწერა ჭეჟიამ.მისი თქმით, ქვეყნის მშენებლობისთვის „აუცილებელია ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი“, რაც, მისი აზრით, გახარიას გუნდის ძირითადი ფასეულობებია.დღეს ასევე დატოვა სამუშაო ადგილი კასპის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა გიორგი თაბუაშვილმა. ისიც გახარიას პარტიას შეუერთდა.პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.გამოკითხვების შედეგებით, ამჟამად გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.
https://sputnik-georgia.com/20210714/qartuli-ocnebis-shvidi-deputati-gaxarias-sheuertda-252319272.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1d/251871566_0:0:1281:805_1920x0_80_0_0_210d244ad9f55999f1f94b078839ba53.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, პოლიტიკა საქართველოში, საქართველო
ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი პოლიტიკაში წავიდა
18:08 12.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ნიკა ჭეჟიამ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას მიერ დაარსებული ახალი პარტიის რიგების შევსება გადაწყვიტა.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორი ნიკა ჭეჟია თანამდებობიდან გადადგა, ის საქართველოს ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას შეუერთდება. ამის შესახებ მან თავის
Facebook-გვერდზე დაწერა.
ჭეჟიას თქმით, ეს გადაწყვეტილება მან ხანგრძლივი ფიქრის შემდეგ მიიღო.
„დავტოვე ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორის თანამდებობა. ჩემი ეს ნაბიჯი დიდი ხნის ფიქრის შედეგია, დროა ჩვენი ქვეყანა განვითარების სხვა ეტაპზე გადავიდეს“, – დაწერა ჭეჟიამ.
მისი თქმით, ქვეყნის მშენებლობისთვის „აუცილებელია ღირსება, კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი“, რაც, მისი აზრით, გახარიას გუნდის ძირითადი ფასეულობებია.
დღეს ასევე დატოვა სამუშაო ადგილი კასპის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომელმა გიორგი თაბუაშვილმა. ისიც გახარიას პარტიას შეუერთდა.
პარტია „საქართველოსთვის“ გახარიამ 2021 წლის ივნისში ჩამოაყალიბა. პარტიის ძირითად ბირთვს სხვადასხვა უწყებაში მომუშავე ყოფილი ჩინოვნიკები შეადგენენ.
გამოკითხვების შედეგებით, ამჟამად გახარიას პარტიას პოპულარობის მიხედვით მმართველი „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ მერე მესამე ადგილი უკავია.