რატომ ათავისუფლებენ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს – შსს-ს განცხადება

© photo: Sputnikსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პატრულ-ინსპექტორის გათავისუფლების საფუძველი აქვთ. ამჟამად მის დისციპლინარულ დარღვევებს გენერალური ინსპექცია სწავლობს.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოს თაობაზე კომენტარი გააკეთა და შიდა ქართლის მთავარი სამმართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელთან დაკავშირებული ვითარება განმარტა.
შიდა ქართლში საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა თამაზ ჯოხაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობს, რომ მას მისი ხელმძღვანელები პირადი განცხადების საფუძველზე სამსახურიდან წასვლას აიძულებენ. პოლიციელი ამ ფაქტს თავის სიძეს გიორგი მეზვრიშვილს უკავშირებს, რომელიც შიდა ქართლის დაცვის პოლიციის უფროსი იყო. როგორც ჯოხაძე აცხადებს, მისი სიძე სამსახურიდან იმისთვის გაათავისუფლეს, რომ ის შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილესთან კახა საბანაძესთან მეგობრობს.
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძე - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
შსს-ს სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტში აცხადებენ, რომ 11 აგვისტოს გორის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელები გაესაუბრნენ ჯოხაძეს მისი შესაძლო დისციპლინარული გადაცდომებისა და უკანონო საქმიანობის შესახებ, რამაც პატრულ-ინსპექტორის უკმაყოფილება და გაღიზიანება გამოიწვია.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე პატრულ–ინსპექტორი თამაზ ჯოხაძე განაგრძობს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას. მას შემდეგ, რაც გენინსპექცია შეისწავლის ამ თანამშრომლის შესაძლო დისციპლინარულ დარღვევებს, შედეგებს ყველა დაინტერესებულ პირს აცნობებენ.
კახაბერ საბანაძემ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა მიმდინარე წლის მარტში დატოვა. მანამდე ერთ-ერთმა ოპოზიციურმა ტელეარხმა გაავრცელა ფარული ვიდეოჩანაწერი, რომელიც მის კაბინეტში ფარული კამერით გადაიღეს და მან ამის შესახებ არ იცოდა. ტელეარხის ვერსიით, საბანაძის თვალთვალი უკავშირდება იმას, რომ ის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას კადრად მიიჩნევა. ასევე ერთი სიუჟეტი ეხებოდა 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც თბილისში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს. როგორც ტელეკომპანია აცხადებს, მაშინ ბრძანებებს სპეცრაზმს არა რაციით, არამედ მობილური ტელეფონით აძლევდნენ. სიუჟეტში ამტკიცებდნენ, რომ საბანაძემ იმ ღამეს სპეციალური დავალებების დეპარტამენტს უბრძანა, აქციის ორგანიზატორების ყველა ხმოვანი მოწყობილობა დაეზიანებინა.
საქართველოს პროკურატირის შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
უთვალთვალებდნენ თუ არა შს მინისტრის ყოფილ მოადგილეს: პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
მოვლენები 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტთან განვითარდა, როდესაც მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის სესია მიმდინარეობდა. რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი დაიკავა, რამაც პროტესტის ტალღა გამოიწვია. სიტუაცია ძალიან დაიძაბა და ხელისუფლებამ აქციის ძალისმიერი მეთოდებით დაშლის გადაწყვეტილება მიიღო.
პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები.
დაპირისპირება აქციის მონაწილეებსა და პოლიციას შორის მთელი ღამე გაგრძელდა. დაშავდა 240 ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0