https://sputnik-georgia.com/20210812/poloneli-turistis-mkvlelobis-mcdelobis-saqmeze-braldebuli-sheuracxadia-252566484.html
პროკურატურა: პოლონელი ტურისტის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული შეურაცხადია
პროკურატურა: პოლონელი ტურისტის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული შეურაცხადია
Sputnik საქართველო
პროკურატურის ცნობით, პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს არ შესწევს უნარი, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T17:19+0400
2021-08-12T17:19+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_53fce3dc600877f00ebe4ddd697f1bd3.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პოლონელი ტურისტის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ბრალდებულს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში. გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს ბრალდებული თბილისში სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული ვიზიტით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და დანით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში მიყვანისთანავე ოპერაცია ჩაუტარდა.სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 19–109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა.გამოძიების ვერსიით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით გამოძიების ფარგლებში დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. საბოლოოდ დადგინდა, რომ ბრალდებული დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, პარანოიდული შიზოფრენიით.„დანაშაულის ჩადენის დროს მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები. ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულს არ შესწევს უნარი ანგარიში გაუწიოს თავს, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ასევე მისი ფსიქიკური მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას, რადგან არსებობს საკუთარი თავის და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.პოლონეთის მოქალაქემ იაცეკ კოლანკევიჩმა, რომელიც ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, საქართველო 20 ივლისს დატოვა.
https://sputnik-georgia.com/20210720/TbilisSi-daWrili-poloneli-turisti-samSobloSi-dabrunda-252366677.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23582/73/235827337_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_8b356a5463c58cad52e68e17c1fb9f16.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
პროკურატურა: პოლონელი ტურისტის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ბრალდებული შეურაცხადია
17:19 12.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) პროკურატურის ცნობით, პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს არ შესწევს უნარი, მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პოლონელი ტურისტის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყვიტა და ბრალდებულს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში იძულებითი მკურნალობა განუსაზღვრა,
ნათქვამია საქართველოს პროკურატურის განცხადებაში.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს ბრალდებული თბილისში სრულიად უმიზეზოდ თავს დაესხა საქართველოში ტურისტული ვიზიტით მყოფ პოლონეთის მოქალაქეს და დანით რამდენიმე მძიმე ჭრილობა მიაყენა. დაჭრილ მამაკაცს კლინიკაში მიყვანისთანავე ოპერაცია ჩაუტარდა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. მას ბრალი სსკ-ის 19–109-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (მკვლელობის მცდელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით) წარედგინა.
გამოძიების ვერსიით, დაკავებულს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და, შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დადგენის მიზნით გამოძიების ფარგლებში დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. საბოლოოდ დადგინდა, რომ ბრალდებული დაავადებულია ქრონიკული ფსიქიკური ავადმყოფობით, პარანოიდული შიზოფრენიით.
„დანაშაულის ჩადენის დროს მას არ შეეძლო გაეცნობიერებინა თავისი ქმედებები. ფსიქიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ბრალდებულს არ შესწევს უნარი ანგარიში გაუწიოს თავს, მისცეს ჩვენება და მონაწილეობა მიიღოს საგამოძიებო და სასამართლო მოქმედებებში. ასევე მისი ფსიქიკური მდგომარეობა ხელს უშლის სასჯელის მოხდას, რადგან არსებობს საკუთარი თავის და სხვა პირისთვის ზიანის, მუქარის და ძალადობის შემცველი ქცევის რისკი“, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
პოლონეთის მოქალაქემ იაცეკ კოლანკევიჩმა, რომელიც ალადაშვილის სახელობის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს, საქართველო 20 ივლისს დატოვა.