თბილისში დაჭრილი პოლონელი ტურისტი სამშობლოში დაბრუნდა

© photo : courtesy of Georgian National Tourism Administration / FBპოლონელი ტურისტი, რომელიც თბილისში 5 ივლისს დაჭრეს
პოლონელი ტურისტი, რომელიც თბილისში 5 ივლისს დაჭრეს - Sputnik საქართველო, 1920, 20.07.2021
გამოწერა
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პოლონელი ტურისტი ლგბტ-თემის წარმომადგენელი ეგონათ, ამიტომ დაესხნენ თავს და ცივი იარაღით დაჭრეს. ტურისტს ალადაშვილის კლინიკაში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
თბილისი, 20 ივლისი – Sputnik. პოლონელი ტურისტი იაცეკ კოლანკიევიჩი, რომელიც თბილისში 5 ივლისს დაჭრეს, სამშობლოში დაბრუნდა.
იაცეკ კოლანკიევიჩი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სარეაბილიტაციო კურსს ბორჯომში, სასტუმრო „ლიკანში“ გადიოდა და დღეს სამშობლოში გაემგზავრა. გავრცელებული ინფორმაციით, ის თავს კარგად გრძნობს.
ტურისტები თბილისში - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
თბილისში დაჭრილ პოლონელ ტურისტს ლიკანში დასვენება შესთავაზეს
როგორც კოლანკიევიჩმა აღნიშნა, ის საქართველოში დაბრუნებას, ტურისტული ადგილების დათვალიერებას და გადაღებას ისევ გეგმავს. ტურისტი საქართველოს სხვადასხვა კუთხის შესახებ ვიდეობლოგს ამზადებს, რომელსაც სოციალური ქსელებით პოლონელ ხელმომწერებს გაუზიარებს.
პოლონეთის მოქალაქეს თავს 5 ივლისს დაესხნენ, როდესაც თბილისში ლგბტ–საზოგადოების წინააღმდეგ კონტრაქცია იმართებოდა. ხეთაგუროვის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველები ამბობენ, რომ თავდასხმის მიზეზი, შესაძლოა, ტურისტის საყურე გახდა, რამაც გააღიზიანა თავდამსხმელი. პოლონეთის მოქალაქის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებული მამაკაცი პოლიციამ მალევე დააკავა. მას უკვე პატიმრობა შეეფარდა. მას ბრალდება წარედგინა მკვლელობის მცდელობის მუხლით ხულიგნური ქვენა გრძნობით, რაც 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამოძიების ვერსიით, დაკავებულს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ამის დასადგენად ფსიქიატრიული ექსპერტიზაა დანიშნული.
ყველა ახალი ამბავი
0