მეტეხის გვირაბში მასშტაბური გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩატარდა

© photo: press-service of Tbilisi City Hallსამუშაოები მეტეხის გვირაბში
სამუშაოები მეტეხის გვირაბში - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ფარგლებში გვირაბში მოწესრიგდა შიდა და გარე პერიმეტრი, ასევე შეიცვალა ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. „თბილსერვის ჯგუფმა“ მეტეხის გვირაბში მასშტაბური გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოები ჩაატარა, ნათქვამია თბილისის მერიის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის ძველი რაიონი - აბანოთუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
დასახელდა კომპანია, რომელმაც თბილისში გარე რეკლამების განთავსების უფლება მოიპოვა
უწყების ცნობით, მეტეხის გვირაბში ჩატარდა დასუფთავების აქცია, რომლის ფარგლებშიც გვირაბის შიდა და გარე პერიმეტრი მოწესრიგდა, გარე განათების საექსპლუატაციო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ძველი და ექსპლუატაციიდან გამოსული სანათები შეცვალეს.
გვირაბში მოეწყო ელექტროენერგიის ქსელი და დამონტაჟდა 350 ერთეული LED სანათი. ასევე 810 კვ.მ ფართობზე დაიხაზა გზის გამყოფი და გზისპირა ღერძულა ხაზები.
აღნიშნული სამუშაოების ჩატარების გამო გვირაბში 11 აგვისტოს 21:00 საათიდან 12 აგვისტოს 06:00 საათამდე ავტომობილების გადაადგილება შეზღუდული იყო.
ადგილზე „თბილსერვის ჯგუფის“ 150-მდე თანამშრომელი და სპეცტექნიკა იყო მობილიზებული.
ყველა ახალი ამბავი
0