დასახელდა კომპანია, რომელმაც თბილისში გარე რეკლამების განთავსების უფლება მოიპოვა

© video: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის ძველი რაიონი - აბანოთუბანი
თბილისის ძველი რაიონი - აბანოთუბანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
როგორც კალაძემ განაცხადა, აღნიშნული აუქციონიდან მერია გარკვეულ შემოსავალს მიიღებს, რაც დედაქალაქის მასშტაბით სხვადასხვა პროექტის განხორციელებას მოხმარდება.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. დედაქალაქში გარე რეკლამების განთავსებაზე უფლება შპს „ალმამ“ მოიპოვა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ ქალაქის მთავრობის სხდომაზე.
თბილისის მერიამ რეკლამების განთავსების უფლების მოპოვებაზე აუქციონი 6 ივლისს გამოაცხადა.
კალაძის განმარტებით, გამარჯვებულმა კომპანიამ დედაქალაქის ტერიტორიაზე გარე რეკლამების განთავსების უფლება 15 წლის ვადით 34 მლნ ლარად მოიპოვა.
„15-წლიანი უფლება ორ ლოტად, ჯამურად 34 მლნ ლარად გაიყიდა, რომელსაც მუნიციპალიტეტი შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან მომდევნო ათი დღის განმავლობაში მიიღებს. როგორც კი გაფორმდება ხელშეკრულება, კომპანიას აქვს ვალდებულება, ეს თანხა დედაქალაქის ბიუჯეტში ჩარიცხოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მიმდინარე წელს 12-წლიანი ვადა ამოეწურა კომპანიას, რომელიც დედაქალაქში გარე რეკლამას ანთავსებდა. აღნიშნულმა კომპანიამ შესაბამისი უფლება 2009 წელს გამართულ აუქციონში გამარჯვების შედეგად მოიპოვა. 
ყველა ახალი ამბავი
0