დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 12 აგვისტო

© photo: courtesy of Shermazanaდაშბადის ჩანჩქერი - წალკა
დაშბადის ჩანჩქერი - წალკა - Sputnik საქართველო, 1920, 12.08.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 12 აგვისტოა, ხუთშაბათი, მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა იუპიტერი მფარველობს.
რთული დღეა მგრძნობიარე ადამიანებისთვის – ურთიერთსაპირისპირო გრძნობების გამო მათ საქმეებისთვის სათანადო ყურადღების დათმობა გაუჭირდებათ. საქმისადმი ქარაფშუტულ დამოკიდებულებას უსიამოვნო შედეგები შეიძლება მოჰყვეს. აჯობებს, თუ შეცდომას მაშინვე გამოასწორებთ – შემდეგ უკვე ამისთვის ბევრი დრო დაგჭირდებათ.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 აგვისტო>>
ვერძი: დღის პირველი ნახევარი დატვირთული და მრავალფეროვანი იქნება. ბევრ რამეს მოასწრებთ, თუ დროს ფუჭად არ დაკარგავთ. დამოუკიდებლად მუშაობა აჯობებს – ასე მალე მიაღწევთ დასახულ მიზანს. დიდია ალბათობა, რომ სამუშაოსთან დაკავშირებით წინადადება მიიღოთ. დღის მეორე ნახევარი კარგი დროა ჩვეული და მარტივი საქმეების გასაკეთებლად.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 13.12.2017
„ცდუნებების" ჰოროსკოპი - რის წინაშე არიან უძლური ზოდიაქოს ნიშნები
კურო: შესაფერისი დღეა იმისთვის, რომ სარგებლის მომტანი საქმეები გააკეთოთ, იქნება ეს მარტივი თუ რთული საქმე. ნებისმიერ შემთხვევაში კარგად გაართმევთ თავს, დროსაც ნაკლებს დაკარგავთ. ბევრი თქვენგანი დღეს გარშემომყოფებს დაეხმარება და ამისგან კმაყოფილებას მიიღებს. არ არის გამორიცხული მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება. ადგილზე ვერ ისვენებთ და საქმის კეთება გწყურიათ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ დასვენებაც აუცილებელია.
ტყუპი: საქმის კეთების თვალსაზრისით ხელსაყრელია დღის დასაწყისი. შეგიძლიათ რამე ახალს შეეჭიდოთ. ამაში როგორც ძველი, ისე ახალი ნაცნობები დაგეხმარებიან. არ არის გამორიცხული, რომ ურთიერთობები, რომელიც პროფესიული ხასიათისა იყო, არაფორმალური გახდეს და რომანტიკულ კავშირშიც გადაიზარდოს. დღის მეორე ნახევარში კარგი იქნება, თუ სიმშვიდესა და სიწყნარეში დაფიქრდებით, გააანალიზებთ თქვენს შეცდომებს და მათი გამოსწორების გზებზე იფიქრებთ.
კირჩხიბი: დღის დასაწყისში მცირე უსიამოვნებებია მოსალოდნელი, მაგრამ ეს სერიოზულად არ გაგანერვიულებთ. შეძლებთ მიმდინარე მოვლენებისთვის იუმორით შეხედვას. ასეთი დამოკიდებულება გარშემომყოფებს ძალიან მოსწონთ. დღის მეორე ნახევარი ხელსაყრელი და ნაყოფიერი იქნება. ბევრ სასარგებლო საქმეს გააკეთებთ თქვენთვისაც და სხვებისთვისაც. ბევრი წარმატებულად გადაჭრის ყოფით საკითხებს. კარგი დროა სახლისთვის რამის შესაძენად.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 17.08.2018
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
ლომი: არ იჩქაროთ, დღის პირველ ნახევარში რაღაც სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს – საუბარია წვრილმანებზე, რომლებსაც ადვილად გადალახავთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ საკითხებს. შუადღემდე არ შეიძინოთ ძვირადღირებული ნივთები, არ აიღოთ კრედიტი. დღის მეორე ნახევარი მსუბუქად და ხელსაყრელად ჩაივლის. მეგობრებთან შეხვედრა განწყობას აგიმაღლებთ.
ქალწული: დადგა დრო, რომ იმ რთულ საქმეში გაერკვეთ, რომელზეც ბოლო დროს ბევრს ფიქრობთ. თუ ყურადღებით იქნებით, შეიძლება ყველა კითხვაზე გასცეთ პასუხი. არაა გამორიცხული, რომ თქვენ წინაშე ახალი პროფესიული პერსპექტივები გაიხსნას. ახლობლებთან საერთო ენის გამონახვა ყოველთვის ადვილი არ იქნება. გეჩვენებათ, რომ თქვენი არ ესმით. მაგრამ შეგწევთ ძალა, რომ კონფლიქტი თავიდან აიცილოთ.
სასწორი: დღის დასაწყისში უამრავი კარგი იდეა გაგიჩნდებათ, მაგრამ დაუყოვნებლივ ყველას ვერ განახორციელებთ. მტკიცე მოქმედებების დაწყებისთვის დროის შერჩევაში ინტუიცია დაგეხმარებათ. დღის მეორე ნახევარი საკმაოდ დამღლელი იქნება, მაგრამ – ნაყოფიერი. შეძლებთ სხვადასხვა პატარა საქმესთან გამკლავებას. შესაძლებელია უჩვეულო შეხვედრები, რაც თქვენზე ძლიერ შთაბეჭდილებას მოახდენს.
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო, 1920, 17.04.2018
რამდენად გულწრფელი ხართ სიყვარულში – ამას ინდური ჰოროსკოპის მეშვეობით შეიტყობთ
მორიელი: შესანიშნავი დღეა ურთიერთობებისთვის. ნებისმიერ ადამიანზე ახდენთ კარგ შთაბეჭდილებას და ამისთვის განსაკუთრებული მცდელობა არც გჭირდებათ. შესაძლებელია რომანტიკული გატაცება – თუ ვინმეს მიმართ სიმპათია გაგიჩნდებათ, დიდი ალბათობაა, რომ ეს ორმხრივი გრძნობა იქნება. მცირეოდენი სირთულეებია მოსალოდნელი იქ, სადაც მცირე დეტალებისადმი ყურადღებაა საჭირო. ამიტომ ეცადეთ, ასეთი საქმეები მეტი გულისყურით გააკეთოთ.
მშვილდოსანი: რთულია ფიქრებში გარკვევა და სწორი გადაწყვეტილებების მიღება. ხშირად ყვებით ემოციებს და აკეთებთ და ამბობთ იმას, რაც პირველი მოგდით თავში. არ გინდათ შეგუება იმასთან, რომ თქვენ საქმეებში შემთხვევითი ადამიანები ერევიან. მოსალოდნელია დაძაბული მომენტები, მაგრამ სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებას შეძლებთ. წარმატების მიღწევა უფრო მეტად არის შესაძლებელი იქ, სადაც შემოქმედებითი დამოკიდებულება, იმპროვიზაციაა საჭირო.
თხის რქა: ნერვული და რთული დღე გელოდებათ, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. სწრაფი მოქმედებაა საჭირო, რაც არ მოგწონთ. თუმცა ჯანსაღი აზრი გკარნახობთ, რომ ახლა სხვა გამოსავალი არაა. შეგიძლიათ ენდოთ ძველ მოკავშირეებს – ისინი არ დაგაღალატებენ, ხოლო ახალ ნაცნობებთან მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. მოსალოდნელია რაღაც საოცარი სიახლის გაგება, რომელმაც, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში დიდ ცვლილებებს დაუდოს სათავე. არ არის გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 19.02.2019
ყველაზე მიუწვდომელი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით: მათი გულის დაპყრობა ძალზე რთულია
მერწყული: უჩვეულო საქმეების დღეა. შეიძლება მოგიწიოთ ისეთი რამის გაკეთება, რაზეც აქამდე მცირე წარმოდგენა თუ გქონიათ. ეს, რა თქმა უნდა, რთული იქნება, მაგრამ, ამავდროულად, ძალიან საინტერესოც. გაგიჩნდებათ უჩვეულო იდეები. შესაძლებელია იღბლიანი მგზავრობა და არაა აუცილებელი, რომ სადმე შორს წახვიდეთ. შთაბეჭდილებების მიღება მშობლიურ ადგილებთან ახლოსაც შეიძლება. მოსალოდნელია საინტერესო შეხვედრები, ნაცნობობა.
თევზები: დღის დასაწყისი მარტივი არ იქნება. ჩვეულებრივზე მეტად ღელავთ, ნერვიულობთ წვრილმანების გამო, ხანდახან ბრაზობთ კიდეც, თუ საქმე ისე არ მიდის, როგორც გსურთ. ეცადეთ, არ იკამათოთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან, დაძაბული ვითარება ხუმრობით განმუხტოთ, ხოლო საუბარი მაღალ ტონებში კონსტრუქციულ დიალოგში გადაიყვანოთ. მოგვიანებით ხელსაყრელი პერიოდი დადგება, გაიოლდება მუშაობაც და ურთიერთობებიც ადამიანებთან.
ყველა ახალი ამბავი
0