დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 11 აგვისტო

© photo: courtesy of Paata Vardanashviliხევსურეთი
ხევსურეთი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2021 წლის 11 აგვისტოა, ოთხშაბათი, მზარდი მთვარე ქალწულის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
დღის დასაწყისში ადამიანები ბევრ პირობას დებენ და არც ფიქრობენ, შეძლებენ თუ ვერა მათ შესრულებას. ამის გამო ბევრი შეთანხმებაშეიძლება გადასახედი გახდეს. თუ ამას გაითვალისწინებთ, შეძლებთ ცრუ იმედებისა და მოლოდინების თავიდან აცილებას. დანარჩენს რაც შეეხება, დღე ხელსაყრელია. წარმატება ელოდება მას, ვინც რამე ახალს შეეჭიდება. მოსალოდნელია სასიამოვნო ნაცნობობა, რომელიც შემდეგ ნელ–ნელა შეიძლება მეგობრულ ან რომანტიკულ ურთიერთობებში გადაიზარდოს.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 10 აგვისტო>>
ვერძი: დღის პირველი ნახევარი განცდებითაა სავსე. ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ, უბრალო რამის გამო შეიძლება განერვიულდეთ. გიჭირთ აზრების მოკრება. საბედნიეროდ, გვერდით გყავთ ადამიანები, რომლებიც შეცდომების დაშვებისგან დაგიცავენ. მოგვიანებით რთული და თქვენთვის სრულიად ახალი საქმეების დრო დადგება, რომელსაც კარგად გაართმევთ თავს. მოსალოდნელია თანხის მიღება.
საქორწინო ბეჭდები - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
ზოდიაქოს რომელ ნიშნებს აქვთ დაქორწინების ყველაზე დიდი შანსი აგვისტოში
კურო: არცთუ მარტივი, მაგრამ მაინც იღბლიანი დღეა. იოლი გამარჯვებების იმედი არ გქონდეთ – დიდი ჯაფა დაგადგებათ, სანამ საქმეებს გაუმკლავდებით. თუ მგზავრობას აპირებთ, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია რაღაც დაყოვნებები, მცირე უსიამოვნებები, მაგრამ ნერვიულობა არ ღირს – ნებისმიერ სიტუაციას კარგად გაართმევთ თავს და შეძლებთ ამ ვითარებიდან რამე სასარგებლოს მიღებასაც. მეგობრები კარგი სიახლეებითა და წინადადებებით გაგახარებენ.
ტყუპი: უნდა იჩქაროთ, რადგან დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით ხელსაყრელია. თუ დროს ფუჭ საუბრებში არ დაკარგავთ, ბევრ რამეს მოასწრებთ. ყურადღება გაამახვილეთ იმაზე, რაც მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ასე უფრო სწრაფად მიაღწევთ წარმატებას. დღის მეორე ნახევარი უფრო მშვიდად ჩაივლის. შეგიძლიათ ძველ საქმეებთან მიბრუნება. შეყვარებულებს საღამოს სასიამოვნო სიურპრიზები გელოდებათ.
კირჩხიბი: უნდა იმოქმედოთ, თუნდაც ამის არანაირი სურვილი არ გქონდეთ. არ აჰყვეთ ცდუნებას, რომ ყველაფერი სამომავლოდ გადადოთ, რადგან სწორედ ახლა გაქვთ ოცნებების ახდენის შანსი. ზოგიერთ თქვენგანს უჩვეულო, გზადაგზა მოფიქრებული მეთოდებით მოუწევს მოქმედება. ეს გაგანერვიულებთ, მაგრამ როგორც კი დამშვიდდებით, პირველ წარმატებულ შედეგებსაც დაინახავთ. ურთიერთობებში სიფრთხილე გმართებთ – ყველას ნუ ენდობით და გულს ყველას ნუ გადაუშლით.
ბედნიერების შეგრძნება - Sputnik საქართველო, 1920, 29.07.2021
რა გველოდება აგვისტოში: თვის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
ლომი: თუ არ ინერვიულებთ და „გაცხარდებით“, დღე კარგად ჩაივლის. არ აჰყვეთ ემოციებს. თქვენს თითოეულ ნაბიჯს სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს. სამუშაოზე არ გარისკოთ და ნაცადი მეთოდებით იმოქმედეთ. მოსალოდნელია თანხის მიღება – შესაძლოა, მცირე რაოდენობით, მაგრამ რამის ყიდვას მაინც შეძლებთ. შეარჩიეთ ისეთი ნივთები, რომლებიც თქვენს ახლობლებსაც გამოადგებათ. საღამო კარგი დროა რომანტიკული ურთიერთობებისთვის.
ქალწული: კაშკაშა და დასამახსოვრებელი დღე გელოდებათ. სირთულეების მთლიანად თავიდან არიდებას, დიდი ალბათობით, ვერ შეძლებთ (უფრო პროფესიულ ასპარეზზე), მაგრამ ყველაფერს შესანიშნავად გაუმკლავდებით. გამოგადგებათ როგორც საკუთარი, ისე სხვისი გამოცდილება. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. ძალები უნდა დაზოგოთ, რადგან ენერგია მალე ძალიან მნიშვნელოვანი საქმეებისთვის დაგჭირდებათ.
სასწორი: დილით მცირე სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება. ვარსკვლავების მხარდაჭერის წყალობით გაუმკლავდებით საქმეს, რომელზეც აქამდე დიდი ძალღონე დაგჭირდათ. დღის მეორე ნახევარი მშვიდად ჩაივლის. შესაძლოა, ყველა საქმეში ვერ მიაღწიოთ წარმატებას, მაგრამ ყველაზე სერიოზულს გაუმკლავდებით. კარგი დროა ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისთვის და მათთან ყველასთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის.
მტირალი მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 19.07.2021
ზოდიაქო: ვის შეუძლია ღალატის პატიება და ვის – არა
მორიელი: დღის დასაწყისში ძველ ნაცნობებთანაც კი გაგიჭირდებათ ურთიერთობები. ხანდახან უხეში ხართ, აკრიტიკებთ ყველას და არც კი ფიქრობთ, რომ თქვენი შენიშვნები ვინმეს შეიძლება არ ესიამოვნოს. საბედნიეროდ, სერიოოზულ კონფლიქტამდე საქმე არ მივა. მალე გაძლიერდება პოზიტიური ტენდენციების გავლენა. დღის მეორე ნახევარი მსუბუქი და ხელსაყრელი იქნება. ბევრ თქვენგანს ელოდება სასიამოვნო სიურპრიზი. შესაძლებელია თანხის მიღება.
მშვილდოსანი: მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ – მის გარეშე დღეს წარმატებების მიღწევა წარმოუდგენელია. არ არის გამორიცხული, რომ რაღაც ძველ საქმეებთან მიბრუნება მოგიწიოთ, ან ის გააკეთოთ, რაც მაინცდამაინც არ მოგწონთ. ხანდახან განწყობაც გიფუჭდებათ, მაგრამ კარგია, რომ უარყოფით ემოციებს აკონტროლებთ და მას გარეთ გამოსვლის საშუალებას არ აძლევთ. კარგი დღეა ურთიერთობებისთვის.
თხის რქა: დღეს ძალზე კომუნიკაბელური ხართ და საერთო ენის გამონახვა სრულიად განსხვავებულ ადამიანებთან შეგიძლიათ. გამოგადგებათ ძველი კავშირები. ის, ვისაც ადრე სიკეთე გაუკეთეთ, დღეს მადლობის გადახდას შეეცდება. მოსალოდნელია სამუშაოსთან ან სწავლასთან დაკავშირებული კარგი სიახლეები. თქვენი ძალისხმევის წყალობით მოგვარდება რაღაც ოჯახური პრობლემა, რომელიც ბოლო დროს გაწუხებდათ. რომანტიკულ ურთიერთობებში გამოიჩინეთ ინიციატივა, ამას მხარდაჭერა აუცილებლად ექნება.
აფეთქებული ვარსკვლავი კოსმოსში - Sputnik საქართველო, 1920, 24.07.2018
ზოდიაქოს ყველაზე ბედნიერი ნიშნები
მერწყული: დაჟინებით და მტკიცედ მიიწევთ დასახული მიზნებისკენ. დიდი ალბათობით, ვერავინ გადაგიდგებათ გზაზე. არ არის გამორიცხული, თქვენი მეტოქეები მიხვდნენ, რომ თქვენთან დაპირისპირებას თქვენ გვერდით დგომა ჯობია. ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც საქმიან, ისე პირად ურთიერთობებში. ეცადეთ, არ გადაიღალოთ. ახლა თავს უნდა გაუფრთხილდეთ და მოერიდოთ სტრესულ ვითარებებს. შეგწევთ ძალა, რომ საინტერესო გახადოთ არა მხოლოდ თქვენი, არამედ თქვენი ახლობლების ცხოვრებაც.
თევზები: ეცადეთ, არ იჩქაროთ და არ ინერვიულოთ. განცდებისთვის არაერთი საბაბი შეიძლება გაჩნდეს, მაგრამ შეგიძლიათ, რომ დადებითი განწყობა შეინარჩუნოთ, არ დაეცეთ სულიერად. არ მიატოვოთ შუა გზაზე დაწყებული საქმეები. მოსალოდნელია თანხის მიღება – შეიძლება ადრე გაცემული ვალი დაგიბრუნონ ან დიდი ხნის წინ შესრულებული სამუშაოსთვის გადაგიხადონ. მოსალოდნელია უჩვეულო შეხვედრები. შესაძლოა, ახალი მეგობრები გაიჩინოთ.
ყველა ახალი ამბავი
0