https://sputnik-georgia.com/20210812/15-wlis-gogona-mamas-gaupatiurebashi-adanashaulebs-252564836.html
15 წლის გოგონა მამას გაუპატიურებაში ადანაშაულებს
15 წლის გოგონა მამას გაუპატიურებაში ადანაშაულებს
Sputnik საქართველო
სკოლაში, სადაც არასრულწლოვანი სწავლობდა, აცხადებენ, რომ ხშირი გაცდენების გამო გოგონას მოსწავლის სტატუსი შეჩერებული აქვს. 12.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-12T14:16+0400
2021-08-12T14:16+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
შემთხვევები
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/55/246325511_0:257:2731:1793_1920x0_80_0_0_8a9853005e1fd4cd31e18a4084937551.jpg
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. აჭარაში 15 წლის გოგონა მამას გაუპატიურებაში სდებს ბრალს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.საკუთარ ჩვენებებში გოგონა აცხადებს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.ბრალდებული ოთხ შვილთან ერთად აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. ამჟამად ბავშვები თავშესაფარში არიან გადაყვანილი.არასრულწლოვანმა გოგონამ დახმარებისთვის ფონდ „იალქანს“ მიმართა, ფონდის დირექტორმა თიკო აბაშიძემ კი მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.„ჩვენთან და ფსიქოლოგთან საუბრისას გოგონამ აღნიშნა, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და ფაქტი მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ჩვენ არასრულწლოვნის გვჯერა და ველოდებით სამართალდამცველების მხრიდან შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა აბაშიძემ. ამ დროისათვის გოგონას მამა დაკავებულია, იგი კატეგორიულად უარყოფს დანაშაულს. ბრალდებულის ადვოკატის თეიმურაზ ნასარაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაკვირვებულია ქალიშვილის მიერ მიცემული ჩვენებითა და წაყენებული ბრალდებით.„იგი დედის გარეშე ზრდის ოთხ შვილს. არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ისეთ გარემოებებზე საუბრობენ, რასაც ქალიშვილის ჩვენების ანულირება შეუძლია“, – განაცხადა ნასარაიამ.ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
https://sputnik-georgia.com/20210626/quTaisSi-60-wlis-pedofils-patimroba-Seefarda-252136921.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24632/55/246325511_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_6d79cb68a5f3b0c70fdf317e85b52806.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, შემთხვევები, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
15 წლის გოგონა მამას გაუპატიურებაში ადანაშაულებს
14:16 12.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) სკოლაში, სადაც არასრულწლოვანი სწავლობდა, აცხადებენ, რომ ხშირი გაცდენების გამო გოგონას მოსწავლის სტატუსი შეჩერებული აქვს.
თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. აჭარაში 15 წლის გოგონა მამას გაუპატიურებაში სდებს ბრალს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
საკუთარ ჩვენებებში გოგონა აცხადებს, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
ბრალდებული ოთხ შვილთან ერთად აჭარის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა. ამჟამად ბავშვები თავშესაფარში არიან გადაყვანილი.
არასრულწლოვანმა გოგონამ დახმარებისთვის ფონდ „იალქანს“ მიმართა, ფონდის დირექტორმა თიკო აბაშიძემ კი მომხდარის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
„ჩვენთან და ფსიქოლოგთან საუბრისას გოგონამ აღნიშნა, რომ მამის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო და ფაქტი მრავალი წლის მანძილზე გრძელდებოდა. ჩვენ არასრულწლოვნის გვჯერა და ველოდებით სამართალდამცველების მხრიდან შესაბამის რეაგირებას“, – განაცხადა აბაშიძემ.
ამ დროისათვის გოგონას მამა დაკავებულია, იგი კატეგორიულად უარყოფს დანაშაულს. ბრალდებულის ადვოკატის თეიმურაზ ნასარაიას თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი გაკვირვებულია ქალიშვილის მიერ მიცემული ჩვენებითა და წაყენებული ბრალდებით.
„იგი დედის გარეშე ზრდის ოთხ შვილს. არსებობს მოწმეების ჩვენებები, რომლებიც ისეთ გარემოებებზე საუბრობენ, რასაც ქალიშვილის ჩვენების ანულირება შეუძლია“, – განაცხადა ნასარაიამ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მამაკაცს 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.