ქართველი ინსტრუმენტალისტი ისრაელის პრესტიჟულ ორკესტრში და მისი ხმაურიანი მეგობარი

© photo: courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი
ვაკო საათაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 11.08.2021
დღეს რუბრიკაში „ქართველები უცხოეთში“ ისრაელში მყოფ წარმატებულ ახალგაზრდას ვაკო საათაშვილს გაგაცნობთ.
„ჩვენ ერთად გვიხარია, ერთად გვტკივა და ერთმანეთს არასდროს ვღალატობთ“ – ასე თავის ლითონის მეგობარზე ამბობს.
ახალგაზრდა ინსტრუმენტალისტმა ცხოვრებაში ყველა წარმატებას მუსიკისადმი დიდი სიყვარულის და შრომისმოყვარეობის ხარჯზე მიაღწია. დაამთავრა თბილისის კონსერვატორია, არის ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში ჩატარებული კონკურსის გამარჯვებული. 2012 წელს საქართველოს სიმფონიურ ორკესტრში დაიწყო მუშაობა. ერთი წელი ოსლოს მუსიკის აკადემიაში ისწავლა.
დღეს კი ნიჭიერი მესაყვირე ისრაელის პრესტიჟული ფილარმონიული ორკესტრის წევრია.
© photo: courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი
ვაკო საათაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ვაკო საათაშვილი
- ვაკო, მუსიკასთან თქვენი ურთიერთობა თავიდანვე საყვირით დაიწყო, რატომ აირჩიეთ ეს ინსტრუმენტი?
- მუსიკალური ტრადიციის ოჯახიდან ვარ. დედას ფორტეპიანოს განხრით მუსიკალური სკოლა აქვს დამთავრებული. მახსოვს, ბავშვობაში სახლში სულ ერთად ვმღეროდით ხოლმე. ერთხელ ჩემი კლასელი ვნახე სკოლაში საყვირით ხელში და ეს ინსტრუმენტი დანახვის წუთიდან მომეწონა. ამის შემდეგ თაქთაქიშვილის N19 ხელოვნების სკოლაში პედაგოგ ნუგზარ გეწაძესთან მივედი. აქედან დაიწყო საყვირის მიმართ ჩემი სიყვარული და ფიქრი მუსიკოსობაზე, რისთვისაც ბატონ ნუგზარს უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო. დღეს სადაც ვარ და როგორი მუსიკოსიც ვარ, ამაში ძალიან დიდი წვლილი ამ ადამიანს მიუძღვის. ამის შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში ჩავაბარე.
© photo: courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი
ვაკო საათაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ვაკო საათაშვილი
- კონსერვატორიაში სწავლის დროს ორკესტრშიც მოხვდით...
- დიახ, ბაკალავრიატის წინ იყო კონკურსი ჯანსუღ კახიძის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში, სადაც გავიმარჯვე. 2012 წელს სწავლასთან ერთად დაიწყო ჩემი აქტიური მუშაობა სიმფონიურ ორკესტრში, ვახტანგ კახიძის დირიჟორობით. 2015-2016 წლებში მქონდა ბედნიერება, რომ მთელი წელი ოსლოს მუსიკის აკადემიაში Jonas Haltias-თან და Anthony Plog-თან მესწავლა. მერე იყო ისევ კონსერვატორია, სადაც მაგისტრატურა გავიარე დავით შამანაურთან, რისთვისაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო.
© photo: courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე
ვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე
- ისრაელის მუსიკალურ სამყაროში როგორ აღმოჩნდით?
- თბილისში ისრაელის ბუხმან მეტას მუსიკალური აკადემიიდან Buchmann-Mehta school of music-ის ცნობილი ჩელისტი დიმიტრი იაბლონსკი იყო ჩამოსული. გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში აკადემია სტუდენტს სწავლას უფინანსებდა და სტიპენდიას უნიშნავდა. ბატონმა დიმიტრიმ მომისმინა და მითხრა, რომ აუცილებლად მეცადა გამოცდების ჩაბარება. აკადემიაში Artist Diploma სწავლა გარკვეულ საფეხურზე საკმაოდ დიდ და რთულ პროგრამას გულისხმობდა. იმ პროგრამაზე მუშაობა ჩემს კოლეგასთან ზეზვა ზარანდიასთან ერთად დავიწყე. მთელი ეს რთული პროგრამა მასთან ერთად გავიარე, რისთვისაც დიდი მადლობა მასაც მინდა გადავუხადო ასეთი თავდადებისა და მოტივაციისთვის.
© photo: courtesy of Vako Saatashviliკონცერტზე
კონცერტზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
კონცერტზე
- თელ-ავივის უნივერსიტეტის კლემონტ ჰოლში გამოცდა წარმატებით ჩააბარეთ, თქვენს ცნობილ მაესტროზე რას იტყვით?
- დიახ, გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და სწავლა ლეგენდარულ მესაყვირესთან რამ ორენთან (Ram Oren) დავიწყე. ეს ადამიანი ამოუწურავ ცოდნას ფლობს. მასთან ორი წელიწადი ვისწავლე და დიდი შემოქმედებითი სიხარული მაკავშირებს. რამ ორენი მარტო პედაგოგი არ არის, ძალიან მეგობრული და მზრუნველი ადამიანია და სხვა პედაგოგებისგან განსხვავებული. მის ყურადღებას და უდიდეს მხარდაჭერას დღემდე ვგრძნობ. ყოველთვის მაძლევს იმის მოტივაციას, რომ მე ყველაფერი შემიძლია და აუცილებლად უნდა გავაკეთო. მიხარია, რომ ისრაელის ფილარმონიაში შემდეგი ერთი წელიწადი მასთან ერთად ვიმუშავებ.
© photo: courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე
ვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ვაკო საათაშვილი ისრაელის ფილარმონიის კონცერტის პოსტერზე
- ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის წევრი კონკურსში გამარჯვების შედეგად გახდით, ელოდით ამ გამარჯვებას?
- 2020 წლის 11 მაისს ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის კონკურსში გავიმარჯვე. კონკურენცია ძალიან დიდი და მაღალი სტანდარტის იყო. ჟიურიში ორკესტრის მთავარი დირიჟორი ლაჰავ შანიც შედიოდა. 16 კონკურსანტიდან მე შემარჩიეს. დამამთავრებელი გამოცდა - სოლო კონცერტი კლარიმონტ ჰოლში გაიმართა. ისრაელის ფილარმონიული ორკესტრი Lahav Shan-ის ხელმძღვანელობით მსოფლიო დონისაა, მისი კონცერტი არასდროს გამიცდენია. ყოველ ჯერზე იმაზე ვოცნებობდი, რომ მათთან ერთად მუშაობის და სხვადასხვა ნაწარმოებების შესრულების შანსი მქონოდა. მერწმუნეთ, ყველა მუსიკოსის ოცნებაა, რომ ასეთი დონის ორკესტრში უკრავდეს. მინდა გავიხსენო პანდემიამდე გამართული პირველი წლის გალა-კონცერტი, რომელიც ისრაელის ფილარმონიული ორკესტრის სცენაზე ლაჰავ შანის დირიჟორობით გაიმართა. მასზე სტრავინსკის Petrushka შევასრულეთ.
© photo: courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი კონცერტზე
ვაკო საათაშვილი კონცერტზე - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ვაკო საათაშვილი კონცერტზე
- „პანდემიით დადუმებულ სცენაზე ეს ჩვენი პატარა ქვეყნის ერთი მშრომელი და ნიჭიერი ახალგაზრდის ამაღლებული და წარმატებული ბენეფისი იყო“ - ეს ისრაელში მყოფი ქართველი ელჩის სიტყვებია. რომელ კონცერტს გულისხმობდა ბატონი ლაშა?
- ჩვენი ელჩი ამ პოსტით ჩემ დამამთავრებელ გამოცდა-კონცერტს გამოეხმაურა. მასზე დასასწრებად საქართველოს საელჩო ისრაელში მთელ გუნდთან ერთად მოვიდა. ახალგაზრდა ქართველი მუსიკოსის ასეთი მხარდაჭერისთვის უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო პირადად საქართველოს ელჩს ისრაელში, ბატონ ლაშა ჟვანიას. აუხსნელი შეგრძნებაა, როცა უცხო მიწაზე, იმ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სცენაზე დგახარ.
© photo: courtesy of Vako Saatashviliვაკო საათაშვილი და ნინი ვარდიაშვილი
ვაკო საათაშვილი და ნინი ვარდიაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ვაკო საათაშვილი და ნინი ვარდიაშვილი
- ცოტა უცნაური კითხვა მინდა დაგისვათ - რამდენად ჰგავხართ ხასიათით თქვენ მიერ არჩეულ მუსიკალურ ინსტრუმენტს?
- რასაც გეტყვით, შეიძლება გაგიკვირდეთ. საყვირი ჩემთვის მარტო ლითონისგან დამზადებული ინსტრუმენტი არ არის, ის, როგორც ადამიანი, ჩემი საუკეთესო მეგობარია. არ შემიძლია მასზე სხვანაირად ვიფიქრო: ჩვენ ერთად გვიხარია, ერთად გვტკივა და ერთმანეთს არასდროს ვღალატობთ. საყვირი თავდაუზოგავ მეცადინეობას მოითხოვს და სიზარმაცეს არასდროს გპატიობს. მას შეუძლია იყოს ყველაზე ხმაურიანი, ამავე დროს სევდიანიც და მხიარულიც. რაც მთავარია, ჩემი ყოველდღიური ემოციური მდგომარეობა შემიძლია საყვირის ბგერებით გამოვხატო...
© photo: courtesy of Vako Saatashviliქორწილის დღეს
ქორწილის დღეს - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ქორწილის დღეს
- თავის დროზე საყვარელი ადამიანის მიმართ თქვენი გრძნობაც მისი საშუალებით გამოხატეთ?
- დიახ, შეიძლება ასეც ითქვას... ჩემი მეუღლე ნინი ვარდიაშვილი ძალიან ემოციური ადამიანია. ცხოვრებაში ყველაფერი ერთად დავისახეთ, მის გარეშე არაფერი გამომივიდოდა. ხუთ აგვისტოს ქორწინების სამი წელი შეგვისრულდა. ნინი ყოველთვის მაძლევს იმის მოტივაციას, რომ სიტუაციას არასოდეს დავნებდე. მისგან ყოველდღე მესმის - ყველაფერი კარგად იქნება. ბედნიერებაა, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც ზუსტად შენნაირად ფიქრობს და წინსვლაში გეხმარება. მე ვამაყობ მისით.
© photo: courtesy of Vako Saatashviliნინი ვარდიაშვილთან ერთად
ნინი ვარდიაშვილთან ერთად - Sputnik საქართველო, 1920, 24.08.2021
ნინი ვარდიაშვილთან ერთად
- თქვენი სამომავლო ოცნებაც ალბათ მუსიკას უკავშირდება?
- მუსიკას, რომელიც ძალიან ბევრ შრომას მოითხოვს. ჩემი პატარა თუ დიდი ოცნებების რეალობად ქცევისთვის უფრო მეტი განვითარება მჭირდება. ეს იგივე სპორტია, სადაც სულ ფორმაში უნდა იყო და ცუდად ყოფნის უფლება არ გაქვს. ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, როცა დრო მოვა, მომავალი თაობისთვის შევძლო საკუთარი ცოდნის გაზიარება. ვფიქრობ, შემდეგი წელი საინტერესო გამოწვევებით სავსე იქნება...
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური