https://sputnik-georgia.com/20210811/susis-ufrosis-yofili-moadgile-politikaSi-midis-252560464.html
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე პოლიტიკაში მიდის
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე პოლიტიკაში მიდის
Sputnik საქართველო
იოსებ გოგაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოპოზიციაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ ხრიკად შეაფასეს. 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T20:22+0400
2021-08-11T20:22+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995911_0:0:3068:1726_1920x0_80_0_0_7ad03fd966eb95479ccab3bf5e9d7f60.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ადგილობრივ არჩევნებში „სახალხო პარტიასთან“ ერთად მიიღებს მონაწილეობას.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.„გადავწყვიტე დავბრუნდე „სახალხო პარტიაში“, სადაც პირველი პოლიტიკური გამოცდილება მივიღე. პარტიაში, სადაც კვლავ ცოცხალია ეროვნული მუხტი და იდეალები“, – დაწერა გოგაშვილმა თავის Facebook-გვერდზე.ოპოზიციაში გოგაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ხელისუფლებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მორიგ ხრიკად შეაფასეს.„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით კირკიტაძის განცხადებით, ის პარტიები, სადაც მონაწილეობენ ყოფილი პრემიერი, სუსის ყოფილი წარმომადგენელი და ა.შ. – ივანიშვილის მორიგი პროექტია. კირკიტაძის თქმით, ივანიშვილს კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს არჩევნებზე და სხვადასხვა ხერხით ამომრჩეველთა დაბნევას ცდილობს.ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებზე ძირითადი ბრძოლა წარიმართება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ხოლო ალტერნატიული მესამე ძალის როლს ასრულებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებით ეს სამი პარტიაა რეიტინგების სათავეში.
https://sputnik-georgia.com/20210810/susma-saxelmwifo-saidumoebis-gaxmaurebis-faqtze-gamoZieba-daiwyo-252553791.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/0b/249995911_337:0:3068:2048_1920x0_80_0_0_1a80c003bb47d5dbd213176975572441.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
სუსის უფროსის ყოფილი მოადგილე პოლიტიკაში მიდის
20:22 11.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) იოსებ გოგაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ოპოზიციაში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მორიგ ხრიკად შეაფასეს.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი ადგილობრივ არჩევნებში „სახალხო პარტიასთან“ ერთად მიიღებს მონაწილეობას.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
„გადავწყვიტე დავბრუნდე „სახალხო პარტიაში“, სადაც პირველი პოლიტიკური გამოცდილება მივიღე. პარტიაში, სადაც კვლავ ცოცხალია ეროვნული მუხტი და იდეალები“, – დაწერა გოგაშვილმა თავის
Facebook-გვერდზე.
ოპოზიციაში გოგაშვილის პოლიტიკაში დაბრუნება ხელისუფლებისა და მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის მორიგ ხრიკად შეაფასეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის დავით კირკიტაძის განცხადებით, ის პარტიები, სადაც მონაწილეობენ ყოფილი პრემიერი, სუსის ყოფილი წარმომადგენელი და ა.შ. – ივანიშვილის მორიგი პროექტია. კირკიტაძის თქმით, ივანიშვილს კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს არჩევნებზე და სხვადასხვა ხერხით ამომრჩეველთა დაბნევას ცდილობს.
ამასთან, ექსპერტები ვარაუდობენ, რომ არჩევნებზე ძირითადი ბრძოლა წარიმართება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ხოლო ალტერნატიული მესამე ძალის როლს ასრულებს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“. საზოგადოებრივი აზრის ბოლო გამოკითხვებით ეს სამი პარტიაა რეიტინგების სათავეში.