https://sputnik-georgia.com/20210810/susma-saxelmwifo-saidumoebis-gaxmaurebis-faqtze-gamoZieba-daiwyo-252553791.html
სუსმა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სუსმა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Sputnik საქართველო
რამდენიმე ოპოზიციური მედიასაშუალება ბოლო დღეებში სუსის კულუარებიდან ინფორმაციას აქვეყნებს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სიცრუეს უწოდებს 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T23:54+0400
2021-08-10T23:54+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების გამო „სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების“ მუხლით გამოძიება დაიწყო.„როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.სუსის ინფორმაციით, ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით.რამდენიმე ოპოზიციური მედიასაშუალება ბოლო დღეებში სუსის კულუარებიდან ინფორმაციას აქვეყნებს. ყველაზე გახმაურებული გახდა „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული თითქოსდა სუსის თანამშრომლების რაპორტის პუბლიკაცია, რომლებიც ფარულ მიყურადებას ახორციელებდნენ.„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სუსი უსმენს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების თანამშრომლების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომლის სატელეფონო საუბრებს და ასევე უთვალთვალებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ბიზნესმენებსა და სასულიერო პირებს მათი ინტიმური ცხოვრების დეტალების გარკვევის მიზნით.მანამდე ტელეარხმა „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია სუსის თანამშრომლებზე ჯანდაცვის სამინისტროში და ამ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტზე სუსის ხელმძღვანელ გიორგი ლილუაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის.თავად სუსში ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს არის უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.
https://sputnik-georgia.com/20210727/sus-ma-afTiaqebSi-fsiqotropuli-medikamentebis-ureceptod-gasaRebis-faqtebi-gamoavlinda-252438006.html
https://sputnik-georgia.com/20201105/irakli-kobaxiZe-sus-Si-gamoikiTxa-saqme-e-w-revoluciur-scenars-exeba-249938448.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველო
სუსმა სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
23:54 10.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) რამდენიმე ოპოზიციური მედიასაშუალება ბოლო დღეებში სუსის კულუარებიდან ინფორმაციას აქვეყნებს, რასაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სიცრუეს უწოდებს
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) საიდუმლო ინფორმაციის გამოქვეყნების გამო „სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურების“ მუხლით
გამოძიება დაიწყო.
„როგორც მოგეხსენებათ, უკანასკნელ პერიოდში გახშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების სამსახურებრივი მოვალეობის შესახებ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ფაქტები, რაც ცალსახად წარმოადგენს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ კანონის დარღვევის ფაქტს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო გამოძიება“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
სუსის ინფორმაციით, ამჟამად საქმეზე ტარდება ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილე პირთა გამოვლენის მიზნით.
რამდენიმე ოპოზიციური მედიასაშუალება ბოლო დღეებში სუსის კულუარებიდან ინფორმაციას აქვეყნებს. ყველაზე გახმაურებული გახდა „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებული თითქოსდა სუსის თანამშრომლების რაპორტის პუბლიკაცია, რომლებიც ფარულ მიყურადებას ახორციელებდნენ.
„მთავარი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სუსი უსმენს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის, პრეზიდენტის და მთავრობის ადმინისტრაციების თანამშრომლების, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ერთ-ერთი საელჩოს თანამშრომლის სატელეფონო საუბრებს და ასევე უთვალთვალებს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, ბიზნესმენებსა და სასულიერო პირებს მათი ინტიმური ცხოვრების დეტალების გარკვევის მიზნით.
მანამდე ტელეარხმა „ფორმულამ“ გაავრცელა ინფორმაცია სუსის თანამშრომლებზე ჯანდაცვის სამინისტროში და ამ ნიადაგზე წარმოშობილ კონფლიქტზე სუსის ხელმძღვანელ გიორგი ლილუაშვილსა და ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძეს შორის.
თავად სუსში ამ ინფორმაციას სიცრუე უწოდეს და განაცხადეს, რომ ეს არის უწყების დისკრედიტაციის მცდელობა.