https://sputnik-georgia.com/20210811/savale-hospitlebis-saWiroeba-gabunia-epidviTareba-252558486.html
ქვეყანა საველე ჰოსპიტლების საჭიროების წინაშე დგას: მძიმე ეპიდვითარება საქართველოში
ქვეყანა საველე ჰოსპიტლების საჭიროების წინაშე დგას: მძიმე ეპიდვითარება საქართველოში
Sputnik საქართველო
გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ. 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T15:23+0400
2021-08-11T15:23+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252546073_0:0:1401:789_1920x0_80_0_0_a7602d2857f68aca0bfdabf705ce0b74.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების ტენდენცია გაგრძელდება, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, ასევე საველე გადაწყვეტა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.მისი თქმით, მძიმე ეპიდვითარების ფონზე საწოლფონდის რაოდენობა იწურება, ამიტომ ქვეყანაში ხდება დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება.„საუბარი მიდის იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია. 8.000 არის ჩვენი მაქსიმუმი, საწოლფონდის ის რაოდენობაა, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობაც. დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, წინასწარ ვარაუდის დონეზე იქნება, მაგრამ მომდევნო დღე ამის სურათს აქტიურად გამოაჩენს“, – განაცხადა გაბუნიამ.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.352-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 461.198-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210811/saqarTveloSi-ivermeqtinis-klinikuri-kvleva-SeiZleba-daiwyos-252556223.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0a/252546073_65:0:1122:793_1920x0_80_0_0_0e33d5dcb78db661f666fddf3cd8464d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ქვეყანა საველე ჰოსპიტლების საჭიროების წინაშე დგას: მძიმე ეპიდვითარება საქართველოში
15:23 11.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) გართულებული ეპიდვითარების ფონზე ეპიდემიოლოგები და მთავრობა მოსახლეობას აქტიური ვაქცინაციისკენ და რეგულაციების დაცვისკენ მოუწოდებენ.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. თუ მომდევნო 7-10 დღის განმავლობაში ეპიდემიის მატების ტენდენცია გაგრძელდება, მოგვიწევს დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება, ასევე საველე გადაწყვეტა, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, მძიმე ეპიდვითარების ფონზე საწოლფონდის რაოდენობა იწურება, ამიტომ ქვეყანაში ხდება დამატებით ალტერნატიული სასტუმროების მობილიზება.
„საუბარი მიდის იმაზე, თუ რა იქნება ამ შემთხვევაში საველე გადაწყვეტა, რაც ჩვენ აქამდე არასდროს გამოგვიყენებია. 8.000 არის ჩვენი მაქსიმუმი, საწოლფონდის ის რაოდენობაა, რაც შეგვიძლია გამოვყოთ ჰოსპიტალური სექტორიდან. ამას კიდევ დაემატება სასტუმროების რაოდენობაც. დღეს ამაზე საუბარი ძალიან რთულია, წინასწარ ვარაუდის დონეზე იქნება, მაგრამ მომდევნო დღე ამის სურათს აქტიურად გამოაჩენს“, – განაცხადა გაბუნიამ.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.352-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 461.198-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი.