https://sputnik-georgia.com/20210811/mcxeta-mtianetshi-soflis-ambulatoriebma-adgilze-vaqcinacia-daiwyes-252559108.html
მცხეთა-მთიანეთში სოფლის ამბულატორიებმა ადგილზე ვაქცინაცია დაიწყეს
მცხეთა-მთიანეთში სოფლის ამბულატორიებმა ადგილზე ვაქცინაცია დაიწყეს
Sputnik საქართველო
გასულ თვეში იმუნიზაციის საბჭომ სოფლებში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების საკითხი განიხილა – რაიონული ცენტრის დაწესებულებებს დაევალათ, მოიცვან სოფლის... 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T16:39+0400
2021-08-11T16:39+0400
2023-08-17T18:13+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252558965_0:27:1779:1028_1920x0_80_0_0_1e7993da30af27610ab98e14ce9d9b8e.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მცხეთა-მთიანეთში ამ ეტაპზე სოფლის 11 ამცრელი ამბულატორია მოქმედებს, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, სოფლიდან გაუსვლელად ჩაიტარონ ვაქცინაცია, ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.ადმინისტრაციის ცნობით, სოფლის ამბულატორიებში მოქალაქეებს აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით Sinopharm-ითა და Sinovac-ით შეუძლიათ.მცხეთა-მთიანეთის ოთხ მუნიციპალიტეტში არსებული ამცრელი ამბულატორიები ჯამში 97 სოფელს ემსახურება. საჭიროებიდან გამომდინარე სოფლის ამბულატორიების დამატება ეტაპობრივად მოხდება.საქართველოში ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac. მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩინური ვაქცინების (Sinopharm და Sinovac) 1 მლნ დოზა შემოვიდა.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.352-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 461.198-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210811/UNICEF-da-ganaTlebis-saministro-pedagogebis-organizebul-vaqcinacias-uzrunvelyofen-252554856.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252558965_186:0:1593:1055_1920x0_80_0_0_e37a29388fd2b3e053a4fe1bcfc181d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო, covid-19
მცხეთა-მთიანეთში სოფლის ამბულატორიებმა ადგილზე ვაქცინაცია დაიწყეს
16:39 11.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) გასულ თვეში იმუნიზაციის საბჭომ სოფლებში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების საკითხი განიხილა – რაიონული ცენტრის დაწესებულებებს დაევალათ, მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. მცხეთა-მთიანეთში ამ ეტაპზე სოფლის 11 ამცრელი ამბულატორია მოქმედებს, სადაც მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, სოფლიდან გაუსვლელად ჩაიტარონ ვაქცინაცია, ნათქვამია მცხეთა-მთიანეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ადმინისტრაციის ცნობით, სოფლის ამბულატორიებში მოქალაქეებს აცრის გაკეთება წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ჩინური წარმოების ვაქცინებით Sinopharm-ითა და Sinovac-ით შეუძლიათ.
მცხეთა-მთიანეთის ოთხ მუნიციპალიტეტში არსებული ამცრელი ამბულატორიები ჯამში 97 სოფელს ემსახურება. საჭიროებიდან გამომდინარე სოფლის ამბულატორიების დამატება ეტაპობრივად მოხდება.
საქართველოში ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac. მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩინური ვაქცინების (Sinopharm და Sinovac) 1 მლნ დოზა შემოვიდა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.352-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 461.198-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი.