https://sputnik-georgia.com/20210811/ekaterine-tikaraZem-pandemiis-meoTxe-talRis-pikis-TariRi-daasaxela-252560290.html
ეკატერინე ტიკარაძემ პანდემიის მეოთხე ტალღის პიკის თარიღი დაასახელა
ეკატერინე ტიკარაძემ პანდემიის მეოთხე ტალღის პიკის თარიღი დაასახელა
Sputnik საქართველო
დღეისათვის ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა იმ საშუალო მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის მეორე, ყველაზე მძიმე ტალღის დროს იყო. 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T19:40+0400
2021-08-11T19:40+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559526_0:81:1716:1046_1920x0_80_0_0_0ea4611a1fcbc3517a812803ed53624f.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკურ მაჩვენებელს 20 აგვისტოსთვის მიაღწევს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.„მოლოდინი გვაქვს, რომ პიკურ მაჩვენებელს მივაღწევთ სადღაც 20 აგვისტოსთვის, რაც უკვე დღევანდელი მონაცემებით არის გარდაუვალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაიზრდება.„გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით ჩვენ დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 13%-მდე, ხოლო ინფექციის გავრცელების სიჩქარე არის 1,4%, ესეც ასევე მიუთითებს, რომ ჯერჯერობით ინფექციის გავრცელება და, შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობის მატება შემდეგ დღეებშიც გვექნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.საქართველოში მწვავე ეპიდვითარებაა. ქვეყნის მასშტაბით ამჟამად საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია.„7556 ადგილია ამ ეტაპისთვის მობილიზებული. 400 საწოლამდე კიდევ არის პროცესში, რომელიც შემდეგი სამი დღის განმავლობაში იქნება დამატებული. ეს არის ის რეალური სურათი, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ საველე ჰოსპიტლების გახსნას, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.352-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 461.198-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.
https://sputnik-georgia.com/20210811/aicreba-Tu-ara-koronavirusze-ilia-meore-kaTolikos-patriarqis-gancxadeba-252560088.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559526_160:0:1555:1046_1920x0_80_0_0_5723101175e1b0efb813ea45a7a31b80.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ეკატერინე ტიკარაძემ პანდემიის მეოთხე ტალღის პიკის თარიღი დაასახელა
19:40 11.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) დღეისათვის ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებლებმა უკვე გადააჭარბა იმ საშუალო მაჩვენებელს, რაც კორონავირუსის მეორე, ყველაზე მძიმე ტალღის დროს იყო.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველო კორონავირუსის გავრცელების პიკურ მაჩვენებელს 20 აგვისტოსთვის მიაღწევს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
„მოლოდინი გვაქვს, რომ პიკურ მაჩვენებელს მივაღწევთ სადღაც 20 აგვისტოსთვის, რაც უკვე დღევანდელი მონაცემებით არის გარდაუვალი“, – განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სიკვდილიანობის მაჩვენებელიც გაიზრდება.
„გამომდინარე იქიდან, რომ დღესდღეობით ჩვენ დადებითობის მაჩვენებელი გვაქვს 13%-მდე, ხოლო ინფექციის გავრცელების სიჩქარე არის 1,4%, ესეც ასევე მიუთითებს, რომ ჯერჯერობით ინფექციის გავრცელება და, შესაბამისად, ინფიცირებულთა რაოდენობის მატება შემდეგ დღეებშიც გვექნება“, – განაცხადა ტიკარაძემ.
საქართველოში მწვავე ეპიდვითარებაა. ქვეყნის მასშტაბით ამჟამად საწოლფონდის სერიოზული დეფიციტია.
„7556 ადგილია ამ ეტაპისთვის მობილიზებული. 400 საწოლამდე კიდევ არის პროცესში, რომელიც შემდეგი სამი დღის განმავლობაში იქნება დამატებული. ეს არის ის რეალური სურათი, რომელიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
იმ შემთხვევაში, თუ მომდევნო დღეებში ვირუსის გავრცელების ტემპი არ შემცირდება, ჯანდაცვის სამინისტროში არ გამორიცხავენ საველე ჰოსპიტლების გახსნას, რაც პანდემიის წინა ტალღების დროს არ მომხდარა.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 5.352-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 461.198-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 48 ადამიანი.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ საშუალო მონაცემებს.