https://sputnik-georgia.com/20210811/arCevnebi-sami-partia-sakrebuloSi-erTian-kandidatebs-daasaxelebs-252559606.html
არჩევნები 2021: სამი პარტია არჩევნებზე ერთად გასვლაზე შეთანხმდა
არჩევნები 2021: სამი პარტია არჩევნებზე ერთად გასვლაზე შეთანხმდა
Sputnik საქართველო
ახალ გაერთიანებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის იმედიც აქვს. 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T17:27+0400
2021-08-11T17:27+0400
2021-10-19T18:03+0400
პოლიტიკა
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559718_0:0:2673:1512_1920x0_80_0_0_eb97e0d47bdea9ef6e0f344262ea4940.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. სამი მცირე ოპოზიციური პარტია – „ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შეთანხმდა, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნებში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით მიიღებს მონაწილეობას.თბილისის საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება – 40 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 10-ს – მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ. მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში მოსახვედრად ხმების სულ ცოტა 40% უნდა აიღოს.„ჩვენ კოალიციური შეთავაზების ფარგლებში შევთანხმდით, რომ თბილისში სამი პარტია შეთანხმებულად გავა მაჟორიტარების ნაწილში, რომელთაც მხარს დაუჭერს ასევე „ნაციონალური მოძრაობაც“, – განაცხადა პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.ხოშტარია უკვე წარდგენილია თბილისის საკრებულოს მომავალ თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან – ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატთან ერთად.ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.ამ დროისათვის ჯერ მხოლოდ ცნობილია მერობის ყველა კანდიდატი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“. პარტიამ ასევე დაიწყო საკრებულოების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა.რაც შეეხება ოპოზიციას, პარტიებს შორის რეგიონებში კანდიდატებისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე კონსულტაციები გაჭიანურდა. ამჟამად ცნობილია მხოლოდ ერთი კანდიდატი – ოზურგეთის მერობის კანდიდატი პარტიიდან „საქართველოსთვის“ და თბილისის მერობის ორი კანდიდატი.
https://sputnik-georgia.com/20210810/partia-moqalaqeebi-arCevnebze-aqcents-Tbilisze-gaakeTebs-252552299.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/0b/252559718_32:0:2673:1660_1920x0_80_0_0_5a8c4b5e531688ef5d33ef9b58b5cfe1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
პოლიტიკა, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო
არჩევნები 2021: სამი პარტია არჩევნებზე ერთად გასვლაზე შეთანხმდა
17:27 11.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ახალ გაერთიანებას ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერის იმედიც აქვს.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. სამი მცირე ოპოზიციური პარტია – „ევროპული საქართველო“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ შეთანხმდა, რომ თბილისის საკრებულოს არჩევნებში ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით მიიღებს მონაწილეობას.
თბილისის საკრებულოს არჩევნები შერეული სისტემით ტარდება – 40 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 10-ს – მაჟორიტარული სისტემით აირჩევენ. მაჟორიტარმა დეპუტატმა საკრებულოში მოსახვედრად ხმების სულ ცოტა 40% უნდა აიღოს.
„ჩვენ კოალიციური შეთავაზების ფარგლებში შევთანხმდით, რომ თბილისში სამი პარტია შეთანხმებულად გავა მაჟორიტარების ნაწილში, რომელთაც მხარს დაუჭერს ასევე „ნაციონალური მოძრაობაც“, – განაცხადა პარტია „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ.
ხოშტარია უკვე წარდგენილია თბილისის საკრებულოს მომავალ თავმჯდომარედ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარესთან ნიკა მელიასთან – ოპოზიციის ნაწილის მერობის კანდიდატთან ერთად.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საქართველოში 2 ოქტომბერს ჩატარდება.
ამ დროისათვის ჯერ მხოლოდ ცნობილია მერობის ყველა კანდიდატი მმართველი პარტია „ქართული ოცნებიდან“. პარტიამ ასევე დაიწყო საკრებულოების მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენა.
რაც შეეხება ოპოზიციას, პარტიებს შორის რეგიონებში კანდიდატებისა და მომავალი თანამშრომლობის საკითხებზე კონსულტაციები გაჭიანურდა. ამჟამად ცნობილია მხოლოდ ერთი კანდიდატი – ოზურგეთის მერობის კანდიდატი პარტიიდან „საქართველოსთვის“ და თბილისის მერობის ორი კანდიდატი.