https://sputnik-georgia.com/20210811/TbilisSi-Cinovnikebs-xelfasebi-gaezrdebaT-252558568.html
თბილისელ ჩინოვნიკებს ხელფასებს გაუზრდიან
თბილისელ ჩინოვნიკებს ხელფასებს გაუზრდიან
Sputnik საქართველო
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გასცა განკარგულება, დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა, რათა 1 იანვრიდან შესაძლებელი გახდეს საჯარო მოხელებისთვის ხელფასების გაზრდა. 11.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-11T16:12+0400
2021-08-11T16:12+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251261322_0:211:2048:1363_1920x0_80_0_0_5d7ec7671d4b0ee7d5c579171b39d872.jpg
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ 1 იანვრიდან საჯარო მოხელეთა ხელფასები გაიზრდება.ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საჯარო მოხელეებს ხელფასებს 1 იანვრიდან მოუმატებენ, ასევე გაორმაგდება მერების ხელფასები.კალაძემ დაავალა თავის მოადგილეებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად იმუშაონ აღნიშნულ საკითხზე, რათა ხელფასების მატება მომავალი წლის იანვრიდან გახდეს შესაძლებელი.„ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა არსებულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი გეგმები“, – განაცხადა მერმა.კალაძის თქმით, მერიის მიზანია, არსებული განაკვეთები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორში არსებულ განაკვეთებს, ამ ორი მაჩვენებლის ერთმანეთთან ბმა მოხდეს, ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი ჰქონდეს.მან აღნიშნა, რომ საჯარო სექტორი ანაზღაურების თვალსაზრისით კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს, რაც კვალიფიციური კადრების გადინებას უწყობს ხელს.„ჩვენ გვაქვს პრობლემები, როდესაც ხშირად კვალიფიციური კადრები საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში გაედინება, რადგან არსებული ხელფასები ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ხელფასები კერძო სექტორს დავუახლოვოთ“, – თქვა კალაძემ.საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასი მათ კლასზეა დამოკიდებული. ასეთი სულ 12 კლასია.
https://sputnik-georgia.com/20210809/RaribaSvili8-merebsa-da-sajaro-moxeleebs-xelfasi-gaezrdeba-252536378.html
https://sputnik-georgia.com/20210809/sajaro-moxeleebis-xelfasebis-gazrda-populizmi-Tu-grZelvadiani-gegmebi-252544318.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/18/251261322_453:253:1933:1363_1920x0_80_0_0_8e4b32432dc358b79982ea76f31f49b4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველო
ახალი ამბები, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საქართველო
თბილისელ ჩინოვნიკებს ხელფასებს გაუზრდიან
16:12 11.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გასცა განკარგულება, დაიწყოს ამ საკითხზე მუშაობა, რათა 1 იანვრიდან შესაძლებელი გახდეს საჯარო მოხელებისთვის ხელფასების გაზრდა.
თბილისი, 11 აგვისტო – Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ პირობა დადო, რომ 1 იანვრიდან საჯარო მოხელეთა ხელფასები გაიზრდება.
ორი დღის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ საჯარო მოხელეებს ხელფასებს 1 იანვრიდან მოუმატებენ, ასევე გაორმაგდება მერების ხელფასები.
კალაძემ დაავალა თავის მოადგილეებს, ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად იმუშაონ აღნიშნულ საკითხზე, რათა ხელფასების მატება მომავალი წლის იანვრიდან გახდეს შესაძლებელი.
„ამასთან დაკავშირებით ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია და პანდემიამდე გადაწყვეტილებაც კი გვქონდა მიღებული ხელფასების ზრდასთან დაკავშირებით, თუმცა არსებულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ჩვენი გეგმები“, – განაცხადა მერმა.
კალაძის თქმით, მერიის მიზანია, არსებული განაკვეთები შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად დაუახლოვდეს კერძო სექტორში არსებულ განაკვეთებს, ამ ორი მაჩვენებლის ერთმანეთთან ბმა მოხდეს, ხელფასების მატებას მუდმივი ხასიათი ჰქონდეს.
მან აღნიშნა, რომ საჯარო სექტორი ანაზღაურების თვალსაზრისით კერძო სექტორს კონკურენციას ვერ უწევს, რაც კვალიფიციური კადრების გადინებას უწყობს ხელს.
„ჩვენ გვაქვს პრობლემები, როდესაც ხშირად კვალიფიციური კადრები საჯარო სექტორიდან კერძო სექტორში გაედინება, რადგან არსებული ხელფასები ვერანაირ კონკურენციას ვერ უწევს კერძო სექტორს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ სახელმწიფო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ხელფასები კერძო სექტორს დავუახლოვოთ“, – თქვა კალაძემ.
საქართველოში ჩინოვნიკების ხელფასი მათ კლასზეა დამოკიდებული. ასეთი სულ 12 კლასია.