https://sputnik-georgia.com/20210810/saxalxo-damcvelis-aparati-moqalaqeebs-vaqcinaze-registraciaSi-daexmareba-252552884.html
სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება
სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება
Sputnik საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მოქალაქეებს აიცრან და ამით გადაარჩინონ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე. 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T20:56+0400
2021-08-10T20:56+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252534460_8:0:2048:1153_1920x0_80_0_0_3bbdc024aa24ab8cc7e7a82c5d68e88e.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მზად არიან იმ მოქალაქეებს დაეხმარონ, რომლებიც დამოუკიდებლად COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, ნათქვამია უწყების განცხადებაში.„საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოქალაქეების დასახმარებლად და ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას აცრისკენ საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 664.997ადამიანი, ორი დოზით – 204.234.საქართველოში ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge ან ცხელ ხაზზე 1522. ამ დროისთვის ოთხივე ვაქცინაზე რეგისტრაცია ღიაა.მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩინური ვაქცინების (Sinopharm და Sinovac) 1 მლნ დოზა შემოვიდა.ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ მონაცემებს.
https://sputnik-georgia.com/20210810/aWaraSi-18-wels-zemoT-asakis-moqalaweTa-8-procenti-srulad-vaqcinirebulia-252552748.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252534460_214:0:2048:1153_1920x0_80_0_0_576a2cee8e5461f56991954f9ad93eab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
სახალხო დამცველის აპარატი მოქალაქეებს ვაქცინაზე რეგისტრაციაში დაეხმარება
20:56 10.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს მოქალაქეებს აიცრან და ამით გადაარჩინონ საკუთარი და სხვისი სიცოცხლე.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლები მზად არიან იმ მოქალაქეებს დაეხმარონ, რომლებიც დამოუკიდებლად COVID-19 -ის საწინააღმდეგო ვაქცინებზე დარეგისტრირებას ვერ ახერხებენ, ნათქვამია უწყების
განცხადებაში.
„საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და აცრის სასიცოცხლო მნიშვნელობის გათვალისწინებით, მოქალაქეების დასახმარებლად და ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მზად არის დაინტერესებულ პირებს რეგისტრაციის პროცესში დაეხმაროს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას აცრისკენ საკუთარი და სხვისი სიცოცხლის გადასარჩენად.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა 664.997ადამიანი, ორი დოზით – 204.234.
საქართველოში ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac. ვაქცინაციისთვის რეგისტრაცია შესაძლებელია ვებ გვერდზე booking.moh.gov.ge ან ცხელ ხაზზე 1522. ამ დროისთვის ოთხივე ვაქცინაზე რეგისტრაცია ღიაა.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩინური ვაქცინების (Sinopharm და Sinovac) 1 მლნ დოზა შემოვიდა.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ მონაცემებს.