აჭარაში 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეთა 8% სრულად ვაქცინირებულია

© press-service of the Ministry of Health & Social Affairs of Ajaraვაქცინაცია აჭარაში
ვაქცინაცია აჭარაში - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
აჭარა თბილისის შემდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. რეგიონში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია 52,4 ათასი მოქალაქე.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. აჭარაში 18 წელს ზემოთ მოსახლეობის დაახლოებით 20% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით არის აცრილი, იუწყება „პირველი არხი“.
აჭარა თბილისის შემდეგ მოსახლეობის ვაქცინაციის მაჩვენებლით მეორე ადგილზეა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის ინფორმაციით, 10 აგვისტოს მონაცემებით, აჭარაში აცრილია 52.483 ადამიანი, აქედან ორჯერადად – 20.570 პირი.
„18 წელს ზემოთ მოსახლეობის პირველი დოზით აცრილი არის დაახლოებით 20%-მდე, რაც არის ამ ეტაპისთვის გაუმჯობესებული რიცხვი, ხოლო მეორე დოზით უკვე სრულად აცრილი 18 წლის ზემოთ მოსახლეობის დაახლოებით 8%-ია. აცრების ტემპი მზარდია და იმედი გვაქვს, რომ შენარჩუნდება ეს რიცხვი და მეტიც იქნება“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ ნონა ეფაძემ.
რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებს, დღეს აჭარაში კორონავირუსის 678 შემთხვევა გამოვლინდა, რეგიონის კოვიდ-კლინიკებში მკურნალობას 861 პაციენტი გადის, კოვიდ-სასტუმროებში მოთავსებულია 818 პირი. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთებულია 18 ადამიანი. რეგიონში თვითიზოლაციაში იმყოფება 5.217 ადამიანი.
საავადმყოფოს პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
ქუთაისში კორონავირუსით 28 წლის ორსული გარდაიცვალა
„ეპიდვითარება გვაქვს სერიოზულად დაძაბული. რაც შეეხება ტესტირებას, ხელმისაწვდომია ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე. გუშინ ჩატარდა 6000-ზე მეტი ტესტი და დადებითობის მაჩვენებელი არის 11,4%“, – განაცხადა ნონა ეფაძემ.
საქართველოს მასშტაბით დადებითობის დღიური მაჩვენებელი შეადგენს 12,79%-ს, ბოლო 14 დღის – 9,09%-ს, ბოლო 7 დღის – 10,05%-ს.
საქართველოში ამ დროისთვის ხელმისაწვდომია ოთხი სახის ვაქცინა: Pfizer, AstraZeneca, Sinopharm, Sinovac.
მასობრივი ვაქცინაცია ქვეყანაში 5 ივლისს დაიწყო მას შემდეგ, რაც ჩინური ვაქცინების (Sinopharm და Sinovac) 1 მლნ დოზა შემოვიდა.
ქვეყანა კორონავირუსის მეოთხე ტალღას ებრძვის. ინფიცირების შემთხვევების ყოველდღიური მაჩვენებელი ძალზე მაღალია. ყველაზე მძიმე საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა იყო 2020 წლის შემოდგომაზე. მაშინ ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 4–5 ათასი იყო. ამჟამად ინფიცირების ყოველდღიურმა მაჩვენებელმა უკვე გადააჭარბა მეორე ტალღის დროს არსებულ მონაცემებს.
ქვეყნის მასშტაბით სულ ჩატარებულია 664.997 აცრა, აქედან ორჯერადად აცრილია 204.234 მოქალაქე.
ყველა ახალი ამბავი
0