საქართველოში მაღალჩინოსანი ფულის გათეთრებისა და თაღლითობისთვის დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
გამოძიებამ უნდა დაადგინოს, საერთო ჯამში რა ოდენობის თანხა მიითვისა მაღალჩინოსანმა მაქინაციების შედეგად
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და დარგობრივი ეკონომიკის სამინისტროს სსიპ „პროგრამებისა და სერვისების სააგენტოს“ უფროსი ირაკლი დარცმელია ბრალდებულია ფულის გათეთრებაში, თაღლითობაში და საგადასახადო დოკუმენტაციის გაყალბებაში, ნათქვამია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე.
საქმის მასალებით, დარცმელია ბრალდებულია მაქინაციებში პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, რომელიც ახალი ბაღების გაშენებისას სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსებას გულისხმობს.
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
ქრთამის აღების ფაქტზე ჩინოვნიკი დააკავეს
კერძოდ, გამოძიების მონაცემებით, დარცმელიამ 2020 წელს „სოფლის განვითარების სააგენტოში“ წარადგინა მის მიერვე დამზადებული, ყალბი საგადახდო დავალება, რომლის მიხედვითაც თითქოს შპს „მედერის“ კუთვნილი საბანკო ანგარიშიდან 31.325 ევრო (116.460 ლარის ეკვივალენტი) გადაირიცხა პოლონური კომპანიის კუთვნილ საბანკო ანგარიშზე.
სინამდვილეში კი „სოფლის განვითარების სააგენტოს“ მიერ (თანადაფინანსების მექანიზმით) „მედერის“ ანგარიშზე ჩარიცხული 116.460 ლარიდან 84.000 ლარი გადაირიცხა დარცმელიას მეგობრის ანგარიშზე, დანიშნულებით „მომსახურების საფასური“. უკანასკნელმა კი ეს თანხა დარცმელიას პირად ანგარიშზე გადარიცხა. თანხის მიღების შემდეგ მაღალჩინოსანმა ნაწილი გაიტანა, ხოლო ნაწილი სხვა ბანკში არსებულ საკუთარ ანგარიშზე შეიტანა.
გარდა ამისა, გამოძიების ფარგლებში დარცმელიას სხვა დანაშაულიც გამოვლინდა. კერძოდ, 2021 წლის 29 აპრილს იმ სააგენტომ, რომელსაც დარცმელია ხელმძღვანელობდა, გამოაცხადა ტენდერი ფუტკრის ოჯახების სახელმწიფო შესყიდვაზე. ტენდერი მოიგო ინდმეწარმემ, რომელთანაც გაფორმდა შეთანხმება 58,8 ათას ლარზე, ასევე მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად ინდმეწარმემ სააგენტოს მიაწოდა 60 ერთეული ფუტკრის ოჯახი და 310 ცალი სკის პაკეტი.
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 21.07.2021
ემიგრანტებს ათასობით ლარი მოტყუებით გადმოარიცხინეს: პროკურატურამ ბრალი 6 პირს წარუდგინა
მოგვიანებით ამავე ინდმეწარმესთან სააგენტომ გააფორმა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ სატრენინგო მომსახურების შესყიდვაზე, ღირებულებით 4300 ლარი. ორივე შემთხვევაში დარცმელიამ ინდმეწარმის ანგარიშის ნაცვლად მიუთითა საკუთარი ანგარიში და ამგვარად ორი ტენდერის შედეგად ჯამში უკანონოდ მიიღო 63,1 ათასი ლარი.
დარცმელია ასევე ახორციელებდა მაქინაციებს ლურჯი მოცვის წარმოების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რა დროსაც ასევე მიითვისა სახელმწიფოს კუთვნილი თანხების ნაწილი.
მაღალჩინოსანს 9-დან 12 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულ ირაკლი დარცმელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 9 აგვისტოს შეეფარდა.
ყველა ახალი ამბავი
0