ქრთამის აღების ფაქტზე ჩინოვნიკი დააკავეს

© photo: Sputnik / Stringerდაკავებული ხელბორკილებში
დაკავებული ხელბორკილებში - Sputnik საქართველო, 1920, 03.06.2021
გამოწერა
სამინისტროს თანამშრომელი ქრთამის აღების რამდენიმე ფაქტზეა მხილებული. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

თბილისი, 3 ივნისი - Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს თანამშრომელი დააკავეს, ნათქვამია დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დაკავებული სააგენტოს რეგისტრაციის უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტია.

ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავა

გამოძიებამ დაადგინა, რომ სამინისტროს თანამშრომელი გაწეული სამუშაოს სანაცვლოდ ეკომიგრანტებისგან სისტემატურად იღებდა ქრთამს. კერძოდ, ბრალდებული სხვადასხვა ოდენობის თანხას სახელმწიფო პროგრამით დამტკიცებული 25.000-ლარიანი ფულადი შემწეობის დადებითად გადაწყვეტის სანაცვლოდ იღებდა.

2021 წლის მარტში მან წალკის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს 1.500 ლარი, ხოლო მაისში ადიგენის რაიონში საცხოვრებელი სახლის შეძენის სანაცვლოდ 2.000 ლარი ქრთამის სახით გამოართვა.

უწყების ცნობით, აღნიშნულ პირთან მიმართებაში გამოვლენილია სხვა შემთხვევებიც, რასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ყველა ახალი ამბავი
0