სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე თბილისის მერიის თანამშრომელი დააკავა

© photo: Sputnik / Stringerხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო, 1920, 23.03.2021
გამოწერა
დაკავებული საქართველოს მოქალაქეს აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობას დაჰპირდა და ქრთამის სახით 2,5 ათასი ლარი აიღო

თბილისი, 23 მარტი – Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თბილისის მერიის თანამშრომელი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია მერიის მუნიციპალური ინსპექციის ისანი-სამგორის რაიონული განყოფილების უფროსი სპეციალისტი.

გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველოს მოქალაქეს თბილისში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში განხორციელებული უკანონო მშენებლობის მფარველობის და კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახდელის დადებისგან გათავისუფლების სანაცვლოდ, შუამავლის მეშვეობით, ქრთამის სახით მოსთხოვა და გამოართვა 2 500 ლარი.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ქრთამის აღების ფაქტზე აწარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0