https://sputnik-georgia.com/20210810/qorwilis-gadaxdis-gamo-gldanSi-restorani-dajarimda-252553433.html
ქორწილის გადახდის გამო გლდანში რესტორანი დაჯარიმდა
ქორწილის გადახდის გამო გლდანში რესტორანი დაჯარიმდა
Sputnik საქართველო
ქვეყანაში აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა, კვების ობიექტებს კი რეგულაციების დაცვით მუშაობა 24:00 საათამდე შეუძლიათ. 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T23:08+0400
2021-08-10T23:08+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23364/76/233647654_0:45:900:554_1920x0_80_0_0_ca5505916133a9fab87a5e01e482840d.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. თბილისის ერთ-ერთი რესტორანი ქორწილის გამართვის გამო 10 ათასი ლარით დაჯარიმდა, იუწყება „პირველი არხი“.შრომის ინსპექციის შესაბამისმა სამსახურმა სოციალური ღონისძიება გლდანში მონიტორინგის შედეგად გამოავლინა, მათი ინფორმაციით, ობიექტი ამ ეტაპზე არ დაილუქება. „უნდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, თავი აარიდოს აკრძალული საქმიანობების განხორციელებას, ხოლო ის საქმიანობები, რომელიც არის ნებადართული, განახორციელოს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით“, – განაცხადა შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მაია მიქაიამ.ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი გამკაცრდა. კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“ დაუშვეს.22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. 1 ივნისიდან აღნიშნული შეზღუდვაც მოიხსნა.კვების ობიექტების მუშაობა 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია.
https://sputnik-georgia.com/20210810/cercvaZe-quCaSi-mosiarule-inficirebulebze-kategoriulad-vTxov-mTavrobas-gaakontrolos-isini-252553281.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23364/76/233647654_0:17:900:582_1920x0_80_0_0_d5364a5f793f3e1f3a9b725892380bb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ქორწილის გადახდის გამო გლდანში რესტორანი დაჯარიმდა
23:08 10.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ქვეყანაში აკრძალულია სოციალური ღონისძიებების ჩატარება და ღამის კლუბების მუშაობა, კვების ობიექტებს კი რეგულაციების დაცვით მუშაობა 24:00 საათამდე შეუძლიათ.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. თბილისის ერთ-ერთი რესტორანი ქორწილის გამართვის გამო 10 ათასი ლარით დაჯარიმდა, იუწყება „პირველი არხი“.
შრომის ინსპექციის შესაბამისმა სამსახურმა სოციალური ღონისძიება გლდანში მონიტორინგის შედეგად გამოავლინა, მათი ინფორმაციით, ობიექტი ამ ეტაპზე არ დაილუქება.
„უნდა მოვუწოდო თითოეულ მოქალაქეს, გამოიჩინოს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, თავი აარიდოს აკრძალული საქმიანობების განხორციელებას, ხოლო ის საქმიანობები, რომელიც არის ნებადართული, განახორციელოს რეკომენდაციების მკაცრი დაცვით“, – განაცხადა შრომის ინსპექციის შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა მაია მიქაიამ.
ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარების გამო საქართველოში ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვაზე კონტროლი გამკაცრდა.
კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
საქართველოში რესტორნების მუშაობა გასული წლის 28 ნოემბრიდან აიკრძალა, თუმცა შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების პროცესი დაიწყო. 15 თებერვლიდან რესტორნებს ღია სივრცეში საქმიანობის განახლების უფლება მისცეს, 8 მარტიდან მათ სტუმრების დახურულ სივრცეში მიღების უფლებაც დართეს, მხოლოდ არა უქმეებზე. 19 მარტიდან რესტორნებში „ცოცხალი მუსიკაც“ დაუშვეს.
22 მაისიდან კაფე–რესტორნებს უქმეებზეც დართეს მუშაობის ნება, თუმცა ღია სივრცეში. 1 ივნისიდან აღნიშნული შეზღუდვაც მოიხსნა.
კვების ობიექტების მუშაობა 24:00 საათიდან 05:00 საათამდე პერიოდში აკრძალულია.