მორიგი გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ ლიდერობს

© Sputnik / Alexander Imedashvili„ქართული ოცნების“ ოფისი
„ქართული ოცნების“ ოფისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
გამოკითხვის შედეგად, არჩევნებზე „ქართულ ოცნებას“ მხარს დაუჭერს გამოკითხულთა 46,8%, ხოლო „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 27,1%
თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დიდი უპირატესობით ლიდერობს ტელეკომპანია „იმედის" დაკვეთით ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს. არჩევნებში მონაწილეობას 50 პარტია იღებს.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
„ქართული ოცნება“:  საქართველოში რიგგარეშე არჩევნები არ იქნება
გამოკითხვის თანახმად, რომელიც ტელეკომპანიის დაკვეთით ჩაატარა საერთაშორისო კვლევითმა კომპანიამ Gorbi, არჩევნებზე „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მისაცემად ხვალვე მზადაა გამოკითხულთა 46,8%.
მეორე ადგილზეა ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომლისთვის ხმის მისაცემად უკვე მზად არის გამოკითხულთა 27,1%.
დანარჩენი პარტიების რეიტინგი ასე გამოიყურება:
  • „გახარია - საქართველოსთვის“ - 8,7%
  • „ლელო საქართველოსთვის" - 3,4%
  • „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 3,3%
  • „პატრიოტთა ალიანსი" - 3%
  • „სტრატეგია აღმაშენებელი/მესამე ძალა" - 2,8%
  • დანარჩენი პარტიები – 4,9%
რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, გამოკითხულებს შესთავაზეს არჩევანი გაეკეთებინათ ორ კანდიდატს შორის: კახა კალაძე („ქართული ოცნება“) და ნიკა მელია (ოპოზიციის ნაწილი „ნაცმოძრობასთან“ ერთად).
კახა კალაძის მხარდასაჭერად მზადაა გამოკითხულთა 61,2%, ნიკა მელიას - 38,8%.
გამოკითხვა ჩატარდა 25 ივლისიდან 4 აგვისტომდე პერიოდში. სულ გამოკითხულია 1.953 ადამიანი. ცდომილება საქართველოს მასშტაბით შეადგენს +/-2,2%, თბილისში -  +/-3,2%.
ყველა ახალი ამბავი
0