ყველაფერი გადაწყდა – ლიონელ მესის ახალი კლუბი ცნობილია

© photo: Sputnik / Alexander Vilf / ფოტობანკში გადასვლალიონელ მესი
ლიონელ მესი - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელსა და პარიზულ კლუბს შორის „2+1“ ხელშეკრულება გაფორმდება. მესი „პსჟ“-ში წელიწადში 35 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი საფრანგეთის დედაქალაქში რამდენიმე საათში ჩაფრინდება და ფრანგულ „პსჟ“-თან („პარი სენ-ჟერმენი") კონტრაქტის ბოლო დეტალებს მოაგვარებს. ინფორმაციას ფრანგული გამოცემა L'Equipe და გავლენიანი იტალიელი სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებენ.
„ბარსელონადან“ წასვლის წინ: ლიონელ მესიმ პრესკონფერენციაზე იტირა - ვიდეო  - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
„ბარსელონადან“ წასვლის წინ: ლიონელ მესიმ პრესკონფერენციაზე იტირა – ვიდეო
როგორც წყაროები იუწყებიან, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელის ფრანგულ გუნდში ტრანსფერს კლუბის ადმინისტრაცია ოფიციალურად უახლოეს საათებში დაადასტურებს.
ამასთან, ცნობილი გახდა ლიონელ მესისა და პარიზულ კლუბს შორის წინასწარ შეთანხმებული კონტრაქტის გარკვეული დეტალები. გავრცელებული ცნობებით, მესი „პსჟ“-თან ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, რომელიც ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეიძლება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდეს. არგენტინელი პარიზულ გრანდში წელიწადში 35 მილიონი ევროს მიიღებს.
ლიონელ მესი ბარსელონის მთავარ გუნდში 2003-2021 წლებში გამოდიოდა. არგენტინელმა ამ დროის განმავლობაში 778 მატჩი ჩაატარა და 672 გოლის გატანა შეძლო. არგენტინელი კატალონიურ კლუბთან ერთად ათჯერ ესპანეთის ჩემპიონი, შვიდჯერ ესპანეთის თასის და რვაჯერ ესპანეთის სუპერთასის მფლობელი გახდა, უეფას ჩემპიონთა ლიგის თასი კი ოთხჯერ მოიგო.
ყველა ახალი ამბავი
0
თავიდან ახლებითავიდან ძველები
loader
ეთერში
Заголовок открываемого материала
საერთაშორისო
InternationalEnglishინგლისურიMundoEspañolესპანური
ევროპა
DeutschlandDeutschგერმანულიFranceFrançaisფრანგულიΕλλάδαΕλληνικάბერძნულიItaliaItalianoიტალიურიČeská republikaČeštinaჩეხურიPolskaPolskiპოლონურიСрбиjаСрпскиსერბულიLatvijaLatviešuლატვიურიLietuvaLietuviųლიეტუვურიMoldovaMoldoveneascăმოლდოვურიБеларусьБеларускiბელარუსული
ამიერკავკასია
ԱրմենիաՀայերենსომხურისაქართველოქართულიქართულიAzərbaycanАzərbaycancaაზერბაიჯანული
ახლო აღმოსავლეთი
Sputnik عربيArabicარაბულიTürkiyeTürkçeთურქულიSputnik ایرانPersianფარსიSputnik افغانستانDariდარი
ცენტრალური აზია
ҚазақстанҚазақ тіліყაზახურიКыргызстанКыргызчаყირგიზულიOʻzbekistonЎзбекчаუზბეკურიТоҷикистонТоҷикӣტაჯიკური
აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი აზია
Việt NamTiếng Việtვიეტნამური日本日本語იაპონური俄罗斯卫星通讯社中文(简体)ჩინური (გამარტ.)俄罗斯卫星通讯社中文(繁体)ჩინური (ტრად.)
სამხრეთი ამერიკა
BrasilPortuguêsპორტუგალიური