https://sputnik-georgia.com/20210809/lionel-mesim-itira-252536346.html
„ბარსელონადან“ წასვლის წინ: ლიონელ მესიმ პრესკონფერენციაზე იტირა – ვიდეო
„ბარსელონადან“ წასვლის წინ: ლიონელ მესიმ პრესკონფერენციაზე იტირა – ვიდეო
Sputnik საქართველო
ლიონელ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა პრესკონფერენციის წინ, რომელზეც მას „ბარსელონადან“ წასვლა უნდა დაედასტურებინა. 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T11:40+0400
2021-08-09T11:40+0400
2023-07-20T15:43+0400
ვიდეო
მულტიმედია
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252536306_132:0:1816:952_1920x0_80_0_0_011fdc08f49986e1a38cc58c7e14f56e.png
34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს, რომელმაც მთელი თავისი კარიერა სწორედ „ბარსაში“ გაატარა და რომელსაც ექვსჯერ აქვს მიღებული „ოქროს ბურთი“, კლუბთან კონტრაქტი ივლისში დაუმთავრდა. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, მიუხედავად ორმხრივი სურვილისა, ხელი მოეწერათ ახალი ხელშეკრულებისთვის, ეს შეუძლებელი გახდა ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ნორმებთან დაკავშირებული ფინანსური და საორგანიზაციო დაბრკოლებების გამო. როგორც მასმედია წერს, ლიონელ მესის წასვლა გამოწვეულია „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემებითა და ესპანეთის ლიგის მკაცრი წესებით, რომელთა თანახმად, ხარჯების მოცულობა შემოსავლებზეა დამოკიდებული. პანდემიის პერიოდში კი კატალონიელების შემოსავლები მკვეთრად დაეცა – თუ „ბარსელონა“ მანამდე ფეხბურთელების ხელფასებზე 671 მილიონ ევროს ხარჯავდა, ახლა კლუბი იძულებულია ეს თანხა 383 მილიონამდე შეამციროს.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/09/252536306_217:0:1731:952_1920x0_80_0_0_5a2ea56f6bf677e84ab33f3ff758f553.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვიდეო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
ვიდეო, მულტიმედია, მსოფლიოს ახალი ამბები
„ბარსელონადან“ წასვლის წინ: ლიონელ მესიმ პრესკონფერენციაზე იტირა – ვიდეო
11:40 09.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ლიონელ მესიმ ცრემლები ვერ შეიკავა პრესკონფერენციის წინ, რომელზეც მას „ბარსელონადან“ წასვლა უნდა დაედასტურებინა.
34 წლის არგენტინელ სუპერვარსკვლავს, რომელმაც მთელი თავისი კარიერა სწორედ „ბარსაში“ გაატარა და რომელსაც ექვსჯერ აქვს მიღებული „ოქროს ბურთი“, კლუბთან კონტრაქტი ივლისში დაუმთავრდა. კლუბის ხელმძღვანელობის განცხადებით, მიუხედავად ორმხრივი სურვილისა, ხელი მოეწერათ ახალი ხელშეკრულებისთვის, ეს შეუძლებელი გახდა ესპანეთის საფეხბურთო ლიგის ნორმებთან დაკავშირებული ფინანსური და საორგანიზაციო დაბრკოლებების გამო.
როგორც მასმედია წერს, ლიონელ მესის წასვლა გამოწვეულია „ბარსელონას“ ფინანსური პრობლემებითა და ესპანეთის ლიგის მკაცრი წესებით, რომელთა თანახმად, ხარჯების მოცულობა შემოსავლებზეა დამოკიდებული. პანდემიის პერიოდში კი კატალონიელების შემოსავლები მკვეთრად დაეცა – თუ „ბარსელონა“ მანამდე ფეხბურთელების ხელფასებზე 671 მილიონ ევროს ხარჯავდა, ახლა კლუბი იძულებულია ეს თანხა 383 მილიონამდე შეამციროს.