მძღოლის ციფრული პროფილი: რა ელით უცხოელ ტაქსისტებს რუსეთში

© photo: Sputnik / Evgeny Biyatov / გადასვლა მედიაბანკშიტაქსი მოსკოვში
ტაქსი მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
აგვისტოს შუა რიცხვებში ტაქსისტების ცხოვრება მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში შეიცვლება — ტაქსოპარკები და აგრეგატორები შეკვეთებს მხოლოდ იმ მძღოლებს მისცემენ, რომლებსაც სპეციალური იდენტიფიკატორი ექნებათ.
ალექსეი სტეფანოვი
14 აგვისტოდან მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში ტაქსისტები ვეღარ შეძლებენ მუშაობას მძღოლის ციფრული პროფილის გარეშე. ახალ სისტემას მოსკოვის ტრანსპორტის დეპარტამენტი ნერგავს მოსკოვის ოლქის ტრანსპორტისა და საგზაო ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად. სიახლეს კომპლექსური საინფორმაციო სისტემა „ტაქსის მუშაობის ანალიტიკა“ (შემოკლებით КИС АРТ) ეწოდება. პროფილის შექმნა სახელმწიფო სერვისების პორტალზეა შესაძლებელი.
Sputnik-მა გაარკვია, როგორ აისახება სიახლე შრომით მიგრანტებზე, ხომ არ დარჩებიან ისინი უმუშევრად.

ავარიების შესამცირებლად

მიგრანტები რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
მიგრანტის ელექტრონული ბარათი რუსეთში: რა არის ცნობილი
მოსკოვის ხელისუფლებას იმედი აქვს, რომ ახალი სისტემის დახმარებით ავტოსაგზაო შემთხვევების შემცირებას შეძლებს, რომლებიც ხშირად ტაქსის მძღოლების ჭარბი მუშაობისა და გადაღლილობის გამო ხდება. ახალი სისტემა ტაქსისტებზე თვალთვალის საშუალებას აჩენს — პირდაპირი გაგებით. სიახლის ავტორები ირწმუნებიან, რომ ეს ახალი წესები კი არ არის, არამედ მონიტორინგის სისტემაა.
როგორც Sputnik-ს განუმარტეს ტრანსპორტის დეპარტამენტში, თუ ახლა ისეც ხდება, რომ მძღოლები ხაზზე სამედიცინო და ტექნიკური შემოწმების, საგზაო ბარათის, არცთუ იშვიათად მართვის მოწმობის გარეშეც კი გადიან, ხოლო ავტომობილის ნომერი დანართში მითითებულს არ შეესაბამება, ციფრული პროფილის შემოღების შემდეგ მსგავსი რამ აღიკვეთება.

*** როგორ?

„ხშირია შემთხვევა, როდესაც ტაქსის მძღოლები საგზაო მოძრაობის წესებს არღვევენ. გარდა ამისა, ტაქსებში ოფიციალურად დაურეგისტრირებელი მძღოლების დიდი პროცენტია. ასეთი მძღოლები პასუხისმგებელი არ არიან, ხოლო მათთან მგზავრობა შესაძლოა სახიფათო იყოს მგზავრისთვის“, — განაცხადეს Sputnik-თან სატელეფონო საუბრისას მოსკოვის დეპარტამენტში.
აღნიშნული დეპარტამენტის სტატისტიკის თანახმად, 2020 წელს მოსკოვში 1667 ავარია მოხდა ტაქსების მონაწილეობით, დაშავდა 1956 კაცი, 60 დაიღუპა. ბოლო ექვს თვეში 794 ავარია მოხდა.

როგორ გააკონტროლებს КИС АРТ-ი ტაქსების მუშაობას

14 აგვისტოდან სისტემა შეამოწმებს მძღოლის სტაჟს (რომელიც არ უნდა იყოს სამ წელზე ნაკლები), გადაუხდელ ჯარიმებს (საჭირო იქნება მათი დაფარვა) და ნასამართლობას — ტაქსისტად ვერ იმუშავებს მძიმე დანაშაულისთვის (მკვლელობა, ქურდობა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება) გასამართლებული ხალხი. ინფორმაციას სისტემა შსს-ს ბაზიდან და ფედერალური საგადასახადო სამსახურიდან მიიღებს.
მიგრანტების ვაქცინაცია მოსკოვში - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
განსაკუთრებული პირობები მიგრანტებისთვის: როგორ მიმდინარეობს უცხოელების ვაქცინაცია მოსკოვში
მნიშვნელოვანი მომენტი: სისტემას საფუძვლად უდევს ტრანსპორტის სამინისტროს 424-ე ბრძანება იმის შესახებ, რომ ტაქსისტს, ყოველდღიური სამუშაო გრაფიკის პირობებში, შეუძლია იმუშაოს დღეში არაუმეტეს რვა საათისა. სამუშაო კვირის საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 40 საათს. КИС АРТ-ი მკაცრად გააკონტროლებს ამ საათებს და გადაჭარბების შემთხვევაში აგრეგატორები ავტომატურად შეწყვეტენ მძღოლისთვის შეკვეთების გაგზავნას.
აქამდე აგრეგატორები სამუშაო საათებს მხოლოდ საკუთარ პროგრამაში ხედავდნენ, რაც მძღოლს საშუალებას აძლევდა, რვა საათი ემუშავა, მაგალითად, „ინდექს, ტაქსიში“, შემდეგ კი კიდევ რვა საათის განმავლობაში შეკვეთები სხვა აგრეგატორებისგან მიეღო. მძღოლის ციფრული პროფილი შესაძლებელს გახდის, გადაეცეს საერთო სისტემას მონაცემები ცვლების შესახებ, აგრეგატორები და ტაქსოპარკები დაინახავენ, რამდენი საათის განმავლობაში იმყოფება ტაქსისტი საჭესთან და, შესაბამისად, დადგენილ ლიმიტზე მეტი მუშაობა შეუძლებელი გახდება.
გარდა ამისა, სისტემაში შევა სამედიცინო და ტექდათვალიერებების აღრიცხვა. ხაზზე გასვლის წინ ტაქსოპარკის თანამშრომელმა ან ორგანიზაციამ აღნიშვნა უნდა გააკეთოს იმის თაობაზე, რომ მძღოლი და ავტომობილი ხაზზე დაიშვება. ამასთან КИС АРТ-ში აღირიცხება საგზაო უწყისებიც.

რა უნდა გაკეთდეს ID-ს მისაღებად?

„რუსეთის კანონმდებლობის თანახმად, უცხო სახელმწიფოთა მოქალაქეებს ტაქსიში მუშაობის უფლება აქვთ. ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა — რუსული მართვის ნებართვა და სამ წელზე მეტი მუშაობის სტაჟია. გარდა ამისა, დაიშვება იმ ქვეყნების მართვის უფლებების გამოყენება, სადაც რუსული ენა ოფიციალურადაა აღიარებული. ასეთებია ბელარუსი, ყირგიზეთი, ყაზახეთი“, — აცნობეს Sputnik-ს მოსკოვის სატრანსპორტო დეპარტამენტში.
შრომითი მიგრანტები  - Sputnik საქართველო, 1920, 09.07.2021
რუსეთში უცხოელებს შესაძლოა დროებითი ცხოვრების უფლება ჩამოერთვათ
ციფრული პროფილის რეგისტრაციისთვის აუცილებელია СНИЛС-ი, რომლის მიღებაც რუსეთის საპენსიო ფონდშია შესაძლებელი. ამ პროცედურას საშუალოდ ორი საათი სჭირდება და ხელმისაწვდომია უცხოეთის მოქალაქეებისთვის. ამის შემდეგ შესაძლებელია КИС АРТ-ის სისტემაში დარეგისტრირება: https://art.taxi.mos.ru/login

ციფრული პროფილი გადავადებით

„ხელისუფლებას სურს იცოდეს, ვინ ზის ტაქსის საჭესთან. ჩვენ ჩვენი მხრივ ინფორმაციას ვაწვდით პარტნიორებს იმის შესახებ, რა არის КИС АРТ-ი და როგორ უნდა დარეგისტრირდნენ ტაქსოპარკები და მძღოლები, რომლებიც შეკვეთებს ასრულებენ მოსკოვსა და მოსკოვის ოლქში. და დავნერგეთ მძღოლის ციფრული პროფილის დროებითი რეგისტრაცია Яндекс.Про-ს საკუთარ სისტემაში“, — განაცხადეს უდიდესი აგრეგატორის პრეს-სამსახურში.
ასეთ შემთხვევაში მძღოლი რეგისტრირდება Яндекс.Про-ზე, ეთანხმება სერვისს პერსონალური მონაცემების გადაცემაზე КИС АРТ-ში, იღებს დროებით ID-ს სისტემაში 14 დღის განმავლობაში. ორკვრიანი გადავადება მძღოლს აძლევს შესაძლებლობას, სახელმწიფო სერვისებში რეგისტრაციის გარეშე მიიღოს შეკვეთები.
მაგრამ სექტემბრისთვის მძღოლი КИС АРТ-ში სახელმწიფო სერვისების პორტალზე უნდა დარეგისტრირდეს და მუდმივი ციფრული პროფილი მიიღოს. თუ რეგისტრაციის გავლა ვერ მოხერხდება, შეკვეთებზე წვდომა ავტომატურად შეიზღუდება.

რას ამბობენ ტაქსისტები 

„მე მივდივარ. დღეს ჩემი ბოლო დღეა, — ამბობს ტაქსისტი ანდრეი. —  დღეში რვა საათის განმავლობაში რაიმეს შოვნა კი არა, მანქანის იჯარისა და ბენზინის ხარჯის გასტუმრებაც შეუძლებელია. ოცი წლის წინ ვმუშაობდი ტაქსიში — აი, მაშინ იშოვებოდა ფული. ახლა უმუშევარი დავრჩი და ტაქსიში დაბრუნება გადავწყვიტე, მაგრამ სხვა რამე უნდა მოვძებნო“.
ვითარება მიგრაციულ ცენტრთან მოსკოვის ოლქში - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოდით ჩრდილიდან: რუსეთი მიგრანტებს ლეგალიზაციას უმარტივებს
ანდრეი რუსეთის მოქალაქეა, სხვადასხვა სფეროებში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს, ამიტომ არ უნერვიულია, როდესაც გაიგო, რომ ტაქსისტების მუშაობა მკაცრად გაკონტროლდება.
აი ტაჯიკეთის მოქალაქე აბდულას კი სამუშაოს მხრივ დიდი არჩევანი არ აქვს. მაგრამ КИС АРТ-ის მონიტორინგის სისტემას სწორედ ის არ შეუშინებია. თუმცა თქვა, რომ ციფრული პროფილის მიღებას პრაქტიკულად ორი თვე მოანდომა.
ომატი ყირგიზია. მანაც შეიტანა დოკუმენტები КИС АРТ-ში რეგისტრაციაზე, მაგრამ ციფრული პროფილის მიღებაზე შეტყობინება ჯერაც არ მიუღია. СНИЛС-ი და პირადი კაბინეტი სახელმწიფო სერვისებში აქვს, მაგრამ ეეჭვება, რომ ახალი სისტემის დანერგვით შემოსავალს იშოვის. ომატი „კომფორტ+“ კლასის ტაქსის მძღოლია და იჯარისა და ბენზინის ხარჯები იმაზე მეტი აქვს, ვიდრე ეკონომ-კლასის ავტომობილების მძღოლებს.

მოსაზრება გაიყო

პროფკავშირებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მოსაზრებები გაიყო — ვიღაცას მიაჩნია, რომ ციფრული პროფილების შემოღება კარგი იდეა არ არის, რომ სისტემა ძალიან „ნედლია“, ვიღაცას კი, პირიქით, მიაჩნია, რომ მხოლოდ ასეა შესაძლებელი ტაქსისტების გაკონტროლება დაღლილობაზე, რაც ხშირად სწორედ კლიენტებისთვის მთავრდება სავალალო შედეგით.
პროფკავშირ „ტაქსისტის“ ხელმძღვანელი იაროსლავ შჩერბინინი მიიჩნევს, რომ სისტემას დახვეწა სჭირდება, რომ КИС АРТ-ში დარეგისტრირებას დიდი დრო მიაქვს — ერთ კვირამდე, არადა, ორი დღე იყო გამოცხადებული. ამასთან სისტემა ხშირად ითიშება, ხოლო ნორმატიული ბაზა, რომელიც მის მოხმარებას დაავალდებულებს, არ არსებობს.
მაგრამ როგორც მოსკოვის სატრანსპორტო დეპარტამენტის ხელმძღვანელი დმიტრი პრონინი ამბობს, მიუხედავად ეჭვებისა და უთანხმოებისა, სისტემა КИС АРТ-ში უკვე ტაქსისტების 97%-ზე მეტია დარეგისტრირებული, ანუ 60 ათასი მძღოლი.
ყველა ახალი ამბავი
0