გამოდით ჩრდილიდან: რუსეთი მიგრანტებს ლეგალიზაციას უმარტივებს

© photo: Sputnik / Maxim Blinov / გადასვლა მედიაბანკშივითარება მიგრაციულ ცენტრთან მოსკოვის ოლქში
ვითარება მიგრაციულ ცენტრთან მოსკოვის ოლქში - Sputnik საქართველო, 1920, 17.06.2021
გამოწერა
COVID-19-ის პანდემიიდან გამომდინარე, რუსეთმა მიგრანტებს ქვეყანაში დროებით ყოფნის ვადა 30 სექტემბრამდე გაუხანგრძლივა. პრეზიდენტმა პუტინმა ბრძანებულებას უკვე მოაწერა ხელი.

Sputnik, მარია ნაუმენკო

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, მიმდინარე წლის აპრილის შუა რიცხვებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დსთ-ის ქვეყნების მილიონზე მეტი მოქალაქე იმყოფებოდა უკანონოდ. რამდენმა მოქალაქემ შეძლო ლეგალიზაცია, რატომ არჩევს ზოგი მიგრანტი ჩრდილში დარჩენას და რა ხელსაყრელ პირობებს უქმნის რუსეთის ფედერაცია უცხოელებს მუშაობისა და ცხოვრებისთვის — იხილეთ Sputnik-ის მასალაში.

მოესწროს სამ თვეში

მოდკოვის ვაგზალზე - Sputnik საქართველო, 1920, 22.05.2021
მიგრანტების საყურადღებოდ: რუსეთში განსაკუთრებული რეჟიმი ამოქმედდება

„მოასწრებენ თუ არა მსურველები 30 სექტემბრამდე ლეგალიზებას, ეს პროფილური სტრუქტურების მუშაობაზეა დამოკიდებული. მანამდე მიგრანტებს გიგანტურ რიგებში უწევდათ დგომა დოკუმენტების გასაფორმებლად. ჩემი აზრით, სამი თვე საკმარისია, თუ აწყობილად იმუშავებენ“, — მიაჩნია ტაჯიკური კულტურის ცენტრის თავმჯდომარეს ხურშედ ხამრაკულოვს.

ვლადიმირ პუტინის ახალ ბრძანებულებამდე უცხოელებს 15 ივნისამდე უნდა მოესწროთ ლეგალიზება — ეს ბოლო ვადა იყო.

მიგრაციის საკითხთა საერთაშორისო ორგანიზაციის მოსკოვის ბიუროს დირექტორის აბდუსატორ ესოევის განცხადებით, რუსეთის საიმიგრაციო ცენტრებში აჟიოტაჟი შეინიშნებოდა, დოკუმენტების მიღების მსურველი მიგრანტების მოზღვავება მაისში დაიწყო. მისი თქმით, მრავალფუნქციურ საიმიგრაციო ცენტრ „სახაროვოში“ დოკუმენტების გაფორმების მსურველთა რაოდენობა რეკორდულ მაჩვენებელს — 41 ათას კაცს აღწევდა დღეში. მიგრანდების დიდი ნაკადი იმითაც იყო გამოწვეული, რომ საელჩოები და დიასპორული ორგანიზაციები აქტიურად ატარებდნენ განმარტებით საუბრებს თანამემამულეებთან და მათ დოკუმენტების გაფორმებისკენ მოუწოდებდნენ.

„მიგრაციულ ცენტრებში აჟიოტაჟის ფონზე მოსალოდნელი იყო, რომ ლეგალიზებას ყველა ვერ მოასწრებდა. უხეში დათვლებით, 15 ივნისისთვის საკუთარი სტატუსის დაკანონება 500 ათასზე მეტმა კაცმა მოასწრო. მაგრამ აუცილებელია შსს-ს ოფიციალურ სტატისტიკას დაველოდოთ“, — აღნიშნა ესოევმა.

რუსული რუბლი  - Sputnik საქართველო, 1920, 17.05.2021
რუსეთიდან ფულადი გადარიცხვები ყველაზე ხელსაყრელია: როგორ ეხმარებიან მიგრანტები ბიუჯეტებს

მისი აზრით, COVID-19-ის პანდემიისას რუსეთის მთავრობის მიერ უცხოელებისადმი მიღებული ზომები ძალიან ჰუმანური იყო. 2020 წლის გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უცხოელებს რუსეთში 2021 წლის 15 ივნისამდე დარჩენის ვადა მისცა — ვიზისა (თუ ეს აუცილებელი იქნებოდა) და იმ სხვა დოკუმენტების გახანგრძლივების გარეშე, რომელთა მეშვეობითაც შევიდნენ ისინი ქვეყანაში. ამ დროის განმავლობაში დამსაქმებლებს ასევე მიეცათ უფლება, დაექირავებინათ უცხოელები მუშაობის მოქმედი ნებართვის გარეშე. რუსეთიდან გაძევებაზე მორატორიუმი რამდენჯერმე გახანგრძლივდა.

რუსეთს მიგრანტები სჭირდება

ხურშედ ხამრაკულოვის თქმით, მიგრანტებს რუსეთში ცხოვრება და მუშაობა ლეგალურად ურჩევნიათ. უკანონო მდგომარეობისკენ მათ სხვადასხვა ვითარება უბიძგებს.

„ზოგ არაკეთილსინდისიერ დამსაქმებელს ხელს აძლევს, როდესაც მიგრანტი აბსოლუტურად უუფლებოა. თუ უცხოელი რუსეთში კანონიერადაა, მაშინ კომპანია ვადებულია ხელშეკრულება გააფორმოს მასთან და გადასახადები გადაიხადოს. მოტყუებულ თანამემამულეებს ხშირად მოუმართავთ ჩემთვის. ისინი რამდენიმე თვის განმავლობაში მუშაობდნენ არაოფიციალურად და შედეგად ჯამაგირი საერთოდ არ მიუღიათ“, — მოჰყავს მაგალითი ტაჯიკური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელს.

მიგრანტების რიგი კალინინგრადში - Sputnik საქართველო, 1920, 07.04.2021
უცხოელებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდება

მისი თქმით, იმის დამტკიცება, რომ უცხოელი მოატყუეს, როდესაც შრომითი ხელშეკრულება არ არსებობს, უკიდურესად რთულია, მაგრამ რუსეთში ამ პრობლემის მოგვარებას ცდილობენ. მაგალითად, სანქტ-პეტერბურგში მიგრანტებს ელექტრონულ ID-ბარათებს აძლევენ, რომლითაც მათ სამშობლოში შეუძლიათ ფულის გადარიცხვა დაბალი საკომისიო მომსახურებით. დამსაქმებლებს კი ამ ინსტრუმენტით უჭირთ „შავი“ ჯამაგირის გადახდა.

მსგავსი საიდენტიფიკაციო ბარათების დანერგვა მთელ რუსეთში იგეგმება. მათში ელექტრონული სახით იქნება შენახული პირადი მონაცემები, ნებართვის დოკუმენტები და ლიცენზიები, ცნობები დამსაქმებლის, გადასახადების დარიცხვის, სამუშაო სტაჟის, კანონდარღვევების, ჯარიმებისა და გადასახადების გადაუხდელობის შესახებ.

ამ ბარათის მფლობელი უცხოელები შეძლებენ დასაქმდნენ როგორც იურიდიულ პირებთან, ისე ინდმეწარმეებთან ელექტრონული პატენტის საფუძველზე, ხოლო ფიზიკურ პირებთან — ფიქსირებული ავანსის სახით საშემოსავლო გადასახადის გადახდის შემდეგ.

თუმცა, როგორც ესოევი ამბობს, არსებობს მიგრანტების გარკვეული კატეგორია, რომელიც განზრახ არიდებს თავს ლეგალიზაციას.

„ვიღაც ეკონომიას აკეთებს, არ უნდა პატენტის გადასახადის გადახდა, ფიქრობს, 5-7 თვეს წავიმუშავებ, ფულს გავგზავნი სამშობლოში და დავბრუნდებიო. არიან ისეთებიც, ვინც კერძო დაკვეთებს ასრულებს, სააგარაკე დასახლებებში ცხოვრობენ და არსად არ გადიან“, — განმარტავს ის.

მიგრანტები რუსეთში - Sputnik საქართველო, 1920, 15.09.2020
რუსეთი მიგრანტების შესახებ ახალ კანონს იღებს: ექსპერტების შეფასება

მიგრანტებისთვის პატენტის ღირებულება მოსკოვში 5.341 რუბლია, მოსკოვის ოლქში — 5.092 რუბლი, ვორონეჟის ოლქში — 4.943 რუბლი, ირკუტსკის ოლქში — 5.605 რუბლი.

როგორც ხამრაკულოვა აღნიშნავს, რუსეთი დაინტერესებულია იმით, რომ შეძლებისდაგვარად მეტი მიგრანტის ლეგალიზაცია მოხდეს, ამიტომაც სთავაზობს ქვეყანა მათ ესოდენ ხელსაყრელ პირობებს.

„ჩემთვის არაერთ კომპანიას მოუმართავს სამშენებლო სფეროდან, ავტოსამრეცხაოიდან თუ საკურიერო მომსახურებიდან, მთხოვდნენ მუშახელი გამეგზავნა, ვინაიდან ხალხი არ ჰყოფნიდათ“, — ირწმუნება იგი.

რუსეთის შსს-ს მონაცემებით, თუ პანდემიამდე ქვეყანაში 11 მილიონამდე მიგრანტი იმყოფებოდა, 2020 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა 6 მილიონამდე შემცირდა. მიმდინარე წლის გაზაფხულზე პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მიგრანტების დეფიციტი სამშენებლო და სასოფლო-სამეურნეო სფეროებში შეინიშნება.

მიგრანტებისთვის პირობები გაუმჯობესდება

რუსეთში 2025 წლისთვის მიგრაციული კანონმდებლობის სრულად რეფორმირებას გეგმავენ. ფედერალური კანონი, რომელსაც შსს ამზადებს, ახალ მიდგომას ითვალისწინებს დაბეგვრის, პატენტის მიღების, ჯამაგირის რაოდენობისა და რუსეთში სამუშაოდ ჩასულების რეგისტრაციის კუთხით.

ცვლილებების მიზანია – აღმოიფხვრას უცხოელების დასაქმების შავი სქემები. ყველა მიგრანტი მონაცემთა ერთიან ბაზაში შევა და ამასთან უცხოელი დასაქმებულის ხელფასი კონკრეტულ რეგიონში მოცემული კატეგორიის მუშაკის ხელფასის საშუალო დონეს გაუტოლდება.

ესოევს იმედი აქვს, რომ ახალი კანონის დამტკიცებასთან ერთად არალეგალების კატეგორიაში აღარ მოხვდებიან ის პირები, რომლებსაც რამდენიმე ადმინისტრაციული დარღვევა უფიქსირდებათ, მაგალითად, პატენტის გადასახადის დაგვიანებით გადაუხდელობა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი ფედერალური კანონის პროექტს მთავრობას განსახილველად 2021 წლის ბოლოსთვის წარუდგენს.

ყველა ახალი ამბავი
0