კორონავირუსზე 20 ათასზე მეტი პოლიციელი აიცრა

© photo : press-service of the Ministry of Internal Affairs of Georgiaპოლიციელების აცრა
პოლიციელების აცრა - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
შსს-ს თანამშრომლებს აცრა სამიდან ერთ-ერთი შერჩეული ვაქცინით წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციის ნებისმიერ კაბინეტში შეუძლიათ.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ქვედანაყოფის 20 ათასზე მეტი თანამშრომელი მასობრივი ვაქცინაციის პროგრამის ფარგლებში კორონავისურსზე ვაქცინირებულია, აღნიშნავენ უწყებაში.
შსს-ს თანამშრომლებს ვაქცინაციის ჩატარება წინასწარი ჩაწერის გარეშე შეუძლიათ.
ამჟამად საქართველოში სამი სახის ვაქცინაა ხელმისაწვდომი – Pfizer, Sinovac და Sinopharm.
ამირან გამყრელიძე - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციაზე და პირბადეზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის
„თბილისის ზღვის პლაზაში" გახსნილ იმუნიზაციის ცენტრში ამჯერად ვაქცინაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისა და ობიექტების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ჩაუტარდათ.
„იმუნიზაციის ცენტრებში მოწყობილია ვაქცინაციის კაბინეტები, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო საშუალებებით არის აღჭურვილი, რაც სრულად უზრუნველყოფს ვაქცინაციის პროცესის და მისი შემდგომი პერიოდის მეთვალყურეობის უსაფრთხო გარემოში ჩატარებას. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს შეუძლიათ კვირის ნებისმიერ დღეს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე აიცრან როგორც "ფაიზერის" და „სინოვაკის", ასევე „სინოფარმის“ ვაქცინით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
10 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჩატარებულია 664.997 აცრა. ორჯერადად აიცრა 204.234 ადამიანი.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დაინფიცირდა 450 ათასზე მეტი ადამიანი, გარდაიცვალა 6.128 მოქალაქე, ხოლო გამოჯანმრთელდა 403.762 პაციენტი.
ყველა ახალი ამბავი
0