https://sputnik-georgia.com/20210805/gamyreliZe-mosaxleobas-pirbadis-tarebisken-mouwodebs-252512150.html
ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციაზე და პირბადეზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის
ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციაზე და პირბადეზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის
Sputnik საქართველო
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება, განაცხადა დაავადებათა... 05.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-05T16:33+0400
2021-08-05T16:33+0400
2023-08-17T18:13+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/51/248035102_0:0:1836:1033_1920x0_80_0_0_705a40613d25e2c67e0e8494cfef3526.jpg
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ვაქცინაცია და პირბადე კორონავირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება, განაცხადა გამყრელიძემ.„კი, ბატონო, დავაბრუნოთ ისევ ჯარიმები, მაგრამ თუ ამას ექნება ფორმალური ხასიათი, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.მისი თქმით, დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, თუნდაც 90-პროცენტიანი ან 80-პროცენტიანი სიზუსტით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა ბევრად უკეთესი სიტუაცია.„ეპიდსიტუაცია გვაქვს სერიოზულად გაუარესებული, რისკები, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, აქედან გამოსავალი დღეს არის მხოლოდ ერთი – ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები მკაცრად, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ", – განაცხადა გამყრელიძემ.საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია.5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 564 691 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.
https://sputnik-georgia.com/20210805/gabunia-ratom-izrdeba-koronavirusis-SemTxvevebi-qveyanaSi-252512008.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24803/51/248035102_102:0:1734:1224_1920x0_80_0_0_038b162f082694146490a6a55e41ea6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, covid-19
ამირან გამყრელიძე: ვაქცინაციაზე და პირბადეზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის
16:33 05.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. ვაქცინაცია და პირბადე კორონავირუსისგან დაცვის საუკეთესო საშუალებაა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
„ყველამ ვატაროთ პირბადე დახურულ შენობებში. იქ, სადაც ღია სივრცეში ვიკრიბებით ხუთი ადამიანი ერთად, გვქონდეს ყველას პირბადე. კი, ბატონო, ნუ გექნებათ პირბადე, როდესაც ტყეში სეირნობთ, ლისის ტბაზე წრეს აკეთებთ, ან კუს ტბაზე, მაგრამ თუ 5, 7, 8 ადამიანი ერთად სეირნობთ და საუბრობთ, გაიკეთეთ პირბადე. გეუბნებით, რომ ამაზე კარგი დამცველი საშუალება ჯერჯერობით არ არის“, – თქვა გამყრელიძემ.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ქვეყანაში შეზღუდვის დაწესება მხოლოდ ფორმალური ხასიათის იქნება, თუ არ მოხდა მისი აღსრულება, განაცხადა გამყრელიძემ.
„კი, ბატონო, დავაბრუნოთ ისევ ჯარიმები, მაგრამ თუ ამას ექნება ფორმალური ხასიათი, ვერანაირ შედეგს ვერ მივიღებთ“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
მისი თქმით, დღეს რაც არის დაწესებული, ეს ყველა შეზღუდვა რომ სრულდებოდეს, თუნდაც 90-პროცენტიანი ან 80-პროცენტიანი სიზუსტით, ამ შემთხვევაში ჩვენ გვექნებოდა ბევრად უკეთესი სიტუაცია.
„ეპიდსიტუაცია გვაქვს სერიოზულად გაუარესებული, რისკები, რა თქმა უნდა, ძალიან მაღალია. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობთ, აქედან გამოსავალი დღეს არის მხოლოდ ერთი – ის, რომ დავიცვათ ის რეკომენდაციები მკაცრად, რაზეც ხშირად ვსაუბრობთ", – განაცხადა გამყრელიძემ.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია.
5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 564 691 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 178 077 ადამიანი.