https://sputnik-georgia.com/20210810/iunesko-gelati-restavratorebis-gamo-dazaralda-252552002.html
იუნესკო: გელათის სამონასტრო კომპლექსი რესტავრატორების არაპროფესიონალიზმის გამო დაზარალდა
იუნესკო: გელათის სამონასტრო კომპლექსი რესტავრატორების არაპროფესიონალიზმის გამო დაზარალდა
Sputnik საქართველო
გელათზე არსებული მდგომარეობის თაობაზე მორიგი ანგარიში საქართველომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს 2022 წლის 1 თებერვლისთვის უნდა წარუდგინოს. 10.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-10T17:23+0400
2021-08-10T17:23+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22959/66/229596689_0:40:1200:719_1920x0_80_0_0_5e413e30d5301f531239e57402013f48.jpg
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 44-ე სესიაზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. დოკუმენტში გელათი მოხსენიებულია იმ ძეგლებს შორის, რომლებიც რესტავრაციის პროცესში არაპროფესიონალიზმის ან უხარისხო მასალების გამო დაზარალდა.2020 წლის მარტში გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კრამიტის გადახურვაში წყალი ჩავიდა. დაზიანებისგან ძეგლის დასაცავად კრამიტის სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. დროებითი გადახურვა დარჩება მანამ, სანამ ქვედა რეგისტრების დაზიანებული კრამიტი არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხი უნდა დაამოწმოს ლაბორატორიულმა კვლევებმა და ექსპერტების დასკვნებმა.იუნესკოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სამონასტრო კომპლექსის სახურავზე სარესტავრაციო სამუშაოების შეფერხება კვლავ აზიანებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც გამოიწვია მოზაიკისა და კედლის მხატვრობის დაზიანება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიებში.ამავდროულად, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მიესალმება გელათში სახელმწიფოს მიერ უკვე შესრულებულ სამუშაოს ნაწილს, მაგრამ აღნიშნავს, რომ სახურავის სარესტავრაციო სამუშაოები ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი.იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მოითხოვს:- გაგრძელდეს ძეგლის მონიტორინგის პროცესი შესაბამისი ინდიკატორების შესამუშავებლად; - გაფართოვდეს წმინდა გიორგის ეკლესიისა და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობების სამგანზომილებიანი სტრუქტურული მონიტორინგი;ცნობილია გეგმები გელათთან დაკავშირებით: კულტურის სამინისტრო განმარტავს>>>- კომიტეტისთვის ანგარიშის ჩაბარებას საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს საქმიანობის შესახებ;- ძეგლის მართვის კომიტეტის შექმნას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს რესტავრაციის პროცესის დაგეგმვაში;- უფრო მეტი საერთაშორისო რესურსის მობილიზებას მოკლე და საშუალოვადიანი ზომების მეშვეობით კომპლექსის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს გელათზე არსებული მდგომარეობის მორიგი ანგარიში სახელმწიფომ 2022 წლის 1 თებერვლისთვის უნდა წარუდგინოს. საკითხის განხილვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მორიგ, 45-ე სესიაზე მოხდება.ივნისში გელათში იუნესკოს სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია და ის არასახარბიელოდ შეაფასეს.გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.
https://sputnik-georgia.com/20210628/situacia-ar-aris-saxarbielo-ra-daxvdaT-gelaTSi-iuneskos-eqspertebs-252155393.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22959/66/229596689_0:2:1200:757_1920x0_80_0_0_105ce2594e5ddd3d7c5de2e60dd26060.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, საქართველო
იუნესკო: გელათის სამონასტრო კომპლექსი რესტავრატორების არაპროფესიონალიზმის გამო დაზარალდა
17:23 10.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) გელათზე არსებული მდგომარეობის თაობაზე მორიგი ანგარიში საქართველომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს 2022 წლის 1 თებერვლისთვის უნდა წარუდგინოს.
თბილისი, 10 აგვისტო – Sputnik. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტმა 44-ე სესიაზე გელათის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით
რეზოლუცია მიიღო.
დოკუმენტში გელათი მოხსენიებულია იმ ძეგლებს შორის, რომლებიც რესტავრაციის პროცესში არაპროფესიონალიზმის ან უხარისხო მასალების გამო დაზარალდა.
2020 წლის მარტში გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მთავარი ტაძრის კრამიტის გადახურვაში წყალი ჩავიდა. დაზიანებისგან ძეგლის დასაცავად კრამიტის სახურავი დროებით თუნუქით გადახურეს. დროებითი გადახურვა დარჩება მანამ, სანამ ქვედა რეგისტრების დაზიანებული კრამიტი არ შეიცვლება ახლით, რომლის ხარისხი უნდა დაამოწმოს ლაბორატორიულმა კვლევებმა და ექსპერტების დასკვნებმა.
იუნესკოს რეზოლუციაში ნათქვამია, რომ სამონასტრო კომპლექსის სახურავზე სარესტავრაციო სამუშაოების შეფერხება კვლავ აზიანებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს, რამაც გამოიწვია მოზაიკისა და კედლის მხატვრობის დაზიანება ყოვლადწმიდა ღვთისმშობლისა და წმინდა გიორგის ეკლესიებში.
ამავდროულად, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მიესალმება გელათში სახელმწიფოს მიერ უკვე შესრულებულ სამუშაოს ნაწილს, მაგრამ აღნიშნავს, რომ სახურავის სარესტავრაციო სამუშაოები ბოლომდე უნდა იყოს მიყვანილი.
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტი მოითხოვს:
- გაგრძელდეს ძეგლის მონიტორინგის პროცესი შესაბამისი ინდიკატორების შესამუშავებლად;
- გაფართოვდეს წმინდა გიორგის ეკლესიისა და სხვა მნიშვნელოვანი ნაგებობების სამგანზომილებიანი სტრუქტურული მონიტორინგი;
- კომიტეტისთვის ანგარიშის ჩაბარებას საქართველოში მსოფლიო მემკვიდრეობის საბჭოს საქმიანობის შესახებ;
- ძეგლის მართვის კომიტეტის შექმნას, რომელიც მონაწილეობას მიიღებს რესტავრაციის პროცესის დაგეგმვაში;
- უფრო მეტი საერთაშორისო რესურსის მობილიზებას მოკლე და საშუალოვადიანი ზომების მეშვეობით კომპლექსის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს გელათზე არსებული მდგომარეობის მორიგი ანგარიში სახელმწიფომ 2022 წლის 1 თებერვლისთვის უნდა წარუდგინოს. საკითხის განხილვა მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის მორიგ, 45-ე სესიაზე მოხდება.
ივნისში გელათში იუნესკოს სპეციალისტები ჩამოვიდნენ, რომლებმაც ადგილზე შეისწავლეს სიტუაცია და ის არასახარბიელოდ შეაფასეს.
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, რომელიც 1994 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეტანილი.