მთავარი პირობა ბავშვების COVID-19-ზე ვაქცინირებისთვის: ვირუსოლოგის განმარტება

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიბავშვების ვაქცინაცია
ბავშვების ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
ბოლო პერიოდში საავადმყოფოებში იმატა კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით ინფიცირებული ბავშვების რაოდენობამ – ყველა მათგანი აუცრელი იყო.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ბავშვების კორონავირუსზე აცრა დამოუკიდებლად უნდა გადაწყვიტოს თითოეულმა ქვეყანამ და ეს შესაძლოა მთელ რიგ პირობებზე იყოს დამოკიდებული, აცხადებს ბრიტანეთის რედინგის უნივერსიტეტის პროფესორი, ვირუსოლოგი იენ ჯონსი.
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
COVID-19-ის მომავლის პროგნოზი: ის პრინციპულად ახალ დაავადებად გადაიქცევა
ბავშვების ვაქცინაციის ერთ-ერთ მთავარ მაჩვენებლად მან საზოგადოების ასაკობრივი სტრუქტურა დაასახელა. ამასთან, მისი თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, თუ რა რაოდენობის ზრდასრულია აცრილი ამა თუ იმ ქვეყანაში, რომელი პრეპარატებია იქ ხელმისაწვდომი და როგორაა საზოგადოება განწყობილი ბავშვების ვაქცინაციისადმი.
როგორც ვირუსოლოგმა აღნიშნა, მას ჯერჯერობით არ გააჩნია მონაცემები იმის შესახებ, რომ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტი, რომელიც უფრო გადამდებია, ასევე უფრო სახიფათოცაა ბავშვებისთვის.
„ვირუსის მაღალი გადამდებობა ნიშნავს იმას, რომ მისით მეტი ადამიანი ინფიცირდება. ამ შემთხვევაში მძიმედ დაავადებულთა პროცენტი არ იცვლება, თუმცა მათი აბსოლუტური რიცხვი იზრდება“, — ამბობს პროფესორი.
მანამდე გაზეთი The New York Times-ი იუწყებოდა, რომ აშშ-ში სულ უფრო მეტი ბავშვი ხვდება საავადმყოფოებში კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტით ინფიცირების გამო. თუმცა, მედიკოსების თქმით, ჯერჯერობით გაურკვეველია, იწვევს თუ არა ვირუსის ეს შტამი ბავშვებში დაავადების უფრო მძიმე ფორმას.
აღინიშნება, რომ საავადმყოფოებში COVID-19-ის დიაგნოზით მოხვედრილი ყველა ბავშვი აუცრელი იყო, ვინაიდან ამ დროისათვის აშშ-ში მხოლოდ 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდების ვაქცინაციაა ნებადართული.
ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ FDA მიმდინარე წლის ზამთარში საგანგებო ნებართვების გაცემას აპირებს 12 წლამდე ბავშვების ვაქცინაციაზე.
 
ყველა ახალი ამბავი
0