არსად პირბადის გარეშე! საქართველოში ახალი რეგულაციები ამოქმედდა

© photo: Sputnik / Stringerეპიდემია საქართველოში
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 10.08.2021
გამოწერა
ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული წესების აღსრულებაზე კონტროლი გამკაცრდება.
თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველო დღეიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების რეჟიმს დაუბრუნდა – გადაწყვეტილება ორშაბათს გამართულ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. 
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
არანაირი ქორწილი და ქელეხი: საქართველოში კონტროლი მკაცრდება
„10 აგვისტოდან პირბადის ტარება სავალდებულოა ღია სივრცეშიც, სადაც ხუთზე მეტი ადამიანი იკრიბება… საბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება ეპიდვითარების გაუარესების გამო მიიღო“, – განაცხადა საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
საქართველოში ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება 22 ივნისიდან მოიხსნა, თუმცა დახურულ სივრცეში შეზღუდვა ძალაში რჩებოდა.
გარდა ამისა, 10 აგვისტოდან მკაცრდება კონტროლი ქორწილის, ქელეხის, იუბილესა და მსგავსი ღონისძიებების გამართვასა და ღამის საათებში რესტორნების მუშაობაზე. კვების ობიექტები მსგავსი ღონისძიებების გამართვის შემთხვევაში 10 ათასი ლარით დაჯარიმდებიან, ხოლო ფაქტის გამეორების შემთხვევაში ობიექტი დაილუქება.
საქართველოში პანდემიის დაწყებიდან 450.233 აქტიური შემთხვევა გამოვლინდა, სტაციონარებში მკურნალობს 6.641 ადამიანი, კოვიდ–სასტუმროებში იმყოფება 2.552 პირი, 31.040 მკურნალობას სახლის პირობებში გადის. 1.328 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათგან 293 ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული.
ყველა ახალი ამბავი
0