https://sputnik-georgia.com/20210809/zalkalianma-uwyebis-ziritad-amocanaze-isaubra-252543513.html
ზალკალიანმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანაზე ისაუბრა
ზალკალიანმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანაზე ისაუბრა
Sputnik საქართველო
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზოგადოებას წარუდგინა სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა „დასავლურ ღირებულებებსა და... 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T17:50+0400
2021-08-09T17:50+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24324/62/243246277_106:0:1520:800_1920x0_80_0_0_ce627da968f0b287cb519aebe329ec73.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანა უახლოეს წლებში იქნება დიასპორის წარმომადგენელთა ჩართვა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას. ამ დროისათვის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, მათ შორის, ქართული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლების მხარდაჭერას.გარდა ამისა, დიასპორების წარმომადგენელთათვის სპეციალური საგრანტო პროგრამა ხორციელდება.დღეისათვის გრანტები გაიცემა უცხოეთში მოქმედი ქართული ანსამბლების განვითარებაზე, საქართველოსთან კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების ინიციატივების რეალიზებასა და ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერაზე.2030 წლამდე ქვეყნის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე ყველა უწყებამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი სფეროების განვითარების გეგმა. სექტემბერში კონსულტაციები დაიწყება, 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების საერთო გეგმის წარდგენა კი არჩევნების დღის შემდეგ მოხდება.არჩევნების წინ სამოქმედო პროგრამების წარდგენის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.
https://sputnik-georgia.com/20210118/ruseTis-sagareo-politikis-veqtori-lavrovma-2020-wlis-Sedegebi-Seajama-250641507.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24324/62/243246277_229:0:1501:800_1920x0_80_0_0_102a88cd2d66692e92462925fe6fbac2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო
ახალი ამბები, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, საქართველო
ზალკალიანმა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ძირითად ამოცანაზე ისაუბრა
17:50 09.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა საზოგადოებას წარუდგინა სამინისტროს ათწლიანი სამოქმედო გეგმა „დასავლურ ღირებულებებსა და ქვეყნის ინტერესებზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკა: 10 წლის ხედვა – 10 მიზანი“.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ამოცანა უახლოეს წლებში იქნება დიასპორის წარმომადგენელთა ჩართვა ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებში, განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა უწყების 10-წლიანი სამოქმედო გეგმის წარდგენისას.
„ჩვენთვის დიასპორებთან ურთიერთობა მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი ამოცანაა საქართველოსთან ჩვენი თანამემამულეების მყარი ურთიერთობების განვითარება და მათი დახმარება კულტურული თვითმყოფადობისა და იდენტობის შენარჩუნებაში. ამისთვის მათ ჩავრთავთ სხვადასხვა პროექტებსა და პროგრამებში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
ამ დროისათვის საგარეო საქმეთა სამინისტრო დიასპორების მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, მათ შორის, ქართული ენის შემსწავლელი საკვირაო სკოლების მხარდაჭერას.
გარდა ამისა, დიასპორების წარმომადგენელთათვის სპეციალური საგრანტო პროგრამა ხორციელდება.
დღეისათვის გრანტები გაიცემა უცხოეთში მოქმედი ქართული ანსამბლების განვითარებაზე, საქართველოსთან კულტურულ-ეკონომიკური ურთიერთობების განმტკიცების ინიციატივების რეალიზებასა და ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერაზე.
2030 წლამდე ქვეყნის განვითარების გეგმის პრეზენტაცია მთავრობამ მიმდინარე წლის მაისში დაგეგმა. მიუხედავად იმისა, რომ 2 ოქტომბერს საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ტარდება და წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად უკვე დაიწყო, აგვისტოს ბოლომდე ყველა უწყებამ უნდა წარმოადგინოს საკუთარი სფეროების განვითარების გეგმა. სექტემბერში კონსულტაციები დაიწყება, 2030 წლამდე ქვეყნის განვითარების საერთო გეგმის წარდგენა კი არჩევნების დღის შემდეგ მოხდება.
არჩევნების წინ სამოქმედო პროგრამების წარდგენის გადაწყვეტილებას ოპოზიციაში წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და პოპულიზმი უწოდეს.