https://sputnik-georgia.com/20210809/uhani-COVID-19-Seamowmes-252534004.html
უჰანის 11 მლნ მცხოვრები COVID-19-ზე ხუთ დღეში შეამოწმეს: გამოქვეყნდა შედეგები
უჰანის 11 მლნ მცხოვრები COVID-19-ზე ხუთ დღეში შეამოწმეს: გამოქვეყნდა შედეგები
Sputnik საქართველო
ქალაქის ხელისუფლებამ კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების გამო გასულ სამშაბათს მოსახლეობის ტესტირება დაიწყო. 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T09:30+0400
2021-08-09T09:30+0400
2023-07-20T15:43+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251884468_0:159:3059:1880_1920x0_80_0_0_4708db6be5559fb2d5964c06e7bc8a83.jpg
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ჩინეთის ქალაქ უჰანის ხელისუფლებამ, საიდანაც დაიწყო კორონავირუსული ინფექციის ეპიდემია 2019 წლის ბოლოს, თითქმის მთელი მოსახლეობა შეამოწმა COVID-19-ზე, იუწყება სააგენტო Xinhua.ქალაქის ადმინისტრაციამ გასულ სამშაბათს გამოაცხადა, რომ ყველა მოსახლის ტესტირებას გეგმავდა, ვინაიდან იქ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უჰანის 11,28 მილიონი მცხოვრების ტესტირებას ხუთი დღე დასჭირდა.ქალაქის მთავრობის წარმომადგენლის ლი ტაოს თქმით, სპეციალისტებმა შეძლეს პრაქტიკულად სრულად მოეცვათ ქალაქი, გარდა ექვს წლამდე ბავშვებისა და იმ სტუდენტებისა, რომლებიც ზაფხულის არდადეგებზე ქალაქიდან იყვნენ გასული.შაბათის მონაცემებით, ტესტირებამ COVID-19-ის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 37 შემთხვევა და ასევე ინფექციის 41 უსიმპტომო მატარებელი გამოავლინა.როგორც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში აცხადებენ, ტესტირების შედეგების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ COVID-19-ის ახალ აფეთქებას ქალაქში ფართო გავრცელება არ მოჰყოლია.ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტესტირების პროცესში 28 ათასზე მეტი მედიცინის მუშაკი იყო ჩართული.ჯანმო: უცხოეთში მოგზაურობა ვაქცინაციაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული>>ჩინეთმა მკაცრი საკარანტინო ზომების წყალობით საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად აღკვეთა ეპიდემიის გავრცელება ქვეყნის შიგნით. დიდი დროის განმავლობაში იქ პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა ლოკალური ინფიცირება — ყველა შემთხვევა საზღვარგარეთიდან იყო შეტანილი. თუმცა ახალი აფეთქება, რომელიც ნანკინის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო, უკვე გავრცელდა ჩინეთის სხვა პროვინციებსა და ქალაქებში.
https://sputnik-georgia.com/20210809/COVID-19-principulad-axl-daavadebad-gadaiqceva-252533919.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/1f/251884468_160:0:2891:2048_1920x0_80_0_0_d30bc618d665c2fd64f3f1f0a0bc04fd.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები
უჰანის 11 მლნ მცხოვრები COVID-19-ზე ხუთ დღეში შეამოწმეს: გამოქვეყნდა შედეგები
09:30 09.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) ქალაქის ხელისუფლებამ კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების გამო გასულ სამშაბათს მოსახლეობის ტესტირება დაიწყო.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ჩინეთის ქალაქ უჰანის ხელისუფლებამ, საიდანაც დაიწყო კორონავირუსული ინფექციის ეპიდემია 2019 წლის ბოლოს, თითქმის მთელი მოსახლეობა შეამოწმა COVID-19-ზე, იუწყება სააგენტო
Xinhua. ქალაქის ადმინისტრაციამ გასულ სამშაბათს გამოაცხადა, რომ ყველა მოსახლის ტესტირებას გეგმავდა, ვინაიდან იქ კორონავირუსით ინფიცირების რამდენიმე ახალი შემთხვევა გამოვლინდა. უჰანის 11,28 მილიონი მცხოვრების ტესტირებას ხუთი დღე დასჭირდა.
ქალაქის მთავრობის წარმომადგენლის ლი ტაოს თქმით, სპეციალისტებმა შეძლეს პრაქტიკულად სრულად მოეცვათ ქალაქი, გარდა ექვს წლამდე ბავშვებისა და იმ სტუდენტებისა, რომლებიც ზაფხულის არდადეგებზე ქალაქიდან იყვნენ გასული.
შაბათის მონაცემებით, ტესტირებამ COVID-19-ის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის 37 შემთხვევა და ასევე ინფექციის 41 უსიმპტომო მატარებელი გამოავლინა.
როგორც ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიაში აცხადებენ, ტესტირების შედეგების საფუძველზე შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ COVID-19-ის ახალ აფეთქებას ქალაქში ფართო გავრცელება არ მოჰყოლია.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ტესტირების პროცესში 28 ათასზე მეტი მედიცინის მუშაკი იყო ჩართული.
ჩინეთმა მკაცრი საკარანტინო ზომების წყალობით საკმაოდ სწრაფად და ეფექტურად აღკვეთა ეპიდემიის გავრცელება ქვეყნის შიგნით. დიდი დროის განმავლობაში იქ პრაქტიკულად არ დაფიქსირებულა ლოკალური ინფიცირება — ყველა შემთხვევა საზღვარგარეთიდან იყო შეტანილი. თუმცა ახალი აფეთქება, რომელიც ნანკინის საერთაშორისო აეროპორტში დაიწყო, უკვე გავრცელდა ჩინეთის სხვა პროვინციებსა და ქალაქებში.