პოპულარული ანტივაქსერი რადიოწამყვანი COVID-19-ით გარდაიცვალა

© AP Photo / Francisco SecoCOVID-19-ის დაავადებული პაციენტი საავადმყოფოში
COVID-19-ის დაავადებული პაციენტი საავადმყოფოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
რადიოწამყვანს ანტიკორონავირუსული ვაქცინები თაღლითობად მიაჩნდა და დაუნდობლად აკრიტიკებდა ქვეყნის სამედიცინო მარეგულირებელს, თუმცა სიკვდილის წინ პოზიცია შეიცვალა.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ამერიკელმა პოპულარულმა ანტივაქსერმა რადიოწამყვანმა დიკ ფარელმა, რომელიც კორონავირუსით გარდაიცვალა, სიკვდილის წინ პოზიცია შეიცვალა და მეგობრებს ვაქცინირებისკენ მოუწოდა, იუწყება ტელეარხი WPTV.
კორონავირუსი უჰანში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
უჰანის 11 მლნ მცხოვრები COVID-19-ზე ხუთ დღეში შეამოწმეს: გამოქვეყნდა შედეგები
გავრცელებული ინფორმაციით, ფარელს დიდი ხნის განმავლობაში მიჰყავდა გადაცემები, რომლებშიც აშშ-ის სამედიცინო მარეგულირებლებსა და ვაქცინებს აკრიტიკებდა. ქვეყნის მთავარ ინფექციონისტს ენტონი ფაუჩის ის „ძალაუფლებით გაგიჟებულ შეშლილ მატყუარას“  უწოდებდა, ხოლო ვაქცინები „თაღლითობად“ მიაჩნდა.
სამიოდე კვირის წინ ანტივაქსერი რადიოწამყვანი კორონავირუსის დიაგნოზით გადაიყვანეს საავადმყოფოში. მეგობრების თქმით, სწორედ მაშინ და იქ შეიცვალა დიკ ფარელმა დამოკიდებულება ინფექციისა და ვაქცინაციის მიმართ.
როგორც ფარელის ერთ-ერთი მეგობარი ემი ლი ჰერი წერს თავის ფეისბუქ-გვერდზე, დიკმა სიკვდილის წინ შეტყობინება გაუგზავნა მას და აცრა ურჩია.
„ის გახდა იმის მიზეზი, რომ აცრა გავიკეთე. მან SMS გამომიგზავნა, სადაც მწერდა: „გააკეთე ეს!“ მწერდა, ვირუსი ხუმრობა არააო და ამბობდა, რომ თავადაც უნდა აცრილიყო“, — წერს ჰერი.
როგორც მან განუცხადა WPTV-ს, ისიც ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც ვაქცინებს არ ენდობოდა, მაგრამ ახლა უხარია, რომ კორონავირუსულ დაავადებაზე აიცრა. 
ყველა ახალი ამბავი
0