https://sputnik-georgia.com/20210809/ivaniSvili-yvelaze-mdidari-qarTveli-aRaraa-Forbes-monacemebi-252543741.html
ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველი აღარაა – Forbes-ის მონაცემები
ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველი აღარაა – Forbes-ის მონაცემები
Sputnik საქართველო
მიხეილ ლომთაძის ქონება ამ დროისათვის 5,1 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში Forbes-ის წლიურ რეიტინგში მისი აქტივები 3,2 მლრდ დოლარად... 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T18:23+0400
2021-08-09T18:23+0400
2023-07-20T15:43+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249573363_0:0:3019:1699_1920x0_80_0_0_48a851d2beb52a03465673d444ca7f5f.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ყაზახური კომპანია Kaspi.kz-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ლომთაძე Forbes-ის მილიარდერთა ონლაინ-რეიტინგში 597-ე ადგილს იკავებს.გამოცემის ინფორმაციით, ლომთაძის ქონება მიმდინარე პერიოდში 5,1 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებულ Forbes-ის მილიარდერთა წლიურ რეიტინგში მისი აქტივები 3,2 მლრდ დოლარად იყო შეფასებული და რეიტინგში 956-ე ადგილი ეკავა.ამგვარად, აქტივების ღირებულებით ლომთაძემ Forbes-ის რეიტინგის ბოლო ათწლეულის უცვლელ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო, რომელსაც 4,8 მლრდ დოლარით ონლაინ-რეიტინგში 632-ე ადგილი უკავია. აპრილში ივანიშვილი 589-ე ადგილზე იყო. თუმცა მისი ქონების ოდენობა არ შეცვლილა.ონლაინ-რეიტინგის ლიდერთა სამეულში შედიან:ვინ არის მიხეილ ლომთაძემიხეილ ლომთაძე 45 წლისაა, ბათუმელია. დაამთავრა თბილისის მართვის ევროპული სკოლა (European School of Management), 2002 წელს მიიღო МВА-ს ხარისხი ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში.ივანიშვილმა Forbes-ის რეიტინგში თავისი პოზიციები დათმო>>სტუდენტობის დროს თბილისში დააარსა აუდიტისა და კონსალტინგის კომპანია Georgia Consulting Group Audit. 2002 წელს კომპანია გლობალურმა ქსელმა Ernst&Young შეიძინა.2002 წელს მუშაობდა პირდაპირი ინვესტიციების ფონდში Baring Vostok საინვესტიციო პროექტების მენეჯერად. 2007 წლიდან არის სს Kaspi Bank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.ლომთაძემ 2008 წელს განაცხადა: „საქართველო, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. ოდესმე, ცხოვრების ბოლოს, აუცილებლად საქართველოში ვიცხოვრებ“.მან 2017 წელს დაადასტურა, რომ ქართული პასპორტი აქვს და ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებას არ გეგმავს.მიხეილ ლომთაძე 2020 წელს დააჯილდოვდა ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული მედლით COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.
https://sputnik-georgia.com/20210524/dasaxelda-dedamiwis-umdidresi-adamiani-Forbes-ma-miliarderTa-sia-ganaaxla-251822127.html
https://sputnik-georgia.com/20201028/qartveli-biznesmeni-yazaxetshi-miliarderi-gaxda-249828005.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/1d/249573363_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_01b6e66ed3746cd6f89eb06e67314ea9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, მსოფლიოს ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი ყველაზე მდიდარი ქართველი აღარაა – Forbes-ის მონაცემები
18:23 09.08.2021 (განახლებულია: 15:43 20.07.2023) მიხეილ ლომთაძის ქონება ამ დროისათვის 5,1 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში Forbes-ის წლიურ რეიტინგში მისი აქტივები 3,2 მლრდ დოლარად ფასდებოდა.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. ყაზახური კომპანია Kaspi.kz-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მოქალაქე მიხეილ ლომთაძე
Forbes-ის მილიარდერთა ონლაინ-რეიტინგში 597-ე ადგილს იკავებს.
გამოცემის ინფორმაციით, ლომთაძის ქონება მიმდინარე პერიოდში 5,1 მლრდ დოლარად არის შეფასებული. ჯერ კიდევ 2021 წლის აპრილში გამოქვეყნებულ
Forbes-ის მილიარდერთა წლიურ რეიტინგში მისი აქტივები 3,2 მლრდ დოლარად იყო შეფასებული და რეიტინგში 956-ე ადგილი ეკავა.
ამგვარად, აქტივების ღირებულებით ლომთაძემ Forbes-ის რეიტინგის ბოლო ათწლეულის უცვლელ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს გაუსწრო, რომელსაც 4,8 მლრდ დოლარით ონლაინ-რეიტინგში 632-ე ადგილი უკავია. აპრილში ივანიშვილი 589-ე ადგილზე იყო. თუმცა მისი ქონების ოდენობა არ შეცვლილა.
ონლაინ-რეიტინგის ლიდერთა სამეულში შედიან:
- ბერნარ არნო – გლობალური ბიზნეს-იმპერიის ხელმძღვანელი (75 ბრენდის შემადგენლობით, მათ შორის, Louis Vuitton და Sephora). 197,7 მილიარდი დოლარი
- ჯოზეფ ბეზოსი – ონლაინ რიტეილერის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი. 193,3 მლრდ დოლარი
- ილონ მასკი – Tesla-ს გენერალური დირექტორი. 182 მლრდ დოლარი.
მიხეილ ლომთაძე 45 წლისაა, ბათუმელია. დაამთავრა თბილისის მართვის ევროპული სკოლა (European School of Management), 2002 წელს მიიღო МВА-ს ხარისხი ჰარვარდის ბიზნეს-სკოლაში.
სტუდენტობის დროს თბილისში დააარსა აუდიტისა და კონსალტინგის კომპანია Georgia Consulting Group Audit. 2002 წელს კომპანია გლობალურმა ქსელმა Ernst&Young შეიძინა.
2002 წელს მუშაობდა პირდაპირი ინვესტიციების ფონდში Baring Vostok საინვესტიციო პროექტების მენეჯერად. 2007 წლიდან არის სს Kaspi Bank-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
ლომთაძემ 2008 წელს განაცხადა: „საქართველო, რა თქმა უნდა, ძალიან მიყვარს. ოდესმე, ცხოვრების ბოლოს, აუცილებლად საქართველოში ვიცხოვრებ“.
მან 2017 წელს დაადასტურა, რომ ქართული პასპორტი აქვს და ყაზახეთის მოქალაქეობის მიღებას არ გეგმავს.
მიხეილ ლომთაძე 2020 წელს დააჯილდოვდა ყაზახეთის პრეზიდენტის მიერ დაწესებული მედლით COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის.