თბილისი, 25 მაისი ― Sputnik. გასულ დღე-ღამეში ჯგუფ Louis Vuitton Moët Hennessy-ს პრეზიდენტის, ბერნარდ არნოს ქონება 710 მილიონი დოლარით გაიზარდა და ის Forbes Real-Time-ის მილიარდერთა სიაში პირველ ადგილზე გავიდა.
LVMH - Louis Vuitton, Givenchy, Guerlain, Kenzo, Moet & Chandon, Hennessy და სხვა სავაჭრო ბრენდის ფუფუნების საგნების მწარმოებელია. ჯგუფის შტაბ-ბინა პარიზში მდებარეობს.
Forbes Real-Time-ის სია რეალური დროის რეჟიმში ახლდება. ბერნარ არნოს ქონებამ 186,3 მილიარდ დოლარს მიაღწია და მან გაუსწრო Amazon-ის დამფუძნებელს ჯეფ ბეზოსს, რომელსაც 186 მილიარდი დოლარის ქონება გააჩნია.
ამასთან Bloomberg Billionaires Index-ში ბეზოსი ჯერ ისევ ინარჩუნებს ლიდერობას.
Forbes-ის სიაში მესამე ადგილს 147,3 მილიარდი დოლარით კვლავ Tesla-ს და SpaceX-ის დამფუძნებელი ილონ მასკი იკავებს.
მეოთხე პოზიციაზეა Microsoft-ის დამფუძნებელი ბილ გეიტსია (125,5 მლრდ), ხოლო მეხუთეზე - Facebook-ის შემქმნელი მარკ ცუკერბერგი (114,7 მლრდ).