https://sputnik-georgia.com/20210809/RaribaSvili-kovidusafrTxo-arCevnebze-252539667.html
ჩვენი ამოცანაა კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება – პრემიერი
ჩვენი ამოცანაა კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება – პრემიერი
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის მეთაურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა წევრს არჩევნების წინ ვაქცინაციის ჩატარება შესთავაზა. 09.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-09T13:49+0400
2021-08-09T13:49+0400
2023-08-17T18:13+0400
პოლიტიკა
საზოგადოება
ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
საქართველო
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411415_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_a8bc1f5a3ece322fcba120e5c2a8e961.jpg
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აცრა სიკვდილისგან გვიცავს.ღარიბაშვილი: ჩაკეტვით ვირუსს ვერ დავამარცხებთ, ვირუსს ამარცხებს ვაქცინაცია>>პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებს აცრას შესთავაზებენ. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა გამჭვირვალე, თავისუფალი და უსაფრთხო არჩევნების ჩატარებაა.პრემიერმა სხვა პარტიების კანდიდატებსაც მოუწოდა, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა წინასაარჩევნო კამპანია უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. მან მერობის კანდიდატებსა და ამომრჩევლებს მიმართა თხოვნით, რომ საარჩევნო შეხვედრებზე პირბადე გამოიყენონ.ღარიბაშვილის თქმით, შესაძლოა ვაქცინირებული პირი დაინფიცირდეს, მაგრამ სიკვდილი გამორიცხულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე იშვიათ შემთხვევას მთელ მსოფლიოში.საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.თავად პრემიერი ღარიბაშვილი პრეპარატ Pfizer-ით კვირას, 8 აგვისტოს საჯაროდ აიცრა.9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში ჩატარდა 641.242 აცრა, აქედან სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 197.118 პირი.
https://sputnik-georgia.com/20210809/premierma-ceskos-komisiis-wevrebis-vaqcinacia-shestavaza-252533729.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/18/252411415_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_ec413f1b91eec9122f5d9547665b7e34.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, covid-19
პოლიტიკა, საზოგადოება, ახალი ამბები, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, საქართველო, covid-19
ჩვენი ამოცანაა კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება – პრემიერი
13:49 09.08.2021 (განახლებულია: 18:13 17.08.2023) საქართველოს მთავრობის მეთაურმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყველა წევრს არჩევნების წინ ვაქცინაციის ჩატარება შესთავაზა.
თბილისი, 9 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ჩატარებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და აღნიშნა, რომ აცრა სიკვდილისგან გვიცავს.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ უახლოეს დღეებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) წევრებს აცრას შესთავაზებენ. მისი თქმით, ხელისუფლების მთავარი ამოცანა გამჭვირვალე, თავისუფალი და უსაფრთხო არჩევნების ჩატარებაა.
„ვუახლოვდებით არჩევნებს, შევდივართ აქტიურ ფაზაში. გუშინ მე გამოვთქვი ინიციატივა, რომელიც ეხება ცესკოს თანამშრომლების ვაქცინაციას. ჩვენ ამას შევთავაზებთ ოფიციალურად, უახლოეს დღეებში ექნებათ მინისტრს და ჩვენს კოლეგებს შეხვედრა ცესკოს ხელმძღვანელობასთან. ჩვენი ამოცანა უნდა იყოს კოვიდუსაფრთხო არჩევნების ჩატარება. ჩვენ შეგვიძლია განსაკუთრებული, მაღალი სტანდარტი ვაჩვენოთ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერმა სხვა პარტიების კანდიდატებსაც მოუწოდა, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში, რათა წინასაარჩევნო კამპანია უსაფრთხო გარემოში ჩატარდეს. მან მერობის კანდიდატებსა და ამომრჩევლებს მიმართა თხოვნით, რომ საარჩევნო შეხვედრებზე პირბადე გამოიყენონ.
ღარიბაშვილის თქმით, შესაძლოა ვაქცინირებული პირი დაინფიცირდეს, მაგრამ სიკვდილი გამორიცხულია, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე იშვიათ შემთხვევას მთელ მსოფლიოში.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა 64 მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატებს და ამდენივე მერს აირჩევს.
თავად პრემიერი ღარიბაშვილი პრეპარატ Pfizer-ით კვირას, 8 აგვისტოს საჯაროდ აიცრა.
9 აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ჯამში ჩატარდა 641.242 აცრა, აქედან სრულად, ორი დოზით ვაქცინირებულია 197.118 პირი.