Pfizer-ის მეორე დოზაზე რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება

© AP Photo / Khalid Mohammed Pfizer
 Pfizer - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
გამოწერა
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ბოლო დღეებში ვაქცინაციის საშუალო ყოველდღიური მაჩვენებელი 20 ათას ადამიანს შეადგენს.
თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. Pfizer-ის ვაქცინის მეორე დოზაზე მოქალაქეების რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
მისი თქმით, დაემატება როგორც მოქალაქეების ამცრელი ბრიგადები, ისე ღია სივრცეები, სადაც რეგისტრაციაგავლილი პირები აცრის გაკეთებას შეძლებენ.
„ვაქცინაციის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს. ამცრელთა ბრიგადები ეტაპობრივად ემატება როგორც თბილისში, ისე რეგიონებშიც. ბოლო სამი დღის მანძილზე ვაქცინაციის პროცესი ქვეყნის მასშტაბით კარგად წარიმართა. ბოლო სამ-ოთხ დღეში საშუალო მაჩვენებელმა 20 ათასი შეადგინა. ვფიქრობ, რომ მოხერხდება ვაქცინაციის პროგრამის კიდევ უფრო გაფართოება“, – განაცხადა გაბუნიამ. 
ეპიდემია საქართველოში - Sputnik საქართველო, 1920, 09.08.2021
არანაირი ქორწილი და ქელეხი: საქართველოში კონტროლი მკაცრდება
მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ პირბადის გამოყენების 51%-იანი მაჩვენებელი 90%-ს გადააჭარბებს, ინფიცირების დღიური რაოდენობა სულ მცირე 1 ათასით შემცირდება.
საქართველოში 10 აგვისტოდან ღია სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო ხდება.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში ჩინური Sinopharm-ისა და Sinovac-ის 1 მლნ დოზა შემოვიდა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო AstraZeneca-ს პრეპარატით, ხოლო Pfizer-ით – 30 მარტს. 4 მაისიდან საქართველოს მოქალაქეების ვაქცინაცია ჩინური პრეპარატი Sinopharm-ით, ხოლო 24 მაისიდან – Sinovac-ით დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინაცია მედპერსონალით დაიწყო, თუმცა დაბალი მიმართვიანობის გამო პროგრამა თანდათან გაფართოვდა და ამჟამად აცრის ჩატარება უკვე 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს შეუძლიათ ვაქცინებით Pfizer, Sinopharm ან Sinovac. ამას გარდა, ამჟამად საქართველოში 16 წელს ზემოთ პირების აცრა დასაშვებია Pfizer-ის ვაქცინით, ხოლო 45 წელს ზემოთ პირებს დამატებით შეუძლიათ AstraZeneca აირჩიონ.
ბოლო მომაცემებით, საქართველოში ვაქცინაცია 641.118-მა ადამიანმა (მოსახლეობის 17%) ჩაიტარა, სრული ორი დოზით აცრილია 197.118 (5%) ადამიანი.
ყველა ახალი ამბავი
0