მკვლელობაში ბრალდებულ ბერს პატიმრობა შეეფარდა

© photo: Sputnik / Kirill Kallinikov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 08.08.2021
გამოწერა
შსს-ში სისხლიანი კონფლიქტის მიზეზებზე არ საუბრობენ, ხოლო მედიაში მომხდარს „კრიმინალურ გარჩევას“ უწოდებენ.
თბილისი, 8 აგვისტო – Sputnik. ბორჯომში 37 წლის მამაკაცის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბერი ანტონი (მაისურაძე) გამოძიების დასრულებამდე პერიოდს პატიმრობაში გაატარებს, ასეთი გადაწყვეტილება დღევანდელ პროცესზე მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილმა მიიღო.
გამოძიების მონაცემებით, 6 აგვისტოს ბრალდებულ ანტონ მაისურაძეს წარსულში ნასამართლევ ლევან ნამგალაძესთან კონფლიქტი მიუვიდა. ნამგალაძემ ავტომატური იარაღიდან რამდენიმე გასროლა განახორციელა, შემდეგ კი მაისურაძემ ის დანით დაჭრა. ნამგალაძე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
პოლიცია დამნაშავეს აკავებს - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
პირი, რომელიც ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაზე დააკავეს, ბერია
ზოგიერთმა თვითმხილველმა უამბო ჟურნალისტებს, რომ ჩხუბში ხუთამდე ადამიანი იღებდა მონაწილეობას. სხვა ფიგურანტების დაკავების შესახებ შსს-ში არ განუცხადებიათ. უწყებაში არ საუბრობენ ასევე კონფლიქტის მიზეზებზე, რომელიც ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის გამოყენებით და მკვლელობით დასრულდა. მედიაში მომხდარს „კრიმინალურ გარჩევას“ უწოდებენ.
დაკავებულ ბერს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
როგორც სააგენტო sknews.ge იუწყება, დღევანდელ მოსმენაზე ანტონ მაისურაძემ განაცხადა, რომ თავად მიიყვანა დაჭრილი საავადმყოფოში. მას შემდეგ, რაც გახდა ცნობილი ლევან ნამგალაძის გარდაცვალების შესახებ, ის გამოცხადდა პოლიციაში და ყველაფერი აღიარა.
„სავადმყოფოდან რომ წავედი, ისევ იქ ავედი, სადაც ეს ამბავი მოხდა, მეგონა რომ ჩემი მეგობრები დაჭრილები იყვნენ, რადგან ლევან ნამგალაძემ იქ მჭიდი დაცალა. ისინი იქ ვეღარ დავინახე და  წავედი ეკლესიაში, სადაც მითხრეს, რომ ლევან ნამგალაძე გარდაიცვალაო. ამის მერე ჩავედი პოლიციაში და ყველაფერი მოვახსენე როგორც იყო“, – განაცხადა სასამართლო პროცესზე ბრალდებულმა.
ბრალდებულის ადვოკატის, სოსო ხითარიშვილის თქმით, „კბილებამდე შეიარაღებული“ ლევან ნამგალაძე მკვლელობის დღეს მივიდა მისი დაცვის ქვეშ მყოფის სახლთან, როდესაც ის ორ მეგობართან ერთად შინ ბრუნდებოდა.
ექსპერტ–კრიმინალისტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
კასპში ლუდის ჯიხურთან დაწყებული კამათი მკვლელობით დასრულდა
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ა.მ. სახლში მანქანით 06:00 საათზე მივიდა, სადაც დახვდა კბილებამდე შეიარაღებული პირი, ავტომატური იარაღით, ხელყუმბარებით და დანით. მას გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ მოეკლა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ამიტომ მივიდა მის მანქანასთან, ლულა გაიშვირა ა.მ.–ის მიმართულებით. შემდეგ მოუარა მანქანას მეორე მხარეს და უკანა საქარე მინა ჩაამტვრია ავტომატის კონდახით, ამ დროს  ა.მ. გადმოვიდა მანქანიდან, შემოუარა მანქანას და ცდილობდა მის განეიტრალებას, ხელის ჩავლების დროს გარდაცვლილი იწყებს სროლას, 20–მდე გასროლა მოხდა. სროლის დროს ა.მ.–სთან მყოფი ორი ადამიანი გასცილდა ტერიტორიას და დარჩნენ მარტო ა.მ. და აწ უკვე გარდაცვლილი“, - განაცხადა ადვოკატმა.
ადვოკატმა აღნიშნა, რომ მისი კლიენტი თავს იცავდა და დარტყმის მიყენების მომენტი არ ახსოვს.
ბერმა მოსამართლეს მიმართა თხოვნით, არ დატოვონ ის პატიმრობაში, რადგან ის სიმსივნით დაავადებულ დედას უვლის და მის გარდა არავინ ჰყავს.
საქმეზე სასამართლოს წინა მოსმენა 29 სექტემბერს ჩაინიშნა.
ყველა ახალი ამბავი
0