https://sputnik-georgia.com/20210807/piri-romelic-mkvlelobaze-daakaves-beria-252529405.html
პირი, რომელიც ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაზე დააკავეს, ბერია
პირი, რომელიც ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაზე დააკავეს, ბერია
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცევის შემთხვევაში დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. 07.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-07T19:39+0400
2021-08-07T19:39+0400
2021-10-19T18:03+0400
ახალი ამბები
საზოგადოება
შემთხვევები საქართველოში
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/44/239454494_0:102:1920:1182_1920x0_80_0_0_0ae3ad327d76c122ea1563e072bc3b60.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ბორჯომში გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი ბერი ანტონი (მაისურაძე) წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.სისხლიანი დაპირისპირება ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, 6 აგვისტოს მოხდა.გამოძიებით ცნობით, ბრალდებულსა და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ პირს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ბრალდებულმა კი მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.„დაკავებული წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ. ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23945/44/239454494_105:0:1816:1283_1920x0_80_0_0_3e5d510de79576cba7a28f9166b68c1e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
ახალი ამბები, საზოგადოება, შემთხვევები საქართველოში, საქართველო
პირი, რომელიც ბორჯომში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობაზე დააკავეს, ბერია
19:39 07.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) ბრალის დამტკიცევის შემთხვევაში დაკავებულს შვიდიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. ბორჯომში გუშინ მომხდარი მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული პირი ბერი ანტონი (მაისურაძე) წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია, თვითნებურად დატოვა მონასტერი, ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცახდებაში.
სისხლიანი დაპირისპირება ბორჯომში, ინგოროყვას ქუჩაზე, 6 აგვისტოს მოხდა.
გამოძიებით ცნობით, ბრალდებულსა და წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ პირს შორის მოხდა კონფლიქტი, რა დროსაც აღნიშნულმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა, ბრალდებულმა კი მას ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. ბრალდებული სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ნივთმტკიცებად ამოღებულია „АК 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი.
„დაკავებული წალკის სოფელ ბერთას მამათა მონასტერში 2008 წლიდან მსახურობდა, თუმცა რამდენიმე წელია თვითნებურად დატოვა მონასტერი და ცხოვრობდა შინ. ვადასტურებთ, რომ ბერი ანტონი ნამდვილად იყო დაბარებული გამოკითხვაზე. მიმდინარეობს გამოძიება. სავარაუდოდ, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7–დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.