საქართველოში ვაქცინაციის პროგრამა ფართოვდება

ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
გასულ კვირაში იმუნიზაციის საბჭომ სოფლებში ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების საკითხი განიხილა – რაიონული ცენტრის დაწესებულებებს დაევალათ, რომ მოიცვან სოფლის მოსახლეობა ვაქცინაციით.
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის პროგრამის გაფართოება და მისი სოფლებში გავრცელების გადაწყვეტილება მიიღო, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 
 ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
ამირან გამყრელიძე ვაქცინირებული მოქალაქეების წახალისების ინიცატივით გამოდის
ეპიდემიოლოგები ვაქცინაციას კორონავირუსთან ბრძოლის ერთ–ერთ მთავარ მეთოდად მიიჩნევენ. მათი აზრით, ვიდრე მოსახლეობის 70% არ იქნება აცრილი, კორონავირუსის დამარცხებაზე საუბარი ზედმეტია.
 „ჩვენი მიზანია, რომ დღეში 30 ათასამდე ადამიანის ვაქცინაცია მოხდეს. სოფლის მოსახლეობის ვაცქინაციის პროცესში ჩაერთვებიან რაიონული საავადმყოფოები“, – განაცხადა გაბუნიამ.
მისი თქმით, საავადმყოფოები, რომლებიც ემსახურებიან სოფლის მოსახლეობას საყოველთაო ხელმისაწვდომობის პროგრამის ფარგლებში, მიიღებენ დავალებას უზრუნველყონ სოფლის ექიმებთან თანამშრომლობით იმ მოსახლეობის აცრა, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო აცრის ჩასატარებლად ქალაქში ვერ ახერხებენ ჩასვლას.
 „როგორც იცით, სოფლის ამბულატორიებში ერთნაირი პირობები არ არის. ზოგიერთი ამბულატორია კარგ მდგომარეობაშია და იქ ვაქცინაციის ჩატარება შესაძლებელია. იქ, სადაც ამის საშუალება არ არის, ვაქცინაცია განხორციელდება მობილური ბრიგადების საშუალებით ან ალტერნატიულ შენობებში“, – განაცხადა გაბუნიამ. 
თამარ გაბუნია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
რატომ იზრდება კორონავირუსის შემთხვევები ქვეყანაში – თამარ გაბუნიას განმარტება
გარდა ამისა, მინისტრის მოადგილის თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება ვალდებული იქნება რაიონულ კლინიკაში ვაქცინაციის ჩატარების მსურველი მოსახლეობის ტრანსპორტირება უზრუნველყოს.
მისი თქმით, 1,2 ათასი სოფლის ექიმი და ექთანი უკვე გადამზადებულია დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ ვაქცინაციის პროგრამაში მონაწილეობისათვის.
საქართველოში მასობრივი ვაქცინაცია 5 ივლისს დაიწყო. ბოლო მონაცემებით, საქართველოში ვაქცინირებულია 606.988 ადამიანი, მათგან სრული, ორი დოზით – 189.774 პირი.
ამ დროისათვის ქვეყანაში პრეპარატ Pfizer-ით 16 წლიდან პირთა ვაქცინაცია მიმდინარეობს. რაც შეეხება 18 წლის და ზემოთ ასაკის პირებს, მათ არჩევანის გაკეთება შეუძლიათ პრეპარატ Pfizer-ს, Sinopharm-სა და Sinovac-ს შორის. AstraZeneca-ს არჩევა 45 წელს ზემოთ პირებს შეუძლიათ.
ყველა ახალი ამბავი
0