ამირან გამყრელიძე ვაქცინირებული მოქალაქეების წახალისების ინიცატივით გამოდის

© AFP 2024 / JEAN-PHILIPPE KSIAZEK ვაქცინაცია
 ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
გამოწერა
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 564.691 აცრა, სრულად ვაქცინირებულია 178.077 ადამიანი.
თბილისი, 5 აგვისტო – Sputnik. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭოზე კომპანიებისთვის უსაფრთხო დაწესებულების სტატუსის შემოღების ინიციატივით გამოსვლას გეგმავს, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ.
„კარგი იქნება კოვიდისგან უსაფრთხო დაწესებულების სტატუსის შემოღება, სადაც იქ დასაქმებული ადამიანების 70-80% იქნება ორჯერადად აცრილი. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ამ წინადადებას კიდევ ერთხელ დააყენებს“, – აღნიშნა გამყრელიძემ.
ვაქცინაცია - Sputnik საქართველო, 1920, 05.08.2021
დაწესდეს აკრძალვები აუცრელი მოქალაქეებისთვის: რა ინიციატივით გამოდის პაატა იმნაძე
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სურვილია, რომ საქართველოში მსგავსი წამახალისებელი ღონისძიებები გატარდეს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის 5 აგვისტოს მონაცემებით, ჯამურად ჩატარდა 564.691 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 178.077 ადამიანი.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.670-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 436.573-ს მიაღწია. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 393.453 ადამიანი, გარდაიცვალა 5.986 პაციენტი.
ყველა ახალი ამბავი
0