ახალი რუსული ჰიპერბგერითი რაკეტა Х-95: რა არის ცნობილი

© photo: Sputnik / Host photo agency / Vladimir Astapkovich / გადასვლა მედიაბანკშისტრატეგიული ბომბდამშენი Ту-160 აღლუმზე
სტრატეგიული ბომბდამშენი Ту-160 აღლუმზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
რუსეთი მაღალტექნოლოგიური შეიარაღების შექმნა-წარმოებაში დასავლეთს უსწრებს, მიაჩნია სამხედრო მიმომხილველ ალექსანდრ ხროლენკოს.
დიდი სიშორის საავიაციო ჰიპერბგერითი რაკეტა Х-95 კიდევ ერთი წონადი დასტურია რუსეთის ტექნოლოგიური და სამხედრო უპირატესობისა. ის აგვისტოს დასაწყისში „განასაიდუმლოვა“ რუსეთის სამხედრო აკადემიის მეთაურმა ვლადიმირ ზარუსნიზკიმ ჟურნალში „ვაენნაია მისლ“. სტატია საჰაერო-კოსმოსურ სფეროში ბატონობას ეხება, რომელიც მოიერიშე და გამანადგურებელი ავიავციის გამოყენებით მიიღწევა. ამასთან გადამწყვეტ როლს ასრულებს ზეზუსტი რაკეტები, განსაკუთრებით ჰიპერბგერითი. და თუ რაკეტა Х-95-ზე ასეთ დონეზე ალაპარაკდნენ, ესე იგი ის სავსებით მომწიფდა.
თვითმავალი Мста-С წვრთნებზე - Sputnik საქართველო, 1920, 01.08.2021
მიმოხილვა: რუსული საბრძოლო რობოტები - რუსეთის არმიის დღევანდელობა
Х-95-ის დანიშნულება ბომბდამშენ Ту-22М3М-ისა და Ту-160М-ის, ასევე შორი ავიაციის პერსპექტიული კომპლექსის საბრძოლო შესაძლებლობების გაფართოებაა. РИА Новости-ს წყაროს ინფორმაციით, Х-95-ის საცდელი ნიმუშები უკვე გამოიცადა საჰაერო მზიდიდან. 
ახალი საავიაციო რაკეტის ტექნიკური მახასიათებლები არ სახელდება, მაგრამ ცნობილია, რომ ჰიპერბგერით რაკეტა Х-47М „კინჟალს“ 12 მახამდე სიჩქარე და 2000 კმ ფრენის სიშორე აქვს.  შესაბამისად შეიძლება ვივარაუდოთ, რომ უახლესი Х-95 კიდევ უფრო სწრაფად და შორს იფრენს, და რომ 5000 კმ ზღვარი არ არის. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნა საჰაერო ბა ზირების ჰიპერბგერითი იარაღისადმი — ეს მოწინააღმდეგის სტრატეგიული ობიექტების განადგურებაა არანაკლებ 5500 კმ-ზე. ეს მნიშვნელოვანია, რათა საჰაერო-კოსმოსური ძალების თვითმფრინავები F-22-ის ტიპის ჩამჭერ-გამანადგურებლებისა და ასევე ჰაერ- და  რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემების მოქმედების ზონის მიღმა რჩებოდნენ.
დღეისათვის შორი ავიაციის თვითმფრინავები Ту-160 და Ту-95МС 5500 კმ სიშორის თანამედროვე ფრთოსანი რაკეტა Х-101-ებითაა შეიარაღებული. მას ანალოგები არ გააჩნია, მაგრამ მცირე შემჩნევადობის Х-101 მაინც შეიძლება ჩაიჭიროს მოწინააღმდეგის რაკეტსაწინააღმდეგო სისტემამ. ჰიპერბგერითი რაკეტები კი პრაქტიკულად მოუწყვლადია ყველა არსებული თუ პერსპექტიული ჰაერ- და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემისთვის.
Ил-96-400Т და Ил-114 - Sputnik საქართველო, 1920, 28.07.2021
რუსეთში „განკითხვის დღის“ თვითმფრინავებს აგებენ: მესამე თაობის  თავისებურებები
მაღალტექნოლოგიურ მოწინააღმდეგესთან ჰიპოთეტურ ბრძოლაში Х-95 გამარჯვების წონადი ფაქტორი იქნება.

ოპტიმისტური ტრაექტორია

უახლესი ჰიპერბგერითი რაკეტა Х-95-ის სტრატეგიული მზიდებისთვის პრობლემები არ ჩნდება. „მარადიული“ Ту-95МС-ის გაუთვალისწინებლადაც კი, რუსეთის საჰაერო-კოსმოსური ძალების მწყობრში დღეს 16 რაკეტმზიდი Ту-160-ია. „თეთრ გედებს“ ეტაპობრივად უკეთდება მოდერნიზაცია Ту-160М-ის დონემდე, აღიჭურვებიან მეორე სერიის НК-32 ძრავებით, რაც სიჩქარის საათში 2200 კმ-მდე განვითარების საშუალებას იძლევა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მანამდე ჰიპერბგერით კომპლექსებს არაბირთვული შეკავების ძირითადი ძალა უწოდა. თებერვალში გაჩნდა ინფორმაცია, რომ რუსეთში ახალი ჰიპერბგერითი რაკეტა „გრემლინი“ იქმნება მეხუთე თაობის გამანადგურებელ Су-57-ებისთვის. „გრემლინის“ გამოცდები 2023 წლისთვის იგეგმება.
რუსული ჰიპერბგერითი იარაღი — კომპლექსი „ავანგარდი“, „კინჟალი“ და რაკეტა „ცირკონები“ სამუშაო მდგომარეობაშია და მათი ეფექტურობა პენტაგონისა და ნატოს ცხელ თავებს აგრილებს.
„ცირკონის“ გამოცდა - Sputnik საქართველო, 1920, 22.07.2021
მიმოხილვა: საზღვაო „ცირკონი“ სახმელეთო სამიზნეების მიმართულებით
საზღვაო ბაზირების „ცირკონი“ წარმატებით ამთავრებს სახელმწიფო გამოცდებს და მალე შევა პროექტ 22350-ის ფრეგატების, უახლესი მრავალმიზნობრივი სუბმარინების — Ясень-М-ისა და მოდერნიზებული „ადმირალ ნახიმოვის“ შეიარაღებაში.
ჰიპერბგერითი იარაღის შემუშავება-წარმოებაში რუსეთი ლიდერობს. რაღაც მსგავსი 2019 წლიდან აქვს მხოლოდ ჩინეთს – საშუალო სიშორის რაკეტა DF-17 10 მახის სიჩქარეს ავითარებს.
ამიტომაც გამოიწვია Х-95-ის შესახებ ინფორმაციამ რეზონანსი ბევრ ქვეყანაში. ამ ფონზე პენტაგონმა კონგრესს დამატებითი დაფინანსება მოსთხოვა იმ საფრთხისთვის წინააღმდეგობის გასაწევად, რომელიც რუსების ჰიპერბგერითი იარაღისგან მომდინარეობს. როგორც ჩანს, 740-მილიარდიანი სამხედრო ბიუჯეტი უკვე საკმარისი არ არის ჰიპერბგერითი სჩქარეების მისაღწევად. ვაშინგტონი შემოვლით გზებს ეძებს და ჰიპერბგერითი იარაღის აკრძალვას ცდილობს საერთაშორისო კონვენციებით.

პარტნორები ჩამორჩებიან

მიუხედავად შეიარაღებაზე ყოველწლიური მრავალმილიარდიანი დანახარჯებისა, აშშ ვერ ეწევა რუსეთს ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების შეჯიბრში.
ჩინეთის ტანკები და სამხედროები - Sputnik საქართველო, 1920, 23.06.2021
ჩინური აქცენტი სამხედრო მანევრებზე: გაფორმდება თუ არა რუსეთ–ჩინეთის სამხედრო კავშირი
ცოტა ხნის წინ საავიაციო რაკეტა AGM-183A Air-Launched Rapid Response Weapon-ის გამოცდისას ის ბომბდამშენს მოსწყდა სამხრეთ კალიფორნიის სანაპიროსთან, მაგრამ რეაქტიული წევა არ ჩაირთო. სხვა მონაცემებით, რეაქტიული ძრავი გაშვებისთანავე აალდა და „რაკეტამ სამიზნე ვერ გაანადგურა“.
შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ჰიპერბგერითი პროტოტიპის წარუმატებელი გამოცდის მიზეზებს სწავლობს. ასეთი ტიპის ავარიები სერიოზულ საფრთხეს უქმნის მის მზიდს, AGM-183A-ს  შემთხვევაში ეს ბომბდამშენი B-52H Stratofortress იყო.
წარუმატებელი გამოცდების სერია საფრთხის ქვეშ აყენებს მთელ ჰიპერბგერით პროექტ ARRW-ს, რომელიც დღეისათვის ერთადერთია სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის.
გენერალმა ჰიტ კოლინზმა 4 აგვისტოს განაცხადა, რომ საჰაერო ბაზირების ჰიპერბგერითი რაკეტის წარმოების დაწყება 2022 საფინანსო წლის ბოლომდე, დამოკიდებულია იმ პრობლემის გადაჭრის სისწრაფეზე, რომელიც რაკეტის 28 ივლისს პირველ გაფრენაზე უარს უკავშირდება.
Су-57 - Sputnik საქართველო, 1920, 05.06.2021
მიმოხილვა: რუსული Су-57 იარაღის ბაზარზე - იმპორტიორების რიგი
მანამდე ამერიკის სამხედრო-საჰაერო ძალებმა 2022საბიუჯეტო წლისთვის 161 მლნ დოლარი მოითხოვეს 12 რაკეტა AGM-183A-ს (ARRW) შექმნისთვის. აშშ-ის სამხედრო ბიუჯეტი ჰიპერბგერით კვლევებზე ხარჯებსაც მოიცავს 3,2 მლრდ დოლარის ოდენობით. აშკარაა, რომ დიდი ფული ავტომატურად არ კორელირდება დიდ წარმატებებთან ჰიპერბგეტით სფეროში.
პერსპექტიული ARRW-სთვის ამერიკელებმა 2020 წლის თებერვალში უარი თქვეს ძვირადღირებულ ჰიპერბგერით პროგრამა HCSW-ზე, რომელიც პენტაგონისთვის პიონერი იყო ჰიპერბგერითი ტექნოლოგიების განვითარებაში. შესაძლოა, დადგა დრო დრამის მესამე აქტზე გადასასვლელად.
შეერთებულ შტატებში დაახლოებით რვა ცალკეულ პროგრამაზე მუშაობენ ჰიპერბგერითი რაკეტების შესაქმნელად, მაგრამ ჯერჯერობით არცერთი მოქმედი ნაკეთობა არ შეუქმნიათ. აშშ-ის კონგრესის კვლევითი სამსახურის ანგარიშში ხაზი აქვს გასმული, რომ ჰიპერბგერითი ირაღის კუთხით ქვეყანა რამდენიმე წლით ჩამორჩება რუსეთსა და ჩინეთს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს!
ყველა ახალი ამბავი
0