ოლიმპიადის მეთხუთმეტე დღე – საქართველოს ნაკრების შედეგები

© photo: Sputnik / Григорий Сысоев / გადასვლა მედიაბანკშიტოკიო
ტოკიო - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
მთლიანობაში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა – ეს ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელია
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ნაკრებისთვის ტოკიოს ოლიმპიადის დასკვნითი დღე მედლების გარეშე დასრულდა. ქვეყანას ორი სპორტსმენი წარადგენდა – მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე და კარატისტი გოგიტა არქანია, მათგან ვერც ერთმა ვერ შეძლო საპატიო კვარცხლბეკზე ასვლა.
ელიზბარ ოდიკაძე – თავისუფალი ჭიდაობა (–97 კგ)
ელიზბარ ოდიკაძეს ჰქონდა შანსი ბრინჯაოსთვის  რეპეშაჟით ებრძოლა, თუმცა, სპორტსმენი დასახულ მიზანს ვერ გაუმკლავდა.
ქართველი მოჭიდავე აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან ანგარიშით 5:7 დამარცხდა და მის კარიერაში მეორე ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა.
გოგიტა არქანია – კარატე კუმიტე (–75 კგ)
ბევრი სპეციალისტი ქართველ კარატისტ გოგიტა არქანიას ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებულ გამოსვლას უწინასწარმატყველებდა, თუმცა, ვითარება სხვანაირად წარიმართა. 
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
სიურპრიზი ლაშა ბექაურს: რა აცნობა პრემიერ-მინისტრმა ოლიმპიურ ჩემპიონს
არქანიამ „А“ ჯგუფში ოთხი ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ვერ შეძლო ტურნირის ნახევარფინალში გასვლა. ერთადერთი ბრძოლა ქართველმა კარატისტმა ყაზახეთის წარმომადგენელს მოუგო (3:1).
ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი – ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო – მოიპოვა. ეს ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელია. ლონდონისა (2012) და რიო–დე–ჟანეიროს (2016) ოლიმპიადებზე ჩვენმა ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა.
ყველა ახალი ამბავი
0