https://sputnik-georgia.com/20210807/olimpiadis-15-dge-saqartvelos-nakrebis-shedegebi-252529365.html
ოლიმპიადის მეთხუთმეტე დღე – საქართველოს ნაკრების შედეგები
ოლიმპიადის მეთხუთმეტე დღე – საქართველოს ნაკრების შედეგები
Sputnik საქართველო
მთლიანობაში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა – ეს ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელია 07.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-07T19:19+0400
2021-08-07T19:19+0400
2021-08-07T18:52+0400
სპორტი
საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/03/252497633_0:246:3187:2048_1920x0_80_0_0_e9f88743938c18b9d1d308871dc2e911.jpg
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ნაკრებისთვის ტოკიოს ოლიმპიადის დასკვნითი დღე მედლების გარეშე დასრულდა. ქვეყანას ორი სპორტსმენი წარადგენდა – მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე და კარატისტი გოგიტა არქანია, მათგან ვერც ერთმა ვერ შეძლო საპატიო კვარცხლბეკზე ასვლა.ელიზბარ ოდიკაძე – თავისუფალი ჭიდაობა (–97 კგ)ელიზბარ ოდიკაძეს ჰქონდა შანსი ბრინჯაოსთვის რეპეშაჟით ებრძოლა, თუმცა, სპორტსმენი დასახულ მიზანს ვერ გაუმკლავდა.ქართველი მოჭიდავე აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან ანგარიშით 5:7 დამარცხდა და მის კარიერაში მეორე ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა.გოგიტა არქანია – კარატე კუმიტე (–75 კგ)ბევრი სპეციალისტი ქართველ კარატისტ გოგიტა არქანიას ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებულ გამოსვლას უწინასწარმატყველებდა, თუმცა, ვითარება სხვანაირად წარიმართა. არქანიამ „А“ ჯგუფში ოთხი ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ვერ შეძლო ტურნირის ნახევარფინალში გასვლა. ერთადერთი ბრძოლა ქართველმა კარატისტმა ყაზახეთის წარმომადგენელს მოუგო (3:1).ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი – ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო – მოიპოვა. ეს ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელია. ლონდონისა (2012) და რიო–დე–ჟანეიროს (2016) ოლიმპიადებზე ჩვენმა ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა.
https://sputnik-georgia.com/20210807/siurprizi-beqaurs-premiris-gadawyvetileba-252528736.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/08/03/252497633_0:44:3187:2048_1920x0_80_0_0_9fb114735b7a2582f6264bba056577fb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
სპორტი, საქართველო ტოკიოს ოლიმპიადაზე
ოლიმპიადის მეთხუთმეტე დღე – საქართველოს ნაკრების შედეგები
მთლიანობაში ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი მოიპოვა – ეს ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელია
თბილისი, 7 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ნაკრებისთვის ტოკიოს ოლიმპიადის დასკვნითი დღე მედლების გარეშე დასრულდა. ქვეყანას ორი სპორტსმენი წარადგენდა – მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე და კარატისტი გოგიტა არქანია, მათგან ვერც ერთმა ვერ შეძლო საპატიო კვარცხლბეკზე ასვლა.
ელიზბარ ოდიკაძე – თავისუფალი ჭიდაობა (–97 კგ)
ელიზბარ ოდიკაძეს ჰქონდა შანსი ბრინჯაოსთვის რეპეშაჟით ებრძოლა, თუმცა, სპორტსმენი დასახულ მიზანს ვერ გაუმკლავდა.
ქართველი მოჭიდავე აზერბაიჯანელ შარიფ შარიფოვთან ანგარიშით 5:7 დამარცხდა და მის კარიერაში მეორე ოლიმპიადაზე მედლის გარეშე დარჩა.
გოგიტა არქანია – კარატე კუმიტე (–75 კგ)
ბევრი სპეციალისტი ქართველ კარატისტ გოგიტა არქანიას ტოკიოს ოლიმპიადაზე წარმატებულ გამოსვლას უწინასწარმატყველებდა, თუმცა, ვითარება სხვანაირად წარიმართა.
არქანიამ „А“ ჯგუფში ოთხი ორთაბრძოლიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ვერ შეძლო ტურნირის ნახევარფინალში გასვლა. ერთადერთი ბრძოლა ქართველმა კარატისტმა ყაზახეთის წარმომადგენელს მოუგო (3:1).
ტოკიოს ოლიმპიადაზე საქართველოს ნაკრებმა რვა მედალი – ორი ოქრო, ხუთი ვერცხლი და ერთი ბრინჯაო – მოიპოვა. ეს ოლიმპიადებზე საქართველოს ნაკრების საუკეთესო მაჩვენებელია. ლონდონისა (2012) და რიო–დე–ჟანეიროს (2016) ოლიმპიადებზე ჩვენმა ნაკრებმა შვიდი მედალი მოიპოვა.