ეჭვი მარბურგის ცხელებაზე: გვინეაში ახალი მომაკვდინებელი ვირუსი გამოვლინდა

© photo: Sputnik / Valeriy Melnikov / გადასვლა მედიაბანკშილაბორატორია
ლაბორატორია - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
ვირუსი მარბურგი მაღალი სიკვდილიანობის იშვიათი დაავადება, რომლის მიმართაც სპეციალური ანტივირუსული მკურნალობის მეთოდი არ არსებობს
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. გვინეის ჯანდაცვის სამინისტროს ეჭვი აქვს, რომ ქვეყანაში იშვიათი ვირუსით ინფიცირების შემთხვევა გამოვლინდა, რომელიც მძიმედ მიმდინარე მარბურგის ჰემორაგიულ ცხელებას იწვევს, იუწყება პორტალი Guinée Matin.
ლაბორატორიაში - Sputnik საქართველო, 1920, 28.06.2021
COVID-19-ზე უარესი? მსოფლიოს ყველაზე საშიში ვირუსი კიდევ ერთ ადგილზე დაფიქსირდა
გავრცელებული ინფორმაციით, ეს პირველი შემთხვევაა ქვეყანაში და ის უკვე გადამოწმდა გვინეის ორ ლაბორატორიაში. ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, სინჯი სენეგალში გაიგზავნა მარბურგის ვირუსით ინფიცირების დასადასტურებლად.
გარდა ამისა, გვინეის მთავრობამ უკვე გასცა განკარგულება, ინფიცირებაზე შემოწმდეს ყველა ის ადამიანი, რომლებსაც კონტაქტი ჰქონდათ სავარაუდო დაავადებულთან, და ასევე გაძლიერდეს იმ რაიონზე კონტროლი, სადაც საეჭვო შემთხვევა გამოვლინდა.
ვირუსი მარბურგი - მაღალი სიკვდილიანობის იშვიათი დაავადება, რომლის მიმართაც სპეციალური ანტივირუსული მკურნალობის მეთოდი არ არსებობს. საინკუბაციო პერიოდი მოიცავს 2-დან 21 დღეს. დაავადება იწყება მოულოდნელად მაღალი სიცხით, თავის ძლიერი ტკივილითა და მძიმე სისუსტით. სახასიათო ნიშანია კუნთების ტკივილი. მესამე დღეს იწყება მძიმე დიარეა, გულისრევა და პირღებინება. ლეტალურ შემთხვევებში სიკვდილი ყველაზე ხშირად სიმპტომების გაჩენიდან მერვე-მეცხრე დღეს დგება. ამას წინ, როგორც წესი, მძიმე სისხლდენა და შოკური მდგომარეობა უსწრებს.    
მარბურგის ვირუსი განეკუთვნება ფილოვირუსების ოჯახის Margburgvirus-ის გვარს. ის 1967 წელს გამოყვეს მარბურგში (გერმანია) აფრიკულ მწვანე მაიმუნებზე მომუშავე ლაბორატორიის თანამშრომლებისაგან და ასევე ბელგრადში — ავადმყოფების სისხლისა და სექციური მასალისაგან. ლეტალობა 50-88%-ს აღწევს. რეზერვუარული მასპინძლები შეიძლება იყვნენ მღრღნელები და ღამურები.
ყველა ახალი ამბავი
0