კახა კალაძემ თბილისის ქუჩებიდან ნაგვის გატანაში მიიღო მონაწილეობა: ვიდეო

© press-service of the Tbilisi City Hallკახა კალაძე
კახა კალაძე - Sputnik საქართველო, 1920, 07.08.2021
გამოწერა
დასუფთავების სამსახურის უნიფორმაში გამოწყობილი ქალაქის თავი წუხელ საკუთარი ხელით ასუფთავებდა თბილისის ქუჩებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად მიიღო მონაწილეობა ქალაქის ქუჩებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში მას შემდეგ, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ გარკვეული ნაწილი გაიფიცა.
შესაბამისი ვიდეო ქალაქის თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება.
მანამდე კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ანაზღაურების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა მუშაობა რთულ პირობებში უწევთ.
დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
„თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა
მოგვიანებით თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. როგორც მერიაში აცხადებენ, მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
„ნამდვილად არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს ვერ დავლაპარაკებოდით, რამე ვერ გადაგვეწყვიტა, მოგვესმინა ერთმანეთის მოსაზრებები. უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით, იყო გაფიცვის მცდელობა <...>. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე. გასულ წელს ხელფასების 20-პროცენტიანი მატება იყო და მიეცათ დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს“, — განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილზე, რომლებმაც გაფიცვა შეწყვიტეს და საქმიანობას დაუბრუნდნენ, იყო ბულინგისა და დაშინების მცდელობა. ქალაქის თავის განცხადებით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და „რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.
ყველა ახალი ამბავი
0