https://sputnik-georgia.com/20210807/kaxa-kalaZe-Tbilisis-quCebis-dasufTaveba-252526998.html
კახა კალაძემ თბილისის ქუჩებიდან ნაგვის გატანაში მიიღო მონაწილეობა: ვიდეო
კახა კალაძემ თბილისის ქუჩებიდან ნაგვის გატანაში მიიღო მონაწილეობა: ვიდეო
Sputnik საქართველო
დასუფთავების სამსახურის უნიფორმაში გამოწყობილი ქალაქის თავი წუხელ საკუთარი ხელით ასუფთავებდა თბილისის ქუჩებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან 07.08.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-08-07T09:59+0400
2021-08-07T09:59+0400
2021-10-19T18:03+0400
თბილისის მერია
ახალი ამბები
თბილისი დღეს
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376411_0:166:1600:1067_1920x0_80_0_0_b27a7fdc07c784f9fe7eb6ff9821d731.jpg
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად მიიღო მონაწილეობა ქალაქის ქუჩებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში მას შემდეგ, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ გარკვეული ნაწილი გაიფიცა.შესაბამისი ვიდეო ქალაქის თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება.მანამდე კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ანაზღაურების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა მუშაობა რთულ პირობებში უწევთ.მოგვიანებით თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. როგორც მერიაში აცხადებენ, მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია.მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილზე, რომლებმაც გაფიცვა შეწყვიტეს და საქმიანობას დაუბრუნდნენ, იყო ბულინგისა და დაშინების მცდელობა. ქალაქის თავის განცხადებით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და „რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.
https://sputnik-georgia.com/20210806/Tbilservis-jgufis-TanamSromlebis-nawilma-gaficva-Sewyvita-252522192.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/07/15/252376411_268:108:1546:1067_1920x0_80_0_0_913f90128e72d6936e18c2b59b75057d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისის მერია, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
თბილისის მერია, ახალი ამბები, თბილისი დღეს, საქართველო
კახა კალაძემ თბილისის ქუჩებიდან ნაგვის გატანაში მიიღო მონაწილეობა: ვიდეო
09:59 07.08.2021 (განახლებულია: 18:03 19.10.2021) დასუფთავების სამსახურის უნიფორმაში გამოწყობილი ქალაქის თავი წუხელ საკუთარი ხელით ასუფთავებდა თბილისის ქუჩებს საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან
თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. თბილისის მერმა კახა კალაძემ პირადად მიიღო მონაწილეობა ქალაქის ქუჩებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაში მას შემდეგ, რაც „თბილსერვის ჯგუფის“ გარკვეული ნაწილი გაიფიცა.
შესაბამისი ვიდეო ქალაქის თავის ოფიციალურ ფეისბუქ-გვერდზე ქვეყნდება.
მანამდე კომპანია „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებმა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ანაზღაურების მომატების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს და განაცხადეს, რომ კომპანიის ხელმძღვანელებმა ხელშეკრულებით დადგენილი პირობები შეცვალეს და ახლა მუშაობა რთულ პირობებში უწევთ.
მოგვიანებით თანამშრომლების ნაწილმა გაფიცვა შეწყვიტა და სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა. როგორც მერიაში აცხადებენ, მოთხოვნათა დიდი ნაწილი უკვე შესრულებულია, კერძოდ, უნიფორმებისა და სპეცტექნიკის განახლების მიმართულებით ნაბიჯები უკვე გადადგმულია.
„ნამდვილად არ გვქონდა ისეთი ურთიერთობა, ერთმანეთს ვერ დავლაპარაკებოდით, რამე ვერ გადაგვეწყვიტა, მოგვესმინა ერთმანეთის მოსაზრებები. უეცრად, რამდენიმე ადამიანის ხელმძღვანელობით, იყო გაფიცვის მცდელობა <...>. ჩვენ დღეს მოვისმინეთ ძალიან ბევრი სიცრუე. გასულ წელს ხელფასების 20-პროცენტიანი მატება იყო და მიეცათ დაპირება, რომ 2022 წლის იანვარში დაუბრუნდებოდნენ ამ საკითხს“, — განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, თანამშრომლების ნაწილზე, რომლებმაც გაფიცვა შეწყვიტეს და საქმიანობას დაუბრუნდნენ, იყო ბულინგისა და დაშინების მცდელობა. ქალაქის თავის განცხადებით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და „რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ შესაძლებლობას, რომ რამდენიმე კრიმინალმა შეურაცხყოფა მიაყენოს თანამშრომლებს, დაემუქროს და ფიზიკურად გაუსწორდეს, ეს არის დასჯადი და ყოველთვის მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“.